არის კანდიდატი, რომელიც შესაძლოა მომდევნო "შვიდ-აღლუმში" ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად გამოვაცხადოთ...
ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან თემურ ქეცბაიას წასვლის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობა ნაახალწლევს გამოცხადდება.

15 ნოემბრის შემდეგ ჰიტ-აღლუმის ერთ-ერთ ნომინაციად ვაქციეთ შეკითხვა - ვინ?

მართლაც, ყველას ძალიან გვაინტერესებს, ვინ გაუძღვება ეროვნულ გუნდს, რომელსაც უახლოესი ოფიციალური მატჩი გერმანიის ნაკრებთან ელის. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ 2015 წლამდე მოგვიწევდა ნაკრების მომავალი თავკაცის საიდუმლოს ამოხსნაზე ფიქრი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან საქმე არც ისე რთულადაა: გამოჩნდა ერთი კანდიდატი, რომელიც შესაძლოა მომდევნო "შვიდ-აღლუმში" ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად გამოვაცხადოთ...

მხსნელი - ჰაინკესიც...

გაზეთ "ლელომ" ჟურნალისტებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი საფეხბურთო ნაკრების მომავალი მწვრთნელების კანდიდატურების დასახელება იყო. დაიწერა ბევრი ცნობილი თუ უცნობი გვარი. ზოგმა კახა ცხადაძე ახსენა, ზოგმა შოთა არველაძე, გია გეგუჩაძე, გია ცეცაძე, გიორგი დევდარიანი, ვასილ მაისურაძე...

ერთმა ჟურნალისტმა იუპ ჰაინკესი ისურვა. არ არის ლოგიკური? აბა, ის იყო ლოგიკური, ჰაინკესმა ბუნდესლიგიან-ჩემპიონთა ლიგიანად ყველაფერი რომ მოიგო და მაინც შეცვალეს გვარდიოლათი?!

სიტყვა - ვალდებული ვარ!

კახა ცხადაძემ საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნა:

"მე, ისევე როგორც რიგითი ქართველი, ვალდებული ვარ სამშობლოს ვემსახურო. და კიდევ ერთი - დღეს იქნება თუ ხვალ, ყველანი დავბრუნდებით საქართველოში".

შეგახსენებთ, რომ იგი ამჟამად ბაქოს "ინტერს" ხელმძღვანელობს. არც ფეხბურთის ფედერაციაში უარყოფენ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეიძლება კახა ცხადაძე ვიხილოთ. მან მეტად დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა "არენაში":

"შეიძლება თუ არა დღევანდელი სანაკრებო კონტინგენტით უკეთესი შედეგის მიღწევა? ვინც მწვრთნელობას დათანხმდება, ე.ი. მას სჯერა, რომ ამ ფეხბურთელებით პროგრესი შეიძლება".

სენსაცია - გურია და უნიქსი

საკალათბურთო ევროლიგაზე ვიქტორ სანიკიძის "უნიქსმა" თვით მადრიდის "რეალი" დაამარცხა ესპანეთში. თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" კიდევ ერთ ევროგრანდ "ოლიმპიაკოსს" აჯობა, შემდეგ "გალათასარაის" სტამბოლში.

მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ბევრი ისეთი მატჩი იყო, ბუქმეიქერები საპირისპირო შედეგს რომ ელოდნენ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი სენსაცია მაინც თბილისში "დინამოს" წაგება გახლდათ.

"დინამო" გურულმა "ფირალებმა გაძარცვეს" - 2:1. ამ შედეგს ბევრმა სენსაცია უწოდა, ამავე სახელწოდების ნომინაციაშიც მოხვდა, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: არის კი თბილისის "დინამო" იმ დონის გუნდი, რომ მისი მეათეადგილოსანთან შინ დამარცხება სენსაციად განვიხილოთ?

როცა სეზონში რამდენჯერმე იცვლება მწვრთნელი და შემადგენლობა, კონტინგენტი ახალგაზრდავდება, რატომ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი გუნდის მარცხი? ალბათ, არავის დასჭირდება შეხსენება, რომ ძლიერი გუნდის მშენებლობისთვის ერთი სეზონი არ კმარა, არათუ სამი თვე.

ნამდვილად არ მახსოვს სამი წლის წინანდელი "დინამოს" სრული შემადგენლობა, მაგრამ "რატომღაც" მგონია, რომ იმ გუნდიდან ძირითადი ბირთვი დღემდე რომ შენარჩუნებულიყო, "გურიასთან" არ დამარცხდებოდა.

ტრიო - რონი, მესი, ნოი

კიდევ ერთხელ შეერკინებიან ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. ამჯერად კოსტიუმებში გამოწყობილები (საინტერესოა, რომელს რა ფერისა ეცმება) - ფიფამ ისინი ოქროს ბურთის სამ ნომინანტთა შორის დაასახელა. მესამეა გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი.

ვინ გაიმარჯვებს, იანვარში გავიგებთ. ამასობაში კი უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თავისი ფავორიტი დაასახელა - "ოქროს ბურთი" გერმანელს უნდა გადაეცეს, ფეხბურთელს, რომელმაც ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოო.

ერთ-ერთმა გამოცდილმა ქართველმა ჟურნალისტმა საპასუხოდ მეტად არგუმენტირებული რამ დაწერა:

"უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თქვა, "ოქროს ბურთი" მსოფლიოს ჩემპიონს ანუ გერმანელს უნდა მისცენო. თუ ასეა, 2010 წელს გენიალური სეზონის მიუხედავად ანდრეს ინიესტას რატომ არ მისცეს? მესი რა შუაში იყო?

მახსოვს, მაშინაც უფალი პლატინი პრეზიდენტობდა. თემას აღარ გავაგრძელებ..."

ბრალდება - პლატინი

არ იფიქროთ, მიშელ პლატინიმ რამე მაწყენინა და ელიბოსავით ავითვალწუნე. პირიქით, იგი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფეხბურთელია და მისი გახუნებული პლაკატი კედელზე ახლაც გაკრული მაქვს.

გულდასაწყვეტია, რომ ასეთი პიროვნება სკანდალში ეხვევა: როგორც ინგლისელი ჟურნალისტები იუწყებიან, მიშელ პლატინიმ რუსეთისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ პაბლო პიკასოს ნახატი მიიღო. პლატინის ხმა რუსებისკენ წავიდა და მათაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღეს.

პლატინი თუ მხატვრობის ტრფიალია, იქნებ ფიროსმანის რომელიმე ნახატი გაგვემეტებინა თუნდაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სანაცვლოდ?

ტაიმბოლი - გიორგი ჭანტურია

თუ კალათბურთში არსებობს სამმაგი დუბლი, ფეხბურთში რატომ არ უნდა არსებობდეს სამმაგი ტაიმბოლი? აი, მაგალითად: ერთი გუნდი ტაიმს 3:0-ს მოიგებს, შემდეგ კი კონცენტრაციას დაკარგავს და 4 გოლს გაუშვებს. სწორედ ასეთი მატჩის მონაწილე გახდა საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჭანტურია.

მისი "კლუჟი" "მიოვენთან" 0:3-ს აგებდა და საბოლოოდ 4:3 იმარჯვა. 4-დან ერთი გოლი გიორგიმ გაიტანა, საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით.

ციფრი - 30

ანდრეა პირლოს კი დარტყმის მომენტში ბურთის დარტყმის სიჩქარეც გაუზომეს და კარამდე მანძილიც. 35 წლის ვეტერანმა იტალიის ჩემპიონატის მატჩში "ტორინოს" 30 მეტრიდან დაურტყა, გაუტანა და "იუვენტუსს" 2:1 მოაგებინა. ეს ყველაფერი მატჩის 90-ე წუთზე მოხდა და პირლოც მატჩის გმირად იქცა.

გოლი - ლევან მჭედლიძე

როცა გოლებზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, ლევან მჭედლიძის შედევრი უნდა ვახსენოთ. მან ზურგსუკნიდან ქუსლით საოცარი გოლი გაუტანა "ჯენოას" მეკარეს.

იტალიელმა ჟურნალისტებმა უმალ პარლელი მოუძებნეს - ევროპის ჩემპიონატზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ იტალიის კარში გატანილი გოლის ასლი იყოო.

მოკლედ, თუ არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად იხილოთ. აქ კი დავძენთ, რომ მჭედლიძის "ემპოლიმ" "ჯენოას" 2:0 მოუგო და იტალიის თასის მერვედფინალში გავიდა.

დამშვიდობება - ლუკა კურტანიძე

ქართულ ჭიდაობაში მიმდინარე დაპირისპირებებზე აქამდეც არაერთხელ დავწერეთ. ამიტომ, აქ ძველ ამბებს აღარ გაგახსენებთ, უბრალოდ ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის ნათქვამს შემოგთავაზებთ:

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ ცხრება ვნებათაღელვა, რასაც ეწირება უამრავი ქომაგის, სრულიად საქართველოსთვის ყველაზე ძვირფასი - სიმშვიდე. ასეთ დროს ვნებათაღელვა ძალიან ვნებს ყველას და ყველაფერს - ჭიდაობასაც, სპორტსმენებსაც, ქომაგსაც და საზოგადოებასაც. ამიტომ ის უნდა დასრულდეს.

პრეზიდიუმი ჩემი ინიციატივით მოვიწვიე, რათა ეს რეალობა ყველამ ერთად გავაანალიზოთ და ერთობლივად ვიმოქმედოთ, რათა საერთაშორისო არენაზე ჩვენი სპორტსმენები წარმატებულები იყვნენ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, განვიხილოთ და სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ ყველაფერი.

ამიტომ ვიხსნი ჩემს უფლებამოსილებას და მას გადავცემ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძეს. ის მოამზადებს რიგგარეშე ყრილობას, რომელიც 26 თებერვალს ჩატარდება".

ისღა დაგვრჩენია, მოვიცადოთ და ვნახოთ, ლუკა კურტანიძის გადადგომა უშველის საქმეს?

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

Gala
Ra ver gadatskvites naaxaltslevs magis tavi eqnebat dasiebuli iqnebian nabaxusebi. Jobia exla Miigon gadatskvetileba da mtsvrtnelsat mietses dro romelits ase jirdeba nakrebs.
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
შვიდ-აღლუმი: მესი-გოლი და გაქელილი "საკურები"
შვიდ-აღლუმი: ცხვარი ცხვარია...
შვიდ-აღლუმი: კლოდ სორელი გვინდა!
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ