გია გეგუჩაძის გუნდი 8 იანვარს შეიკრიბება, ჯერ მშობლიურ ბაზაზე ივარჯიშებს, 24 იანვარს კი მოსამზადებელ შეკრებაზე ესპანეთში გაემგზავრება

"ზამთრის ჩემპიონმა" "ზესტაფონმა" მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაგეგმა. 1-8 თებერვალს ზესტაფონელები ზამთრის ტრადიციულ "მარბელას თასის" გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირში რვა გუნდი იასპარეზებს: დონეცკის "შახტარი", პრაღის "სპარტა", მოსკოვის ცსკა, დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", "ზესტაფონი", ვარშავის "პოლონია", პლოვდივის "ლოკომოტივი", კრასნოდარის "ყუბანი".

საწყის ეტაპზე 4 წყვილის გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ, დამარცხებულები V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. ასე რომ, ყველა გუნდი სამ-სამ მატჩს ჩაატარებს. წილისყრით ამ რვა გუნდისგან ოთხი წყვილი უკვე გაირკვა. "ზესტაფონს" პირველი მატჩი პრაღის "სპარტასთან" 2 თებერვალს ექნება.

ცნობისათვის, წინა ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე ზესტაფონელები ამა წლის 1 თებერვალს ამხანაგურ მატჩში "სპარტასთან" 1:2 დამარცხდნენ (გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა) და ჩეხებთან "მარბელას თასზე" რევანშისთვის იბრძოლებენ. იმერელთა შემდეგი მეტოქე "დნიპროსა" და ცსკა-ს წყვილიდან ერთ-ერთი იქნება. "მარბელას თასის" მატჩების რეპორტაჟი ტელეკომპანია "ევროსპორტის" გეგმაშია. დაწესებულია სოლიდური საპრიზო ფონდი.

ამჟამად "ზესტაფონის" ფეხბურთელები შვებულებაში არიან. გია გეგუჩაძის გუნდი 8 იანვარს შეიკრიბება. ჯერ მშობლიურ ბაზაზე ივარჯიშებს, 24 იანვარს კი მოსამზადებელ შეკრებაზე ესპანეთში გაემგზავრება. "მარბელას თასზე" ასპარეზობამდე ზესტაფონელები იქ, სავარაუდოდ, ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა