მაქსიმალისტი ჟოზე მოურინიო და ბრენდან როჯერსის მორიგი გამოცდა
ფოტოზე: "საუთჰემპტონი" ჯერჯერობით, პრემიერლიგის მთავარი სენსაციაა

მე-13 ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩია, მაგრამ პირველ რიგში "სენტ მერიზე" გასამართი თამაში გამოვარჩიოთ, რომელშიდაც "საუთჰემპტონი" "სიტის" მასპინძლობს.

"წმინდანებს" უკანასკნელ 14 შეხვედრაში ოდენ ერთი წაგება აქვთ და ახლა მათი გამოცდა იწყება - რონალდ კუმანის ბიჭები "სიტის" მერე "არსნენალს" სტუმრობენ და შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობენ.

წინა ტურში, როგორც გახსოვთ, "საუთჰემპტონი" "ასტონ ვილას" სტუმრობდა და ბირმინგემში აგებდა, მაგრამ ნათანიელ კლაინმა "წმინდანებს" ქულა გადაურჩინა. "სიტი" კი ძალიან კარგ ხასიათზეა, რადგან ჯერ "სუონსის" მოუგო, ხოლო მერე მიუნხენის "ბაიერნს" სძლია ჩემპიონთა ლიგაზე და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

თუმცა ეს ყველაფერი პირადად სერხიო აგუეროს დამსახურებაა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა და ამ სეზონში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს, მართლაც მარტო კუნი თამაშობს ინგლისის ჩემპიონთა რიგებში.

მანუელ პელეგრინი და სხვებიც, ამბობენ, რომ ყველამ აგუეროს უნდა მიბაძოს, რომ "ქალაქელები" უკეთ ათამაშდნენ. მანჩესტერელები მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადავლენ და მათ იმიტომაც უნდა იმარჯვონ, რომ "ჩელსი" უფრო წინ არ გაუშვან, ჩამორჩენა უკვე ისედაც 8-ქულიანია.

სტუმრად ნათელში

ლიდერი "სანდერლენდს" სტუმრობს. "ლაითზე" როგორც ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფერო იქნებოდა და გუსტავო პოიეტს თავის ყოფილ გუნდთან გამარჯვებას მოთხოვენ, თუმცა ეს როგორი რთული იქნება თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

როგორ ფორმაშია "ჩელსი" ეს გელზენკირხენში გამოჩნდა, სადაც "ლურჯებმა" 5:0 მოიგეს. ჟოზე მოურინიო მაქსიმალისტია და "სანდერლენდთანაც" ასეთივე თამაშს მოითხოვს.

"ბოლეინ გრაუნდზე" არანაკლებ საინტერსო მატჩია, სადაც "ვესტ ჰემი", რომელსაც "ევერტონთან" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, "ნიუკასლს" მასპინძლობს. ჯორდებს ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვს და ერთი ფრედ დასრულებული. ასეთი ან ამაზე კარგი სერიით ახლა მხოლოდ "საუთჰემპტონი" და "ჩელსი" თუ დაიკვეხნიან.

"ჩაქუჩებს" წესით, დიაფრა სახო უნდა დაუბრუნდეთ, ენერ ვალენსია კი ალბათ, ისევ არ იქნება. "კაჭკაჭები" კი მიუხედავად საკმაოდ სოლიდური დანაკლისისა, მაინც კარგად თამაშობენ და ალან პარდიუ ლონდონიდანაც დადებითი შედეგის წაღებას გეგმავს.

"ტოტენჰემი" კი, რომელმაც თამაში ვერაფრით დაალაგა, "ევერტონს" მასპინძლობს. დედაქალაქელებსაც და მერსისაიდელებსაც 17-17 ქულა აქვთ და ორივესთვის ეს დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. მაურისიო პოჩეტინო და რობერტო მარტინესი ჩემპონთა ლიგის ზონას 2 ქულითა და 5 ადგილით ჩამორჩებიან. ამ გუნდებს იმაში უმართლებთ, რომ მათი უშუალო კონკურენტებიც არასტაბილურად თამაშობენ, მაგრამ ისინი ქულების კარგვას მაინც უნდა შეეშვან, თორემ მერე გვიანი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარნლიმ" ზედიზედ ორი თამაში მოიგო, გუნდი ისევ გასავარდნ ზონაშია, მაგრამ თუ შონ დაიჩი მესამე გამარჯვებასაც მიაყოლებს, ალბათ ეს უკვე საკმარისი იქნება და გუნდს დროებით მაინც გაიყვანს სამშვიდობოზე. ახლა "ასტონ ვილას" ვკითხოთ, ბირმინგემელები უკვე სახიფათოდ ახლოს არიან გასავარდნ ზონასთან და არაფერს დათმობენ.

"კრისტალ პალასმა" უიღბლო სერია წინა ტურში "ლივერპულთან" შთამბეჭდავი გამარჯვებით შეწყვიტა და ახლა "არწივები" თავმომწონედ ჩაფრინდებიან უელსში "თეთრ გედებთან" საპაექროდ. თუ რომლის აჯობებს "ლიბერთი სტედიუმზე" ამას ერთად ვნახავთ, მაგრამ ფავორიტი რომ "სუონსია", ამას დავა არ უნდა.

ლუი და ვეფხვები

"მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალთან" პრინციპული მოგებით მე-4 ადგილამდე ავიდა და იქ დარჩენა თუ უნდა, "ჰალს" უნდა სძლიოს.

შესაძლოა, ლუი ვან გაალს რადამელ ფალკაო დაუბრუნდეს. "წითელ ეშმაკებს" ამ სეზონისთვის უნიკალური შემთხვევის დაფიქსირება სწადიათ - თუ ისინი "ვეფხვებს" აჯობებენ, ეს მათი მიჯრით მე-3 მოგება იქნება.

"ექსვქულიანი მატჩია" "ქუინზ პარკ რეინჯერსსა" და "ლესტერს" შორის. ჰარი რედნაპმა აუცილებლად უნდა იმარჯვოს, თორემ მისი გუნდი ძალიან ჩამორჩება, მაგრამ თუ ქპრ მოიგებს, "მელიების" თავკაცის ნაიჯელ პირსონის ყოფნა-არყოფნა უკვე სერიოზული გარჩევის საგანი გახდება.

დაბოლოს, "ლივერპულზეც" ვთქვათ. თუ "სტოკმა" ამ სეზონში გასვლაზე "ტოტენჰემსა" და "სიტის" მოუგი, რატომ არ შეიძლება კრიზისში მყოფი მერსისაიდელებიც დაამარცხოს "ენფილდზე"?

მეორე მხრივ, ბრენდან როჯერსის კლუბმა ახლაც თუ ვერ მოიპოვა 3 ქულა... "ლივერპულმა" "ლუდოგორეცს" ვერ სძლია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა სათუო საქმეა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური

შაბათი. 29 ნოემბერი

ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 16:45

დისკვალიფიკაცია: იაკობი -

ტრავმა: ოლსონი - შჩესნი, უილშირი, უოლკოტი, გნაბრი, ოსპინა, დებიუში, იოზილი

ბოლო 6 მატჩი

+1 =2 -3 +2 =1 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 118 თამაში: +31 =28 -59 (153-208)

ბარნლი-ასტონ ვილა 19:00

დისკვალიფიკაცია: - ბენტეკე

ტრავმა: არფილდი, ჩალობა, ვოუკსი, მ. ტეილორი - ბეიკერი, ვლაარი, კოზაკი, დელფი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +0 =4 -2

ურთიერთშეხვედრები

სულ 90 თამაში: +32 =19 -39 (152-183)

ლივერპული-სტოკი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰენდერსონი (?), ბალოტელი, სახო, სუსო, ფლენეგანი, სტარიჯი - ჰუთი, დიონატანი, მ. უილსონი, პიტერსი, ოდემვინგი

ბოლო 6 მატჩი

+2 =1 -3 +2 =1 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 102 თამაში: +51 =29 -22 (162-98)

მანჩესტერი-ჰალი 19:00

დისკვალიფიკაცია: - გ. რამირესი

ტრავმა: შოუ, რაფაელი, ფალკაო, ჯოუნსი, ბლინდი - ბრიუსი, სნოდგრასი

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +1 =2 -3

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 თამაში: +6 =0 -0 (18-7)

ქპრ-ლესტერი 19:00

დისკვალიფიკაცია: დანი -

ტრავმა: ტაარაბტი, ფორლინი, სანდრო - ჰამონდი, ბაკაიოგო

ბოლო 6 მატჩი

+1 =1 -4 +0 =2 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 57 თამაში: +25 =10 -22 (89-88)

სუონსი-კრ. პალასი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რიჩარდსი, დონელი, ფ. ფერნანდესი - ო’კიფი

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +1 =1 -4

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1 =1 -0 (3-1)

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 19:00

დისკვალიფიკაცია: ვ. რიდი -

ტრავმა: ე. ვალენსია, სონგი, დაუნინგი - ობერტანი, გუტიერესი, აბეიდი, სანტონი, აარონსი, კოლოჩინი, ს. დე იონგი

ბოლო 6 მატჩი

+3 =2 -1 +5 =1 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 94 თამაში: +31 =25 -38 (133-148)

სანდერლენდი-ჩელსი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვან აანჰოლტი - აკე

ბოლო 6 მატჩი

+2 =2 -2 +5 =1 -0

ურთიერთშეხვედრები

სულ 106 თამაში: +35 =18 -53 (161-196)

კვირა. 30 ნოემბერი

საუთჰემპტონი-სიტი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ - ნოტონი

ტრავმა: დევისი, გალაჰერი, უორდ-პრაუსი, ჯეი როდრიგესი - კოლაროვი

ბოლო 6 მატჩი

+4 =1 -1 +4 =1 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 56 თამაში: +21 =17 -18 (76-72)

ტოტენჰემი-ევერტონი 20:00

დისკვალიფიკაცია: ნოტონი -

ტრავმა: თაუნსენდი, როუზი, ბენთალები, უოკერი - ბეინსი, პიენაარი, გიბსონი, ალკარასი, სტოუნსი

ბოლო 6 მატჩი

+3 =0 -3 +3 =2 -1

ურთიერთშეხვედრები

სულ 152 თამაში: +55 =49 -48 (230-200)

ბომბარდირები: 12 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ნიუკასლის" არაბული მილიარდები იქოქება - მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ნიუკასლი" ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
პოჩეტინომ "ნიუკასლს" პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბრიტანელი პოლიტიკოსები პრემიერს მიმართავენ: არ მიჰყიდო არაბებს "ნიუკასლი"!
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს