"ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს თემურ ქეცბაია დაზარალდა. თუ მოვა სხვა და არ ექნება შედეგი, ისიც დაზარალდება"
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კახა ცხადაძე 1-ელ დეკემბერს დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა "არენას" სტუმრობდა.

ცხადაძეს "ლელო" ახლახან ესაუბრა. ახლა ვეცდებით, ყურადღება გავამახვილოთ ბაქოს "ინტერის" მწვრთნელის იმ გამონათქვამებზე, რომლებიც ჩვენს ინტერვიუში არ ყოფილა.

"არენაში" საკმაოდ ვრცელი საუბარი შედგა, თუმცა ჩვენ მხოლოდ სანაკრებო თემაზე შევჩერდებით.

"ძალიან საპასუხისმგებლოა ნაკრების მწვრთნელობა და მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე შენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ეხება. თუ იქნება შემოთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, მზად ვარ, დავილაპარაკო.

აზერბაიჯანშიც ვიყავი იქაური ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ ბოლოს არჩევანი რობერტ პროსინეჩკიზე შეჩერდა...

...ჩათვალეთ, რომ "ინტერში" კონტრაქტის გარეშე ვმუშაობ. ასეთი ურთიერთობა მაქვს კლუბის მფლობელთან. რამდენჯერმე დავფიქრდი წასვლაზე. მან მითხრა - როცა ჩათვლი, რომ უნდა წახვიდე, ხელს არ შეგიშლიო. ეს ასეა, მაგრამ შუა გზაზე ჩემგან გუნდის მიტოვება არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება...

...თუ მე მოვალ ნაკრებში, აუცილებლად მექნება გარკვეული მიზანი, სტრატეგია... თუმცა მე არ ვარ ნაკრების მწვრთნელი მოცემულ მომენტში. ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს თემურ ქეცბაია დაზარალდა. თუ მოვა სხვა და არ ექნება შედეგი, ისიც დაზარალდება.

...ჩემი მწვრთნელობის შემთხვევაში, იქნება ორი ძირითადი სქემა, რომლითაც გუნდი ითამაშებს. მე ვარ პოზიციური შეტევის მომხრე, მოკლე და საშუალო პასებით...

...რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა დღევანდელი სანაკრებო კონტინგენტით უკეთესი შედეგის მიღწევა. ვინც დათანხმდება მწვრთნელობას, ესე იგი, მას სჯერა, რომ ამ ფეხბურთელებით პროგრესი შესაძლებელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ: კახა ცხადაძე: ...სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას მძაფრად!

დიტო
mariami მართალი ხარ მარიამ იქნებ გამოიღვიძონ და ცოტა დაიკლონ წონაში :)
mariami
გიო, შენ გაგახარე ღმერთმა რა გულიანად გამაცინე!!! მართლაც ჩამოასწრებს მეტოქის მეკარე. ამათ მწვრთნელი კიარა, ერთი წკეპლა უნდათ ტ...ზე დილაუთენია და ერთიორი საათი გაუჩერებლად უნდა არბენინო იქნება გამოიღვიძონ.
კ ო მ ბ ლ ე
მე ვარ პოზიციური შეტევის მომხრე, მოკლე და საშუალო პასებით... კი მარა, რის ცომიც გაქვს, ნამცხვარიც ისეთი უნდა გამოაცხო. ახალკაცს რომ არ ყოლოდა ყიფიანი გუცაევი შენგელია, დარწმუნებული ვარ სულ სხვა სქემით ათამაშებდა დინამოს და შედეგი მაინც ექნებოდა. აი ის იყო მწვრთნელი, ნაღდი მწვრთნელი.
Gala
Axalma prezidentma unda mixedos bavshvta fexburts. Kvela regionshi safexburto akademia. Romelits iqneba rogorts fasiani ise ufaso(sotsialurad dautsvelebistvis) da aqedan iqneba utskveti jajvi erovnul nakrebamde. da amas monitorings gautsevs mtsvrnelta sabjo, romeltanats itanamshromlebs erovnuli nakrebis gatsonastorebuli qartveli mtsvrtneli.
a
დარწმუნებული ვარ კახა ცხადაძეს კარგად ახსოვს ლეგენდარული ქართველი მწრთვნელის, ნოდარ ახალკაცის მიერ განვლილი და განცდილი, მას ქეცბაიას დაზარალებაც კარგად დაუნახავს, ამიტომ იმედი გამიჩნდა "კიდევაც დაიზრდებიან ..." ! გვფარავდეს ღმერთი!!!
qutaiseli
მცდარი აზრი მგონია რომინფრასტრუქტურის განვითარებით ანუ სტადიონების აშენებით უფრო მაგრა ვითამაშებთ პირიქით ბავშთა აკადემიები ან სკოლა ინტერნატებია აუცილებელი და პროფესიონალი მწვრთნელები სახელმწიფომ უნდა მოთხოვოს ფედერაციას ანგარიში ბიუჯეტიდან მიღებულ სახსრებზე და პასუხიც აგებიოს თუ რამეარასწორად იქნება გაკეთებული და თუ ფედერაციას სახელმწიფოს დახმარება არუნდა მაშვინ თვითონ უნდა მიხედოს ყველაფერს.სახელმწიფოს შეუძლია ააშენოს სტადონი და მასში კლუბმა ფული მაინც უნდა იხადოს ყველგან ასეა ან საკუთრებაში გადასცეს და გადასახადებიც კლუბმა გადაიხადოს არამგონია ორი სამი გუნდის გარდა დღევანდელმა კლუბებმა სტადიონის შენახვა შეძლონ.
Gio
კარგი რა, კარგი რა კახა! რა ჭერმის კურკის ტოლა, რა ატმის კურკის ტოლა, რა 2 ტაკტიკა, რა 7 ფეხბურთელით პოზიციური შეტევა. რის შემტევები არიან, ჭანტურიას ჩემოდენა ღიპი ადევს, არადა მე კვირაში 5- ჯერ ვსვამ, ელემენტარული ბურთის გაჩერება არ იციან. ან 7 კაცი წინ რომ გაიქცევა ესენი გინდა 90 წთ წინ და უკან არბენინო? ამათ მეტოქის მეკარე უფრო ჩამოასწრებს სანამ ჩამოვლენ, კარგი რა კახა, უფრო გონიერი მეგონე.
nika
ginda fergiusoni moiyvanet ) ar sheuzliat magat tamashi da morcha. farerebi ro gadagaswrebs reitingshi esegi araa eg sheni sporti.
akhali
რამდენად გაამართლებს?ბაქოს ინტერს უკეთესი შედეგები აქვს,ვიდრე შესაძლებლობები ბიუჯეტიდან გამომდინარე(უფრო მდიდარ კლუბებს უკან იტოვებს)....კარგია,რომ ემოციური,ენერგიული,მკაცრია(სიმეონე,ფერგი,მოუ..),მაგრამ ნაკრებში რამდენად გაამართლებს?კლუბში მოთამაშეზე ზემოქმედების მეტი ბერკეტია(დააჯარიმებ,დუბლში დროებით გადაიყვან..).... -კარგი იქნებოდა ,თუ თანაშემწედ დევდარიანი დაინიშნება(ძირითადად მაინც 19წლის ბიჭებს მიხედოს აჯობებს)... -მართალია ცხადაძე ,როცა ამახვილებს ყურადღებას ეროვნულ ჩემპიონატზე....ნაკრების მოთამაშეები ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაიზარდნონ და მერე თუ წაიყვანს ევროპული კლუბი(სად თამაშობენ ცეცაძის ასაკობრივის ფეხბურთელები?ვხედავთ მათ პროგრესს?თუ დაიკარგნენ....) -და მართალია ცხადაძე,რომ საფეხბურთო ინფრასტრუქტურაა საჭირო(სტადიონები ევროპული დონის!და არა შეღებილი ძველი საბჭოთა...) და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს!!!ფედერაციას თანამედროვე ევროპული დონის სტადიონისთვის საჭირო ფინანსები არასდროს არ ექნება!!!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრები შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მიაღწევს!
დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ლოთარ მათეუსს საქართველოს ნაკრებში მუშაობა სურს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
დავით მინაშვილი საქართველოზე "არდადებას" ნანობს [VIDEO]
დავით მინაშვილი: ხუთი წელია ვერ გავაგებინე ქეცბაიას, რომ...
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ