ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში ორი ქართველი მონაწილეობს
ორი ქართველი მონაწილეობს ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდია 10.000 დოლარი.

უკვე ვწერდით, რომ შეჯიბრების პირველ-მეორე ნომრებად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ სასტარტო შეხვედრები მოიგეს.

20 ნოემბერს მათ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიაღწიეს წარმატებას. რეიტინგფავორიტმა გორგოძემ სამ სეტში დაამარცხა კვალიფიკაციიდან აღზევებული რუსი ქსენია გაიდარჟი - 1:6, 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩეხი ანა სლოვაკოვას მძლეველ (6:3, 6:2) ნინა ალიბალიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდება. ქვაცაბაიამ ანა მარია ჰეილს (ავსტრია) აჯობა - 1:6, 6:2, 6:2 და მეოთხედფინალში კრისტინა შმედლოვას (სლოვაკეთი) გაუწევს მეტოქეობას. მეოთხედფინალში, ასევე, ითამაშებენ: ირინა მარია ბარა (რუმინეთი)-ნატალა კოსტიჩი (სერბეთი), ვალერია პროსპერი (იტალია)-ჩანთალ სკამლოვა (სლოვაკეთი).

პოლონეთის 25.000-იან ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა სოფიო შაფათავამ. წყვილებში ოლგა დოროშინასთან (რუსეთი) შეამხანაგებულმა ჩვენებურმა სასტარტო შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალური პაექრობა უბრძოლველად დათმო გაბრიელა ჩმედინოვას და კაროლინა მუჩოვას (ორივე - ჩეხეთი) დუეტთან, რადგან მისმა მეწყვილე დოროშინამ მუჩოვასთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და კორტზე გასვლა ვერ შეძლო.

იტალიურ ანდრიაში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 35.000 ევრო) ერთეულებში წარმატებით თამაშობს ნიკოლოზ ბასილაშვილი - მეორე წრეში მან ულაძიმირ იგნატიუკს (ბელორუსი) აჯობა - 4:6, 7:6, 6:4. მეოთხედფინალში მისი მეტოქე პიეტრო ლიკიარდისა (იტალია) და ჯიმი ვანის (ტაივანი) ორთაბრძოლაში გამოვლინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს