"ქონოთმა" მაგნერს ლიგის გათამაშებაში "ჰეინეკენის თასის" მფლობელი ირლანდიური "მანსტერი" დაამარცხა 12:6 და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა...

2008 წელი

"ქონოთმა" მაგნერს ლიგის გათამაშებაში "ჰეინეკენის თასის" მფლობელი ირლანდიური "მანსტერი" დაამარცხა 12:6 და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა. ოთხი საჯარიმო "ადამიანი ხმალად" შერაცხულმა იან კიტლიმ გაიტანა. ქონოთელებს მეტოქისთვის 1986 წლის შემდეგ არ მოეგოთ. აღსანიშნავია, რომ მაიკლ ბრედლის ბიჭებმა, ერთი თვით ადრე, კიდევ ერთი მრისხანე მეტოქე, "ლენსტერი" დაამარცხეს.

1976 წელი

ამ დღეს დაიბადა ავსტრალიის ნაკრების ყოფილი გარემარბი ბენ თუნი. მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენს დაშავებული მუხლი ქრონიკულად აწუხებდა, ეროვნულ ნაკრებში 46 კეპი მოიხვეჭა. მისი დებიუტი "ვოლაბების" შემადგენლობაში 1996 წელს უელსთან მატჩში შედგა. ბოლო თამაში კი 2002 წელს არგენტინის ნაკრებთან შეხვედრა გამოდგა.

ბენ თუნი 1999 წელს მსოფლიო თასზე გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი იყო. მან ფინალში საფრანგეთის ნაკრებს ლელო გაუტანა.

1910 წელი

ინგლისურმა "ლესტერ ტაიგერზმა" "ბარბაროსებთან" ყოველწლიურ საშობაო დაპირისპირებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

1926 წელი

"მაორებმა" 1888 წელს განცდილი მარცხის გამო რევანში აიღეს. მათ "კარდიფ ბლუზს" "არმს პარკზე" 5:3 მოუგეს.

1936 წელი

"ბარბაროსებმა", რომელიც თითქმის მსოფლიოს ნაკრები იყო, "ლესტერ ტაიგერზს" 20:5 მოუგო.

1937 წელი

ერთი წლის შემდეგ "ბარბაროსებმა" ლესტერ ტაიგერზი" კიდევ უფრო გამანადგურებელი ანგარიშით 34:0 დაამარცხეს. "ბარბაროსებში" გამორჩეულნი იყვნენ ყოფილი ლესტერელები, ბერნარდ გედნი და დირკ ოტი. ამ უკანასკნელმა ვიზავი ჯეკ ტეილორი, რომელიც შემდგომში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახდა, აშკარად დაჯაბნა.

1960 წელი

იორკშირმა, რომელიც საგრაფოს ჩემპიონი გახდა, მიდლენდის ნაკრებში 11 მოთამაშე მიავლინა. მიდლენდელებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან 5:16 წააგეს. მატჩი ბირმინგემში გაიმართა.

1964 წელი

ედინბურგის აკადემიისა და ლონდონის ნაკრების შეხვედრა დიდთოვლობის გამო ჩაიშალა. რადგან სტადიონზე საკმაოდ ბევრმა მაყურებელმა მოიყარა თავი, გუნდებმა მათ გასართობად ფეხბურთი ითამაშეს.

ჯორჯ სმითი ამომავალი მზის ქვეყანაში

დავით ქუბრიაშვილის "ტულონისა" და ავსტრალიის ნაკრების მესამეხაზელი ჯორჯ სმითი, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ იაპონიაში გადაბარგდეს. სმითი "ტულონში" წლეულს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩაირიცხა და კონტრაქტი მომავალი წლის მაისის ბოლოს უმთავრდება.

სმითს საკმაოდ მაცდური წინადადებით მიმართა იაპონიის ჩემპიონატის 2008 წლის გამარჯვებულმა "სანიო ვაილდ კნაითსმა". იაპონელებმა ავსტრალიელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. სმითის ჯამაგირი წელიწადში 800 ათასი ევრო იქნება.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა