2010 წლის საუკეთესო საფეხბურთო სკოლა - 35-ე, საუკეთესო გუნდი - 1997 წელს დაბადებულთა "ოლიმპი", საუკეთესო მწვრთნელი - კობა ჟორჟიკაშვილი

ბოლო სამი წელია, თბილისის ფეხბურთის ფედერაცია დედაქალაქის საუკეთესო საფეხბურთო სკოლას, ბავშვთა გუნდს და მწვრთნელს ასახელებს. ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა - საზეიმო გალა-საღამოს კინოთეატრმა "საქართველომ" უმასპინძლა.

"თბილისის ფედერაციამ დედაქალაქის 32-ვე სკოლის მწვრთნელები გამოკითხა და შედეგი მათ მიერ შევსებული ანკეტების მიხედვით შეჯამდა: 2010 წლის საუკეთესო სკოლად დასახელდა 35-ე საფეხბურთო სკოლა, საუკეთესო გუნდად - ნოდარ ჭელიძის გაწვრთნილი 1997 წელს დაბადებულთა "ოლიმპი", საუკეთესო მწვრთნელად - კობა ჟორჟიკაშვილი", - გვითხრა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა თამაზაშვილმა.

თბილისის ფედერაციის ერთ-ერთი თავკაცი მნიშვნელოვან სიახლეს გვიმხელს:"თბილისის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ეგიდით გამართულ ელიტლიგაში მონაწილეობისთვის ბავშვთა წლიური გადასახადი 80 ლარიდან 50-60 ლარამდე შემცირდეს; კლუბებს გადასახადს განაცხადში შეყვანილი თვრამეტი ბავშვისთვის მოვთხოვთ, დანარჩენებს კი უფასოდ შეიყვანენ; თუ გაჭირვებულ ბავშვებზე ადრე წერილობით მოგვმართავდნენ, ახლა თავად შეიყვანენ. ეს იქნება პირველ ეტაპზე, საბოლოოდ კი იმდენი სპონსორის მოძებნა გვსურს, გადასახადი საერთოდ რომ გავაუქმოთ. ეს არის თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. იმედია, ამ გადაწყვეტილებით თავის გამოჩენის შანსი მეტ ნიჭიერ ბავშვს მიეცემა. რეალობას ყველა ვაცნობიერებთ, უფულობის გამო გაჭირვებული ოჯახები შვილებს ფეხბურთზე ვერ უშვებენ და ბევრი ტალანტი იკარგება.

ვფიქრობ, გადასახადების გაუქმება ზაფხულიდან რეალური გახდება. ჩვენს პროექტს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ყრილობის შემდეგ შევთავაზებთ და მედიასაც გავაცნობთ. იკითხავთ, ამას რა სახსრებით ვაპირებთ - თბილისის ფეხბურთის ფედერაციაში წლის განმავლობაში შემოსული თითოეული თეთრი დავითვალეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და ჩავთვალეთ, რომ ფედერაციის შემოსავლების უფრო ეფექტური გადანაწილებით გადასახადების გაუქმება რეალურია. ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტის მიხედვით, ელიტ-ლიგის მსაჯებზეც გავრცელდება საერთო დაფინანსება და ესეც გარკვეულ თანხებს გამოათავისუფლებს."

გოჩა თამაზაშვილმა თბილისის ფედერაციის ქველმოქმედებაზეც გვიამბო:"ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები ყოველი წლის ბოლოს ძეგვის მიუსაფარ ბავშვთა სახლს ვსტუმრობთ. ბავშვებს დღესაც ვესტუმრეთ და ახალი წელი წინასწარ შაქრით, ფქვილითა და საახალწლო ნუგბარით მივულოცეთ."

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა