"მეტალურგის" დირექტორობიდან სახელმწიფო სამსახურში
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ უფროსად ზაზა დოლიძე წარადგინა.

ჩვენთვის ეს ინფორმაცია საინტერესო იმიტომაცაა, რომ 2013-14 წლებში დოლიძე საფეხბურთო კლუბ რუსთავის "მეტალურგს" ხელმძღვანელობდა და პროფლიგის საინიციატივო ჯგუფშიც შედიოდა. მას ეკუთვნოდა სახელმწიფო სახსრების მონიტორინგის იდეა, რომელიც კლუბებს ხარჯებს მაქსიმალურად შეუმცირებდა.

მაგრამ მერე "მეტალურგს" დაფინანსება შეუმცირეს და დოლიძემ კლუბი დატოვა.

სხვათა შორის, ბევრისთვის უცნობია, რომ 2011 წლამდე ის PSP-ს კორპორატიული გაყიდვების სამსახურის უფროსად, ხოლო მოგვიანებით კი PSP-ს დაზღვევის დირექტორად მუშაობდა და ფეხბურთის ფედერაციას სასპონსორო ხელშეკრულების "ჭერის" შემცირებას სთავაზობდა. ამბობდა, რომ არსებული პირობებით სფფ-ს ბევრი დაინტერესებული ორგანიზაცია არ დაელაპარაკებოდა.

დასანანია, ასეთი საინტერესო პიროვნება ფეხბურთიდან რომ წავიდა. ქართულმა ფეხბურთმა ვერც ის გამოიყენა და ვერც დავით ებრალიძე, რომელიც შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. არადა, ქართულ ფეხბურთში სწორედ მენეჯერების დეფიციტია.

"მეტალურგის" შემდეგ, დოლიძე ჯერ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩეველი და ორგანიზაციული მართვის საკითხებში შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის კონსულტანტი.

"ფეხბურთიდან იმედგაცრუებული წავედი, რადგან რისი განხორციელებაც მსურდა, ვერ მოვახერხე. ვცდილობდი, საბავშვო უფასო სკოლიდან მოყოლებული, რუსთავის "მეტალურგის" დიდების გუნდამდე ინფრასტრუქტურა მომეწესრიგებინა. ვამჩნევდი, რომ სამართლიანი მიდგომები მოთამაშეებისა და კლუბის პერსონალის მიმართ არ იყო, უმაღლესი ლიგისადმი გონივრული დამოკიდებულების დეფიციტიც აშკარად იგრძნობოდა.

საერთოდ, საქართველოში საფეხბურთო ინდუსტრია რომ არ არსებობს, ამას ობიექტური მიზეზები აქვს", - ამბობს დოლიძე.

"მეტალურგის" ყოფილმა დირექტორმა პრობლემებიც ჩამოთვალა:

"ზოგადად, ქართულ ფეხბურთში უმძიმესი მდგომარეობაა. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაც-ვიღაცები ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერაში დაოსტატდნენ, თავად კი განზე რჩებიან და არ ჩანან. ესეც სერიოზული პრობლემაა და სახსრების არამიზანმიმართული ხარჯვაც.

ისე გამოდის, რომ სახლს საფუძვლის გარეშე ვაშენებთ. აბა, ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრების მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში ერთ ფეხბურთელსაც რომ ვერ გამოიყენებს, დასაფიქრებელი არ არის? ეს ყველაფერი ბოლო წლებში არასწორი მუშაობის შედეგია. ამან კი ის გამოიწვია, რომ ბიზნესს ფეხბურთში ფულის დაბანდება აღარ სურს.

დამაფიქრებელი პრეცედენტია, რაც "მეტალურგში" მოხდა - მეტალურგიულმა ქარხანამ კლუბზე ხელი აიღო და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად დათმო.

რომ დაფიქრდეთ, ის, რაც "დინამოსა" და "ზესტაფონში" მოხდა, ესეც ჩვენი ფეხბურთისადმი ბიზნესის უნდობლობის შედეგია. კლუბების ბიუჯეტები შეამცირეს, გამოცდილი მოთამაშეები გაუშვეს და მათ ნაცვლად აქცენტი ახალგაზრდებზე აიღეს. ეს იმიტომ, რომ ქართულ ფეხბურთში პერსპექტივას ვეღარ ხედავენ და ფულის ხარჯვას მის წყალში გადაყრად მიიჩნევენ".

დოლიძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვითარება სულაც არ არის გამოუვალი:

"გამოსავალი ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც შეიძლება მოიძებნოს. ასეთად სახელმწიფო პროგრამის განხორციელება მიმაჩნია.

შეიქმნა კომისია, რომლის სხდომაზეც ბევრი საინტერესო საკითხი განიხილეს და პროგრამა 1 სექტემბრიდან უნდა ამუშავებულიყო. მაგრამ ამ ვითარებაში პერსპექტივას სახელმწიფოს მმართველებიც ვერ ხედავენ, რადგან სახსრები უაზროდ და არამიზანმიმართულად იხარჯება და ფულის დაბანდებას ვერ რისკავენ.

სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მთავრობის ეს ინტერესი ვერ დააფასა, ვერ გამოიყენა და მეტიც - ჯიბრში ჩაუდგა.

არადა, ხომ ვხედავთ, ისლანდიასა და ფარერებზე ისწავლეს თამაში და ევროშესარჩევში სენსაციებს ახდენენ. სწორი მუშაობით ჩვენ გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია. საამისოდ, ქართულ ფეხბურთში ჯერ ყველაფერი ძირეულად უნდა შეიცვალოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ვეძებოთ მტრები და მოღალატეები მათ შორის ვისაც ჩვენი ეროვნულ ჩემპიონატი უყვართ და ეიმედებათ მეტად, ვდრე სხვის მილიარდ ევროიანი ჩემპიონატები, ამავე დროს სულელებად და ტუტუცებად მოვიხსენიოთ, ხოლო მათ ვინც ყველაზე უარყოფითი ეპითეტებით გალანძღავს, მათ დიდი მამულიშვილები და პატრიოტები ვუწოდოთ. და ასე აღორძინდება ქართული ფეხბურთი.
qutaiseli
და რათქვა ამ ადამიანმა ტყუილი.რაც სიმართლეა სიმართლეა მაგრამ ცუდი ისარი რომ ზოგიერთებს ამ სიმართლის გაგონებაც არ სურთ.
dada
ამ ჩემპიონატს და ფედერაციას ვინც გაამართლებს ან სულელია ან სამშობლოს მტერი.
gizog
ვეთანხმები ზაზას ''რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვითარება სულაც არ არის გამოუვალი''
gizog
ჩემთვის გასაკვირი და მიუღებელია, როცა ფუნქციონირები თუნდაც სახელმწიფო და მით უმეტეს საფეხბურთო ასე უცერემონიდ ლაპარაკობენ და აგდებულად იხსენიებენ ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს, სადაც 16-დან 30 და მეტი ხნის ასეულობით ქართველი და არა მარტო ქართველი ფეხბურთელი სპორტის ენაზე თამაშობს, ბიზნესის ენაზე დასაქმებულია, ამათ გარდა იქვე მოღვაწეობენ ქართული ფეხბურთის ისტორიის შემქნელი პიროვნებები. როდესაც როდესაც ამხელა საფეხბურთო მეურნებაზე , გნებავთ საზოგადოებაზევსაუბრობთ ცოტა მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ. ასეთი პატარა ქვეყანა ატარებს 16 გუნდიან ჩემპიონატს, რომ უწინასწარმეტყველებდნენ ჩაფლავდებაო, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს დამეთანხმება საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. I წრე მთავრდება და ვინმე გამოკვეთილი, უმედო აუტსაიდერი არგვყავს. ეს ბევრს ნიშნავს. თავის დროზე, არა ხვალ როგორც ჩვენ გვიყვარს მოთხოვნა, მოგვცემს დადებით შედეგებს. მანამდე მინდა ვთხოვო საფეხბურთო საზოგადოებას და ყველას ვისაც რაიმე აზრის გამოხატვა უნდა ფეხბურთზე, ეროვნულ ჩემპიონატზე, თუ ნაკრებზე ნუ ვიხმარებთ უარყოფით ეპითეტებს. მას ერთგულად მხარში დადგომა და წახალისება სჭირდება.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს
"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..