კვირა საღამოს, ღამის კლუბში მძიმედ დაჭრეს თავისუფალ ჭიდაობაში ბულგარელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მიხაილ განევი (84)

კვირა საღამოს მძიმედ დაჭრეს თავისუფალ ჭიდაობაში ბულგარელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მიხაილ განევი (84). ინციდენტი ბულგარეთშივე, ქალაქ გაბროვოს ცენტრში ღამის კლუბ "ტეკილაში" მოხდა. ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით, კლუბში ჩხუბი ატყდა.

ბულგარული წყაროები მის მონაწილეებს ხულიგნებად მოიხსენიებენ, თუმცა, როგორ აღმოჩნდა, ჩხუბში ჩარეული მსოფლიოს ჩემპიონი, ამაზე არაფერს წერენ. განევთან ერთად დაიჭრნენ მისი ძმა პეტრ განევი და მათი მეგობრები, თუმცა ყველაზე მძიმედ სპორტსმენი იყო დაჭრილი. მას სამი მძიმე ჭრილობა ჰქონდა, ძირითადად ზურგისა და ხერხემლის არეში, რის გამოც დაუყოვნებლივ გადაიყვანეს გაბროვოს ერთ-ერთ კლინიკაში და პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს.

ეს ამბავი კვირა ღამესვე მოექცა მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოების ახალ ამბებში. მაშინ წერდნენ, რომ მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები ჰქონდა, თუმცა უკვე გუშინ გავრცელდა ექიმ პიტერ პანაიტოვის განცხადება, რომ ჭრილობები არც ისე საშიშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეტიც - პანაიტოვის თქმით, განევს რეანიმაციაში მხოლოდ ორი დღით დატოვებენ, მერე კი მისი სოფიაში გადაყვანაც იქნება შესაძლებელი.

"ჩვენ ყველანი შოკში ვართ. არც კი ვიცი, ასეთი რამე ჩვენს ქვეყანაში როგორ უნდა მოხდეს. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? სასიკვდილოდ გაიმეტეს. არადა, ის ძალიან წყნარი ადამიანია", - თქვა ეროვნული ნაკრების თავკაცმა სიმეონ შჩერევმა, რომელიც ბულგარელმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მათი გამოკითხვით, განევი ბულგარეთის ნომერ მეორე სპორტსმენად დასახელდა და მხოლოდ იქაურთა სახელოვან მოჭიდავე ქალბატონს, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონს, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ სტანკა ზლატევას ჩამორჩა.

განევი მსოფლიოს ჩემპიონი სექტემბერში მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა, სადაც ფინალში უზბეკი ზაურბეკ სოხიევი დაამარცხა. მაშინ უზბეკმა მოიგო პირველი პერიოდი, დაწინაურდა მეორეშიც და თითქოს ძალზე ახლოს იყო მსოფლიოს ჩემპიონობის ზედიზედ მეორედ მოპოვებასთან, მაგრამ 25 წლის ბულგარელმა ლამის სასწაული მოახდინა და კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა