"ვოლინის" ქართველი ლეგიონერის ინტერვიუ სკანდალური მატჩის მერე
სანდრო კობახიძემ "ვოლინისა" და "მეტალისტის" სკანდალური მატჩის პირველ ტაიმში გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა ორი გაუშვეს და 1:2-ს აგებდნენ, როცა 87-ე წუთზე ხარკოველმა ფეხბურთელმა სანდროს წინააღმდეგ იუხეშა, მსაჯმა კი აშკარა ჯარიმა არ დანიშნა.

იხილეთ ვიდეო

აი, აქ აირია მონასტერი და მოედანზე "ვოლინის" ფანები გადმოცვივდნენ, რომელთაც მსაჯის ცემა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

არბიტრმა შეხვედრა ნაადრევად დაასრულა და ახლა უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია გამოიტანს განაჩენს, რომელიც არა გვგონია, "ვოლინისთვის" სასიამოვნო იყოს.

იხილეთ ფანების სტადიონზე შევარდნის ვიდეო

თამაშის შემდეგ სანდრო კობახიძემ ინტერვიუ მისცა უკრაინულ მედიას:

- ჩვენი გუნდისთვის არცთუ ურიგო პირველი წრე გამოდგა. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი ქულა დავკარგეთ, რომლის აღებაც შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, წრე ღირსეულ ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ მე-4 ადგილიც შეიძლებოდა.

- დღევანდელი მატჩის წაგების გამო ეს ვერ შეძელით...

- დიახ, დღეს მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ და მოგებასაც ვიმსახურებდით. მსაჯობაზე არაფრის თქმა არ მსურს, მაგრამ ხალხმა კარგად ნახა, რა ხდებოდა მოედანზე. ასე რომ, ვის კომპეტენციაშიც მსაჯის მოქმედების შეფასებაა, დაე, იმათ იფიქრონ.

მეორე ტაიმში ცოტა მოვეშვით და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა წავაგეთ.

- პირველ ტაიმში მომენტები გქონდათ. რომ გაგეტანათ, ალბათ, ასე აღარ მოხდებოდა...

- რა თქმა უნდა, იყო ეს მომენტიც, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთ გვმართებდა თამაში. უკან დავიხიეთ, არადა, პირიქით, უნდა შეგვეტია. ამის გამო ორი გოლი გავუშვით, შემდეგ კი ის ამბები დატრიალდა... მაგრამ ეს უკვე წარსულია, წინ უნდა ვიყუროთ.

- ინციდენტამდე წუთით ადრე თქვენზე ჯარიმა იყო?

- ნახეთ გამეორება, რა თქმა უნდა, ჯარიმა იყო და მეტოქეს ყვითელი ბარათიც ეკუთვნოდა, რომელიც მისთვის მეორე იქნებოდა და ჩვენ უმრავლესობაში ვრჩებოდით. ეს ჩემი აზრია. მარტო ესეც არ იყო, ბევრი საკამათო მომენტი იყო თამაშში.

- გულშემატკივრები ამ წუთებშიც არ ცხრებიან და პროტესტს გამოთქვამენ...

- ხალხი მოდის ჩვენს თამაშებზე და მთელი გულით გვგულშემატკივრობს, მათ არ უყვართ უსამართლობა. მათი გაგებაც შეიძლება. მადლობა მათ ერთგულებისათვის. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ულამაზოა და მოედანზე შევარდნას არ ვამართლებ. უბრალოდ, ზოგიერთები ემოციებს ვეღარ იკავებენ.

- თქვენ "ვოლინში" იჯარით ხართ. ხომ არ თვლით, რომ ეს კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯია?

- არავითარ შემთხვევაში. სიმართლე გითხრათ, არც კი მჯეროდა, რომ მე-4-მე-5 ადგილებისთვის ვიბრძოლებდით. მეორე წრე წინ არის, ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, რომ მეორე წრეში კიდევ უკეთ ვითამაშებთ.

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა