ინტერვიუ ყაზანის "რუბინის" ქართველ მცველთან
ამ სეზონში რუსულ პრემიერლიგაში სამი ქართველი ლეგიონერი გვყავს, რომელთაგანაც მამუკა კობახიძეს ჩემპიონატში დებიუტი ახლახან ჰქონდა. 22 წლის კობახიძემ მალე დაიმკვიდრა თავი "რუბინის" სასტარტოში.

მამუკა კობახიძესთან ინტერვიუ sport.business-gazeta.ru-მ გამოაქვეყნა.

- "ზენიტთან" ტრავმა მიიღეთ, როგორ ხართ ახლა?

- ყველაფერი წესრიგშია, ფეხი აღარ მტკივა. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი.

- ასე რომ, "მორდოვიასთან" თამაშისთვის მზად ხართ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამას სამწვრთნელო შტაბი წყვეტს.

- გვერდიდან ისე ჩანს, თითქოს, არაერთი სეზონია "რუბინში" თამაშობთ. როგორ მოახერხეთ ასე მალე გაშინაურება გუნდში?

- ყველაფრის თავი და თავი მწვრთნელის ნდობაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- და როდის იგრძენით, რომ უკვე გენდობიან "რუბინში"?

- ბოლო მატჩებში, როცა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდი.

- თქვენმა თანამემამულე საბა კვირკველიამ გუნდში დასამკვიდრებლად გაცილებით რთული გზა გამოიარა. დაგეხმარათ საბა ახალ გუნდში გაშინაურებაში?

- რა თქმა უნდა, საბა ჩემზე ნახევარი წლით უფროსია. მე და საბა ერთად ვთამაშობდით ასაკობრივ ნაკრებებში. ის ყოველთვის მეხმარება.

- რუსეთში ჩამოსვლამდე რუსული ენა თუ იცოდით?

- დიახ, სკოლაში ვსწავლობდი, აქ კი კარგი პრაქტიკა მივიღე.

- "რუბინი" თქვენი მეორე რუსული კლუბია, პირველი "ალანია" იყო, მაგრამ იქ თამაში არ მოგიწიათ. რატომ მოხდა ასე?

- არ ვიცი, ეს შეკითხვა "ალანიას" მაშინდელ მწვრთნელებს უნდა დაუსვათ.

- ალბათ, დაგეხმარათ ის, რომ თავიდან "რუბინის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყეთ თამაში...

- კი, სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. ოფიციალური მატჩებით უფრო იოლად აკრეფ ფორმას, ვიდრე ვარჯიშებით.

- ახალგაზრდულ გუნდში თქვენ გაცილებით გამოცდილი იყავით სხვებზე, რადგან ქართულ გუნდებში ევროთასებზე ითამაშეთ...

- მართლაც დიდი გამოცდილებაა ასეთ ტურნირებზე თამაში, თუნდაც საკვალიფიკაციო მატჩებში. მით უმეტეს, ჩემისთანა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის.

- თქვენი "ზესტაფონი" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, "დინამო" პოზიციებს თმობს?

- არა, რატომ? ახლა "დინამოა" მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე პირველობის ლიდერი. "ზესტაფონი" კი 2011 და 2012 წლებში გახდა ჩემპიონი.

- თქვენი თანამემამულე, "უნიქსის" კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ საქართველოში ფეხბურთს პოპულარულობით ვერც ერთი სახეობა ვერ გაეჯიბრება. ასეა?

- ეს სიმართლეა. ფეხბურთი ჩვენთან ყოველთვის ნომერ პირველი სპორტის სახეობა იყო. არც ერთი სხვა, მათ შორის, არც კალათბურთი, სერიოზულ კონკურენციას არ უწევს მას. ასეა დიდი ხანია.

- ესე იგი, საქართველოში ფეხბურთელებს უკეთესი კონტრაქტები აქვთ?

- დიახ, ასეა, თუმცა საქართველოს და რუსეთის შედარებაც კი არ შეიძლება ამ მხრივ. ამიტომაც საქართველოში მუდამ ცდილობენ, ევროპაში ან რუსეთში სათამაშოდ წავიდნენ.

- ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებები საკლუბო საქმეებს ხელს არ უშლის?

- ახლა უკვე აღარ ვთამაშობ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. ახლა უკვე დიდ გუნდში მეძახიან, მაგრამ ჯერ მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში. აქედან ჩანს, რომ ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილები. უნდა ვეცადო, "რუბინში" ადგილი შევინარჩუნო და ოფიციალურ მატჩებშიც გამომიძახებენ.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
უკვე ოფიციალურად: მამუკა კობახიძე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
მამუკა კობახიძე "ტორპედოს" დაემშვიდობა - ის კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
ბათუმის "დინამო": ერთი ტრანსფერი შედგა, კიდევ ერთი ბრაზილიელის დამატებაც იგეგმება
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
სფფ-მ საუკეთესოები დააჯილდოვა - წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა