ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი ესპანურ კარიერაში
ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი ესპანურ კარიერაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც ესპანეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ "კორუნა ლეიმას" ღირსებას იცავს, მორიგი ტურის მატჩში 28 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ 20 წლის ქართველს გარჯა არ დაუფასდა და მიუხედავად მისი დიდებული გარჯისა, ლაკორუნიული გუნდი დამარცხდა.

"კორუნა ლეიმა" სტუმრად "ოვიედოს" შეხვდა და მატჩი ბრძოლაში - 70:77 დათმო. ქართველი ფორვარდს რაც შეეძლო, ლიდერობდა თავის გუნდს, მაგრამ... ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში, 35 წუთი ითამაშა და 9-დან 5 ორქულიანი, 10-დან 5 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

28 ქულასა და 13 მოხსნასთან ერთად ბექამ 2 პასი მიითვალა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ქართველი ახალგაზრდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34(!) უწია, რაც, ცხადია, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ბურჯანაძის კვალზე 11 ქულა დააგროვა ლაკორუნიელმა დანიელ ვუიასინოვიჩმა, ხოლო გაარჯვებულ ოვიედოელთაგან 16 ქულით საუკეთესო ალვარო მუნოსი გახლდათ.

4 მოგებითა და 6 არცხით 15-გუნდიან "ოქროს ლიგაში" "კორუნა" მე-12 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 10 დეკემბერს, ბურჯანაძის გუნდი "პლანასას" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში