ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

იქ, ამერიკაში, საქართველოზე ფიქრით...

იქ, ამერიკაში, საქართველოზე ფიქრით...

აშშ-ში მოღვაწე მწვრთნელებმა, მამა-შვილმა გულისაშვილებმა ბატუტზე მხტომელ გოგონებსა და ბიჭებს საჩუქრად ფორმები ჩამოუტანეს

მამა-შვილი კონსტანტინე და კოტე გულისაშვილები ჭაბუკობისას ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების წევრები იყვნენ: უფროსმა კონსტანტინემ მოგვიანებით ვეტერანთა შორის მრავალჭიდში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობაც კი მოიპოვა. აქტიურ სპორტთან განშორების შემდეგ ორივემ მწვრთნელობას მიჰყო ხელი, ერთხანს ბატუტზე მხტომელებსაც კი ავარჯიშებდნენ. მათი პირველი მოსწავლე გახლდათ თენგიზ კოშკაძე, რომელიც დღეს ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება.

გასული საუკუნის 90-იან წლების მეორე ნახევარში მამა-შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა სამუშაოდ. აკრობატიკაში მათმა გაწვრთნილმა კვარტეტმა (დევიდ პრინსი, ქევინ გრიერი, იური კოსტოვეცკი, მაიკლ ნასიგანი) ჯგუფურ ვარჯიშში ორჯერ აშშ-ის ჩემპიონობა მოიპოვა, სპორტულ ტანვარჯიშში კი ბრაიანა გაიმ ამერიკის პირველობაზე თანატოლ გოგონებს აჯობა.

უფროსი გულისაშვილი ამჟამად Marvateens Gymnastics-ში მუშაობს მწვრთნელად, უმცროსი - Fairland-ში. მისი ორი შეგირდი (ივანა ანტეზანა, დიანა ფერისი) წლეულს ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს პირველობაში მონაწილეობდა მეცში (საფრანგეთი), სადაც ჩვენმა ანა ოდიშვილმა კადეტებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. მისი გამოსვლით აღფრთოვანებულმა უმცროსმა გულისაშვილმა, რომელიც საერთაშორისო კატეგორიის არბიტრია, თანამემამულე გოგონას ამერიკის ნაკრების ფორმა უსახსოვრა.

ამ დღეებში მამა-შვილი თბილისში ჩამოვიდა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მოსანახულებლად, ბატუტზე მხტომელ გოგონებსა და ბიჭებს საჩუქრად ფორმები ჩამოუტანეს და ამ სახეობაში გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის დარბაზში თბილისის პირველობასაც დაესწრნენ. შეჯიბრებაში 43 ახალგაზრდა მონაწილეობდა. როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა გვითხრა, ფავორიტებს - წლევანდელი მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულ ანა ოდიშვილს, ასევე, თამარ პაპაშვილს, ნანა გოგაშვილს, თინათინ ჩადუნელს, თეონა ჯანჯღავას, გიორგი ფუტკარაძეს, ზურაბ ნოზაძეს, დიმიტრი ზუტიკოვს, რუსტამ კალოევს და თემურ სონღულაშვილს - დასვენების უფლება მისცეს.

ლიდერთა არყოფნის მიუხედავად, პაექრობები დაძაბულად წარიმართა. ოსტატობის კანდიდატის პროგრამით საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: გოგონები - 1. მარიამ მწითური, 2. მეგი ცხადაძე, 3. ანა სოლოღაშვილი; ვაჟები - 1. ლაშა გაბაშვილი, 2. გიორგი ავლოხაშვილი, 3. ირაკლი ბეიტრიშვილი. I თანრიგი. გოგონები - 1. ნათია მწითური, 2. ქრისტინე სორდია, 3. ნუცა ჭკუასელი. ვაჟები - 1. სერგო ავეტისიანი, 2. ნიკა ჯალაბაძე. ორი მონაწილე იყო სპორტის ოსტატის პროგრამით ასპარეზობაშიც - ტყუპი ძმები, ვალერი და სერგო ბიძიშვილები, რომლებმაც პირველ-მეორე ადგილი ერთმანეთში გაინაწილეს. ასაკობრივ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გავიდნენ: გიორგი ნაცვლიშვილი, ნათია მწითური, კოტე რაზმაძე, სოფო დაშნიანი, გიორგი გულიაშვილი, მეგი ფარულავა და კოტე ლობჟანიძე.

"ამ შეჯიბრებით, რომლის მონაწილეთა უმრავლესობას გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის აღსაზრდელები წარმოადგენდნენ, წლევანდელი სეზონი დავასრულეთ. ახლა ცოტას დავისვენებთ და ნაახალწლევს ახალი შემართებით შევუდგებით მზადებას, რადგან 2011 წელი ამ ოლიმპიურ ციკლში ჩვენთვის გადამწყვეტია - ნოემბერში ლონდონი სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და ყველაფერი უნდა ვიღონოთ 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად", - გვითხრა ზაურ სულაშვილმა.

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია

დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა