ჩეხურ isport.cz-ზე გამოქვეყნებული კომენტარებიდან ჩანს, თუ რამხელა იმედით ელიან "სლავიას" გულშემატკივრები ქართველის ათამაშებას
ლევან ყენიამ პრაღის "სლავიას" ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა. ამჯერად, "სლავია" ოსტრავაში "ბანიკს" ესტუმრა და ქულას (0:0) დასჯერდა.

ეს ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია და დეტალებზე აღარ შევჩერდებით. დავძენთ, რომ ხსენებული მატჩის რეპორტაჟს ჩეხური ინტერნეტგვერდი isport.cz გადასცემდა და ბევრი ისეთი რამ გამოჩნდა, რაც ყურადღების ღირსია.

ყენიას დიდი დრო გაუცდა, ახლა კი ფორმის აღდგენას ცდილობს და ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესოდ გამოიყურება - ფიზიკური კონდიციების მხრივაც ვერ არის ჯერ ოპტიმალურ დონეზე, მაგრამ აშკარაა, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი მონდომებულია და ეპიზოდურად "ბანიკთანაც" ბრწყინავდა.

ის პირველივე წამებზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ "სლავიაში" საგოლე ანგარიშის გახსნის შანსი ხელიდან გაუშვა. მე-40 წუთზე ყენია უკვე ასისტენტად მოგვევლინა, როცა მარცხენა ფლანგიდან კარისკენ დაიძრა და საჯარიმოში ვაცლავ პროშეკი მოძებნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბურთი ძელს მოარტყა.

ლევანი მეორე ტაიმშიც აქტიურობდა: საჯარიმოსთან ბურთიანად გაიჭრა და გატანაც შეეძლო, თუმცა შეტევა უკეთეს პოზიციაში მყოფ თავდამსხმელს გაუგრძელა, რომელიც ბურთს ვერ დაეწია.

მე-80 წუთზე ქართველი ლეგიონერი შეცვალეს.

თუ გაიხსენებთ, თავიდან ლვოვის "კარპატიში" ის ამდენსაც ვერ ახერხებდა, მაგრამ შემდეგ გუნდს ლიდერად მოევლინა.

isport.cz-ზე გულშემატკივართა კომენტარებიც იწერებოდა. მათი გაცნობა წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ რამხელა იმედით ელიან "სლავიას" გულშემატკივრები ყენიას ათამაშებას.

"ყენია მშვენიერია"!..

"ყენია ერთადერთია, რომელიც ფეხბურთს თამაშობს"!..

"საწყენია, რომ ასეთი მხოლოდ ყენიაა"...

მატჩის ბოლოს კი, როცა ქართველი დაიღალა, შესაბამისმა კომენტარებმაც არ დააყოვნა:

"ის დაიღალა და აღარ ჩანს"...

"ფიზიკურად საუკეთესო ფორმაში რომ არ არის, ამიტომ უნდა შეცვალონ"...

"ყენიამ ზამთრის პაუზა ფიზიკურად მომჯობინებისთვის უნდა გამოიყენოს"...

"ყენია ვეღარ თამაშობს და გუნდიც ვერაფერს აკეთებს".

იმედია, ყენია მართლაც აღიდგენს ფორმას და არა მხოლოდ "სლავიას", საქართველოს ნაკრებსაც გამოადგება. "ჯვაროსნებს" ხომ შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელები ახლა ჰაერივით სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ZVELI-s
ZVELI რა ხარ, გასაგებია, გშხამავს ეს ბიჭი და მასზე ნათქვამის მოსმენა? ანუ ყენიაზე კარგი თუ დაიწერა, ჟურნალისტი ნაყიდია? ლოგიკა გაქვს, მტრისას. ცოდვა ხარ ცოდვა. შენნაირები მხოლოდ ცუდს ხედავთ, კარგი გწყინთ. შენ ევრასოდეს გაიგებ უღძები შვილის ბიბლიურ იგავს - ღმერთმა გონზე მოგიყვანოს.
emre
ZVELI რატომ გაქ ყენიას მიმართ ამდენი ზიზღი? დაგიშავა რამე? ვისაც გინდა კითხე ფეხბურთის მცოდნეს საქართველოში და გეტყვის რო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი იყო ამ თაობის მაგრამ არ გაუმართლა საშინლად.
Zviad
მატარებელი კი არა არავის არ გადაუგონოთ მაგ წუპაკი კომენტარებით.. მიდი ლევან თუ ძმა ხარ გააქროლე შენი მერანი!
Vova
მაგიტომ არის რომ Bავსჰვებს უგებენ და მერე უჭირთ კაცებთან თამაში
ZVELI
შენი კომენტარიდან ჩანს რა ერუდიციი ბრძანდები და ასეთივე ფეხბურთელია სენი პროტეჟე, რომლის მატარებელი ჩავლილია და აწი ვეტერანებში თუ გამოიჩენს თავს.
ჟორა
data,ZVELI გაგებაში არ ხართ. 16 წლისამ იტამასა ნაკრებში რა ... უნდა ასაკის მოკლება. ბალეტზე ან ხოკეიზე წერეთ. ან რაც იცით.
gizog
ლევან, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს იმ დიდ და რთულ გზაზე, რომლის გავლაც დაისახე. ლევან ფეხბურთის და ფეხბურთელების Yველა თაყვანისმცემელი ველოდებით შენგან დიდ ფეხბურთს. გაიხარე. რიგითი გულშემატკივარი.
data
getanxmebi amat yvelas asaki aq dapataravebuli )
ZVELI
საწყალს როგორ დატყობია ასაკი, არა და პასპორტით მხოლოდ 24 წლის არის, ფაქტიურად ალბათ 3-4 წლით უფროსია და ამის იმედი აქვს საქართველოს ნაკრებს. ვაი შენს პატრონს ვაი "ჟურნალისტო". დაანებე თავი რა უაზრო პიარს. გაყიდულო.
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა