ესპანეთში წლის პირველივე ტურს, რომელიც 2-3 იანვარს უნდა გაიმართოს, ჩაშლა ემუქრება, მიზეზი კი ორია - უამინდობა და ფეხბურთელთა დავალიანება

წლის პირველივე ტურს, რომელიც 2-3 იანვარს უნდა გაიმართოს, ჩაშლა ემუქრება, მიზეზი კი ორია - ესპანეთში, როგორც ევროპის დიდ ნაწილში, ყინვებია და კვირისთვის (2 იანვარს) ამინდის პროგნოზის მიხედვით, ამინდის გაუარესებას უნდა ველოდოთ და არა გამოდარებას. ამიტომაც, ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია (AFE) მოითხოვს მატჩების გადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვით იმუქრება.

ამ ორგანიზაციამ დრო იხელთა და სხვა მოთხოვნებიც დააყენა, უფრო ზუსტად, ძველი მოთხოვნები გაიხსენა - კლუბებმა და ფედერაციამ ფეხბურთელთა დავალიანების გაცემის გარანტიები გასცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტური ყველა ლიგაში ჩაიშლება. შეგახსენებთ, რომ სეგუნდადივიზიონის ძალიან ბევრი გუნდი ფინანსურ კრიზისშია და ფეხბურთელებს დაგვიანებით, ან სულაც ვერ უხდის ჯამაგირს. 2 იანვარს პრიმერადივიზიონის ხუთი მატჩი უნდა გაიმართოს. ჩაშლა ემუქრება შემდეგ შეხვედრებს: "ბილბაო"-"დეპორტივო", "ბარსელონა"-"ლევანტე", "სპორტინგი"-"მალაგა", "სევილია"-"ოსასუნა" და "ვალენსია"-"ესპანიოლი". გაფიცულები 2 იანვრის ყველა მატჩის დღის საათებში გამართვას ითხოვენ, თუმცა ტელევიზიებს ეს არ აწყობთ.

"ოსასუნას" თავკაცმა ხოსე ანტონიო კამაჩომ ბრძანა, რომ დროა, ესპანურ ფეხბურთში მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა თავიანთი უფლებების დაცვა და ერთად დგომა ისწავლონ. თუკი მოლაპარაკებები ჩიხში შევა, ფეხბურთელები მოედანზე არ გავლენ სათამაშოდ. AFE -ს წევრი ბევრი ცნობილი ფეხბურთელია. მათ შორის, "რეალის" კაპიტანი იკერ კასილიასი და "ბარსელონას" თავდამსხმელი დავიდ ვილია.

ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის და პროფესიული ლიგის წარმომადგენელების (LFP) გადამწყვეტი შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. შესაძლოა, ჩემპიონატის მე-17 ტური მთლიანად გადაიდოს, ამიტომ ლა ლიგა დროულად (22 მაისს) აღარ დასრულდეს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა