რუსეთში მამუკა კობახიძის დებიუტი დადებითად შეაფასეს
რუსულ პრემიერლიგაში ყაზანის "რუბინმა" სტუმრად 3:1 აჯობა "ურალს". ამ შეხვედრაში "რუბინში" ცენტრალურ მცველად საბა კვირკველიამ ითამაშა, ხოლო მარცხენა მცველის პოზიციაზე მამუკა კობახიძე გამოჩნდა.

ეს 22 წლის ქართველი ლეგიონერის სადებიუტო მატჩი იყო პრემიერლიგაში.

აი, რას წერს "რუბინის" გულშემატკივართა ოფიციალური საიტი:

"19 წლის ყაზანელის ადგილი მარცხენა ფლანგზე ქართველმა მამუკა კობახიძემ დაიკავა. კობახიძის ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი იყო. მხოლოდ სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ საბა კვირკველიას თანამემამულეც ირიცხება "რუბინის" ახალგაზრდულ გუნდში.

სხვათა შორის, რაც გუნდში კობახიძე გამოჩნდა, კვირკველია გაცილებით უკეთ თამაშობს. ასეთი რამ ხშირად ხდება, როცა საქმე სამხრეთელებს ეხება.

ბევრს არ ეგონა, რომ კობახიძეს ასე მალე მიეცემოდა შანსი სერიოზულ მატჩში და თან პირველი წუთებიდან. ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური მცველია, თუმცა "ურალთან" ფლანგზე ითამაშა. კობახიძე ისე აქტიური არ იყო შეტევაში, როგორც ნაბიულინი, მაგრამ ძალიან საიმედო იყო დაცვაში.

ლოგიკურია, რომ "ურალი" ცდილობდა დებიუტანტის ფლანგიდან შეტევას, მაგრამ კობახიძის ერთი-ორმა კარგმა მოქმედებამ "ურალს" შეტევის მიმართულებები შეაცვლევინა.

პირველი თამაშიდან დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, თუმცა, თუ მომავალში კობახიძე "რუბინის" სასტარტო ფეხბურთელი გახდა, არ უნდა გაგვიკვირდეს", - წერს საიტი.

სხვათა შორის, "რუბინის" მესამე გოლის კომბინაცია, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო თამაშში, სწორედ კობახიძემ დაიწყო.

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
უკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
მამუკა კობახიძე "ტორპედოს" დაემშვიდობა - ის კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
ბათუმის "დინამო": ერთი ტრანსფერი შედგა, კიდევ ერთი ბრაზილიელის დამატებაც იგეგმება
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
სფფ-მ საუკეთესოები დააჯილდოვა - წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა