სათხილამურო ბატალიები კურორტ ბივერ კრიკში
მამაკაცები ამ უქმეებზე ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში გამოდიოდნენ და გუშინ სუპერგიგანტში გამარჯვებით ავსტრიელმა ჰანეს რაიხელტმა შეაჩერა ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდის მოგებათა სერია.

თავის საყვარელ დისციპლინაში გამოსვლისას რაიხელტმა არც ერთი შეცდომა არ დაუშვა და ფინიშზე ასეთი დრო დააფიქსირა - წუთი და 12,78 წამი. ეს იყო მისი მერვე გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე და პირველი პოდიუმი წლევანდელ სეზონში.

ჩეტილ იანსრუდმა, რომელმაც გასულ კვირას ორი ეტაპი მოიგო და ამას ბივერ კრიკში წინა დღეს სწრაფდაშვებაში მოგებაც დაუმატა, 52 მეასედი წამი წააგო რაიხელტთან. მიუხედავად ამისა, გუშინდელმა მეორე ადგილმა კიდევ უფრო გაამყარა მისი პირველი ადგილი საერთო ჩათვლაში.

ფრანგმა ალექსის პინტურომ დისტანციის პირველი ნაწილი ბრწყინვალედ გაიარა, მაგრამ ბოლოსკენ შესამჩნევი შეცდომა დაუშვა და მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.

მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა მარსელ ჰირშერმა ვერ დაასრულა გამოსვლა და გენერალურ კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილამდე დაეშვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა