ახალი გამოკითხვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიმჩნევა ფორმულა 1-ის პოპულარობის ზრდა. ამაზე მეტყველებს სატელევიზიო რეიტინგები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს.

NBC-ის სატელევიზიო ქსელის არხებზე დაფიქსირდა ფორმულა 1-ის რბოლების ტრანსლაციების 30-პროცენტიანი ზრდა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამერიკელები უფრო მეტად დაინტერესდნენ საკუთარი კლასიკური ჩემპიონატით - IndyCar-ით, რაც ასევე დადასტურებულია სტატისტიკური მაჩვენებლებით.

მაგრამ ეს საშუალო მაჩვენებელია, ბევრი რბოლის ტრანსლაციის რეიტინგი კი კიდევ უფრო მაღალი იყო.

გამოცემა Sporting News-ს ასეთი სტატისტიკა მოჰყავს: ფორმულა 1-ისა და IndyCar-ის რბოლების ნახევარზე მეტი, რომელიც NBCSN-ის საკაბელო ტელევიზიით გადაიცემოდა, 50 პროცენტზე მეტმა მაყურებელმა ნახა, ვიდრე 2013 წელს; ბაჰრეინის გრანპრიზე კი საერთოდ, სტატისტიკის სარეკორდო ზრდა იყო: ამ რბოლის ტელეაუდიტორია 197 პროცენტით გაიზარდა.

ეს ყველაფერი მეტყველებს ღია მანქანების სერიების პოპულარობის თანდათანობით ზრდაზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კატეგორია აშკარად აგებს ისეთ კლასიკურ ამერიკულ დისციპლინასთან, როგორიც არის NASCAR-ი. შედარებისთვის, ფორმულა 1-ისა და IndyCar-ის ყველა რბოლის ტრანსლაციას უფრო დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე Indy 500-ის კვალიფიკაციას: 18 მაისს ამ მოვლენამ ეკრანებთან 1.5 მილიონი მაყურებელი შეკრიბა.

კიდევ ერთი შედარება: 2014 წელს NASCAR-ის სერიის რბოლებიდან ყველაზე ნაკლები ინტერესი აშშ-ში კენტუკის ეტაპმა გამოიწვია, რომელმაც შეკრიბა... 3.6 მილიონი მაყურებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა