ბუნდესლიგა. ნომინანტები

მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდა, „სამაგიეროდ“, ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი გერმანიაში დააფასეს. ჰოლანდიელი დრიბლიორი, ტრადიციული გამოკითხვის შედეგად, რომელსაც „კიკერი“ გერმანიაში მოთამაშე ყველა პროფესიონალ ფეხბურთელს შორის ატარებს ხოლმე, ბუნდესლიგის 2009/2010 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რობენს რეკორდმაისტერში მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა.

რობენმა კონკურენტებს უდიდესი უპირატესობით მოუგო - გამოკითხულთა 72.7-მა პროცენტმა საუკეთესო სწორედ ჰოლანდიელი დაასახელა. სხვათა შორის, მეორე ადგილზეც „ბაიერნის“ ფეხბურთელი გავიდა - ბასტიან შვაინშტაიგერი (6.2%). მესამე ადგილი კი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ედინ ჯეკომ დაიკავა („ვოლფსბურგი“, 4.9%).

აღმოჩენა მიულერი, მწვრთნელი ვან გაალი

პირველი, მეორე და მესამე ბუნდესლიგის, ასევე რეგიონალლიგის ფეხბურთელებმა, წლის აღმოჩენად, როგორც მოსალოდნელი იყო, „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი შერაცხეს (73.1%). მან მარკო როისს („გლადბახი“, 10.5%) და ჰოლგერ ბადშტუბერს (ბაიერნი, 3.6%) აჯობა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი „ბაიერნის“ თავკაცი ლუის ვან გაალი გახდა (38.8%), მეორე ადგილზე „შალკეს“ დამრიგებელი ფელიქს მაგათი გავიდა (38.3%), მესამეზე კი იურგენ კლოპი („დორტმუნდი“, 8.6%).

სეზონის ოფიციალური სიმბოლური ნაკრები კი, 4-4-2 განლაგებით, ასე გამოიყურება:

მანუელ ნოიერი (შალკე) - ფილიპ ლამი (ბაიერნი), მატს ჰუმლესი (დორტმუნდი), სამი ჰიიპია (ლევერკუზენი), დენის აოგო (ჰამბურგი) - არიენ რობენი (ბაიერნი), ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), ტონი კროოსი (ლევერკუზენი/ბაიერნი) - ედინ ჯეკო, შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი).

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა