მცველი მამუკა კობახიძე, რომელიც ბათუმის "დინამოში" გადადის, "ტორპედოში" ბოლო მატჩი ჩაატარა და ქუთაისური კლუბის "ფეისბუქით" გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, ჩემს გუნდელებს. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ ასე კარგად და კომფორტულად თავი არსად მიგრძვნია. გუნდში მოსვლის პირველი დღიდან ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელმაც ბევრი კარგი და საინტერესო რამ შეჰმატა ეროვნულ ლიგას. სტადიონს მიღმა კი დიდი საძმაკაცო, რომელიც სამუდამოდ დამრჩება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ სამწვრთნელო შემადგენლობას, რომლებთანაც ასევე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისინი გუნდიდან წასვლის შემდეგაც ჩემს მეგობრებად დარჩებიან. ძალიან დიდი მადლობა პრესსამსახურს, ბაზაზე და გუნდში მომუშავე მთელს პერსონალს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და, რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანს. ის უპირობოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. ის დამეხმარა გადაწყვეტილებები ჩემთვის სასიკეთოდ, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე მიმეღო.

"ტორპედოს" როლი ყოველთვის იყო და იქნება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამ ფორმაციის "ტორპედოს" სახელით მოედანზე გამოსვლა.

და ბოლოს, არ შეიძლება დიდი მადლობა არ გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მართლა მე-12 მოთამაშის როლს გვისრულებდნენ ყველა თამაშზე. მითამაშია სხვა გუნდებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც და ამ ქალაქის გულშემატკივარს ყოველთვის გამოვარჩევ. აქ ნამდვილად სხვანაირად და გამორჩეულად უყვართ ზოგადად ფეხბურთი და განსაკუთრებით თავიანთი ფეხბურთელები. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2018 წელს, როგორც მთლიანად გუნდის, ისე ჩემს ინდივიდუალურად მიღწეულ წარმატებებში.

პირველად მიჭირს დამშვიდობება. გუნდიდან როგორც მოთამაშე მივდივარ, კარიერაში ვიწყებ ახალ ეტაპს, ახალი გუნდით და გამოწვევებით, მაგრამ "ტორპედოს" გულშემატკივრად სამუდამოდ ვრჩები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე!"

უბრალოდ საცოდაობაა რა აზრი აქვს ევროპალიგაზე თამაშს! საკვალიფიკაციოს პლეიოფამდე მაინც მივიდოდა რა შემადგენლობაც ყავდა ტორპედოს
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
ეფექტური ნოკაუტით - ოთარ თანზილოვმა UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
უკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
ბათუმის "დინამო": ერთი ტრანსფერი შედგა, კიდევ ერთი ბრაზილიელის დამატებაც იგეგმება
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სფფ-მ საუკეთესოები დააჯილდოვა - წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა