19 ნოემბერს "მიხეილ მესხის" სტადიონზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის - მიხეილ მესხის ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნა
19 ნოემბერს "მიხეილ მესხის" სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის - მიხეილ მესხის ქანდაკება.

გახსნის საზეიმო ცერემონიას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები, ქართული ფეხბურთის ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები და მიხეილ მესხის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ქანდაკების ავტორი გოგი შხვაცაბაიაა, რომელმაც სფფ-ის მიერ რამდენიმე წლის წინ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ქანდაკების შექმნისა და დადგმის ინიციატორი და განმახორციელებელი კი ფეხბურთის ფედერაციაა. ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს ქალაქის მერიამ და საკრებულომ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და ძეგლი უშუალოდ გახსნეს 1964 წლის 18 ნოემბრის თბილისის "დინამოს" ვეტერანმა ვარსკვლავებმა, "ოქროს ბიჭებმა" - ილია დათუნაშვილმა, გიორგი სიჭინავამ და ვლადიმერ ბარქაიამ. ამიერიდან, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ქანდაკება მისივე სახელობის სტადიონს დაამშვენებს და მის ნახვას ყველა მსურველი შეძლებს.

ქანდაკების გახსნამდე კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში პუბლიცისტ დემიკო ლოლაძის ახალი წიგნის - "ქართული ფეხბურთის დიდგორი" - პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო. წიგნი 1964 წლის 18 ნოემბრის გამარჯვებას ეძღვნება და მასში უამრავი საინტერესო ისტორია და ფოტოა თავმოყრილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ ულოცავს 1964 წლის "დინამოს" და "ოქროს ბიჭებს" გამარჯვების 50 წლის იუბილეს.

სფფ-ის პრესსამსახური

ნოსტალგია
მიშა საქართველოს სიხარული იყო.მსოფლიოში საუკეთესო 11 ნომერი,ხოლო სლავა მეტრეველი 7 ნომერზე მეორე იყო გარინჩას შემდეგ.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]
მიხეილ მესხმა ზივზივაძის გუნდს გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მიხეილ მესხის აზრით, აუტსაიდერობას არ იმსახურებენ
მახარაძე და მესხი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
ზუსტად 60 წლის წინ - სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა სსრკ-ს ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს [VIDEO]
1960 წლის ევროპის ბოლო ჩემპიონიც გარდაიცვალა