ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მეორედ უნდა გადაარჩინოს "შტუტგარტი"
ბუნდესლიგის მე-12 ტურში "აუგსბურგთან" წაგების (0:1) შემდეგ "შტუტგარტის" მთავარმა მწვრთნელმა არმინ ფემ პოსტის დატოვება გადაწყვიტა. ეს იყო შტუტგარტელთა ზედიზედ მესამე მარცხი ისე, რომ მეტოქის კარში გოლი არ გაუტანიათ. "შტუტგარტს" 12 ტურში შვიდი წაგება დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა.

კლუბის პრეზიდენტი ბერნდ ვალერი გაგებითა და პატივისცემით მოეკიდა ფეს გადაწყვეტილებას. ამასთან, მან განაცხადა, რომ წაგებების სერიის მიუხედავად, კლუბს სურდა სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება.

"არმინ ფემ გუშინ გვაცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, - ამბობს ვალერი. - მან გამოთქვა აზრი, რომ მწვრთნელის შეცვლა დაეხმარება გუნდს სწორი მიმართულების პოვნაში. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, თუმცა გვინდოდა თანამშრომლობის გაგრძელება".

თავის მხრივ, 54 წლის ფემ აღიარა, რომ ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

"რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს კლუბი ძალიან ახლოს არის ჩემთან, - თქვა ფემ, რომელმაც 2006-07 წლების სეზონში "შტუტგარტი" ჩემპიონობამდე მიიყვანა. - მაგრამ უნდა გამეკეთებინა ის, რაც "შტუტგარტს" კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა. მე ვარ პასუხისმგებელი შედეგზე. მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო გულშემატკივრების მიმართ".

"შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დიდი ხანი არ დარჩენილა ვაკანტური. კლუბის ხელმძღვანელობა მოელაპარაკა ჰოლანდიელ ჰუუბ სტევენსს, რომელიც დღეიდან შეუდგება მოვალეობების შესრულებას და პარასკევს უხელმძღვანელებს გუნდს "ფრაიბურგთან" მატჩში.

ეს სტევენსის მეორედ მისვლაა "შტუტგარტში". გასულ სეზონში, როცა გუნდს გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა, ჰოლანდიელი თომას შნაიდერის ნაცვლად მიიწვიეს და მან შეძლო კლუბის გადარჩენა, თუმცა მაისში დატოვა თანამდებობა და ამის შემდეგ დაინიშნა არმინ ფე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ფეიენოორდი", "შტუტგარტმა" კი "ვიკინგი" დაამარცხა
ჰუუბ სტევენსმა მისია ამოწურა და "შტუტგარტიდან" წავიდა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები: "არსენალი" თურქული წნეხის ქვეშ
დასავლეთის ფრონტი უცვლელია
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
იურგენ კლოპი: არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ
გელზენკირხენის "შალკე" - ფავორიტი ბეწვის ხიდზე
"შტუტგარტის" ფეხბურთელებმა პორტუგალიაში ერთმანეთში იჩხუბეს
ᕑᓣᓜᓓᓔᓡᓚᓘᓒᕐ. ᓑᕝᕚᕝ ᓢᓣᓠᕘ - ᓮᓝᓡᓔᓞ ᕒᓕᕐᓠᕓᓘᓝᓚᓐᓡ ᕡᓐᓩᓔᕛᓞᓘᓝᓜᓝ ᓡᓘᓜᕘ ᕮᓔᕚᓘᓓᓐᕜ ᓒᓐᓣᓕᕐᓠᕓᓐ [VIDEO]