"ნიუ ორლეანთან" მატჩში ჯორჯიელებს ნამდვილად არ ეტყობოდათ, რომ აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალისთვის იბრძვიან

თუ "ატლანტა ჰოქსმა" თამაში ასე განაგრძო, შუა სეზონში გუნდში მწვრთნელის ცვლილება არ არის გამორიცხული. "ნიუ ორლეანთან" მატჩში ჯორჯიელებს ნამდვილად არ ეტყობოდათ, რომ აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალისთვის იბრძვიან. არადა, ამ ზაფხულს მწვრთნელად ლარი დრიუ რომ დაინიშნა, მიზნად წინამორბედი მაიკ ვუდსონის შედეგის გაუმჯობესება დაუსახეს.

"ატლანტამ" ორლეანელებთან განსაკუთრებით უფერულად მეორე ტაიმი ჩაატარა. მესამე პერიოდის 5-წუთიან მონაკვეთში "ნიუ ორლეანმა" 11 ქულა ჩააგდო, "ჰოქსის" კალათბურთელები კი ტყორცნას ტყორცნაზე აცილებდნენ და მეტოქეს 11:0 გაქცევის უფლება მისცეს. მას მერე მასპინძლებმა ატლანტელებს პერიმეტრი გადაუკეტეს, საშუალო დისტანციიდან ორქულიანებსაც თავისუფლად არ ასროლინებდნენ და მშვიდად მიაღწიეს გამარჯვებას.

საინტერესოა, რომ მწვრთნელმა ლარი დრიუმ მეორე ტაიმში დაივიწყა ზაზა ფაჩულია, რომელიც პირველ ნახევარში ერთი-ორჯერ ფარქვეშ კარგად გაიხსნა. არადა, "ატლანტას" სამწამიანი ზონიდან ჩამგდები ნამდვილად სჭირდებოდა (კოლინზმა ფარქვეშიდან ერთი ისროლა და მატჩის კომენტატორი გაოგნდა, როგორ ვერ ჩააგდოო), მომხსნელზე აღარაფერს ვამბობთ. თავად განსაჯეთ, "ნიუ ორლეანმა" სტუმრებს მოხსნებში 47:38 აჯობა, ხოლო მესამე პერიოდისთვის სამწამიანი ზონიდან 38 ქულა ჰქონდა მოგროვილი ("ატლანტას" - 16).

ნიუ ორლეანი-ატლანტა 93:86

ზაზა ფაჩულია: 9:48 წუთი, 3 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:14 ზაზამ ბიბი შეცვალა

02:53 შეცდომა: 1

02:51 ჩაჭრა: 1 (სმიტს ჩაუჭრა)

02:23 შეცდომა: 2

II პერიოდი

10:46 ფოლი: 1

10:11 ორქულიანი: არაზუსტი

09:41 ორქულიანი: 2ქ (34:32)

09:41 საჯარიმო: 1/1 (35:32)

09:06 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

09:06 საჯარიმოები: 2/0

06:26 უილიამსმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა