საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულგრილი ვერ იქნება იმ პროცესების მიმართ, რაც სპორტის ზოგიერთ ოლიმპიურ სახეობაში განვითარდა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულგრილი ვერ იქნება იმ პროცესების მიმართ, რაც სპორტის ზოგიერთ ოლიმპიურ სახეობაში განვითარდა და დემოკრატიული წესით, ღია კონკურენციის პირობებში არჩეული ფედერაციების ხელმძღვანელთა გადადგომით ან გადაყენებით დასრულდა.

განსაკუთრებით გულსატკენი, დამაფიქრებელი და საგანგაშოა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში - ჩვენი სპორტის სტრატეგიული სახეობის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი ვითარება.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ ახლო წარსულის გაკვეთილებისგან, როცა სპორტულ ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზე ადამიანები ინიშნებოდნენ ყოველგვარი წესისა და კანონის, ელემენტარული პროცედურული ნორმებისა და საღი აზრის იგნორირებით, არაუფლებამოსილი პოლიტიკური პირების უხეში ჩარევით, ზოგიერთ შემთხვევაში - ძალისმიერი მეთოდებით, შეუზღუდავი ძალაუფლების დემონსტრირებით.

იმავდროულად, სპორტის მმართველობიდან და სამწვრთნელო პოსტებიდან უაპელაციოდ აძევებდნენ საქმის მცოდნე, პრინციპულ ადამიანებს და ამას აკეთებდნენ შიდა დაპირისპირების ინსპირირებით, სპორტსმენთა მართული ჯგუფების გამოყენებით.

ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნეთ ამ სრულიად მიუღებელ და მანკიერ პრაქტიკას, რამაც თავის დროზე სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ სპორტს, წამყვანი სპორტული ფედერაციების იმიჯს.

კონფლიქტის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, მოქმედებდა რა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სეოკ-ი ცდილობდა, პროცესი წარმართულიყო არა რომელიმე მხარის, არამედ ქართული სპორტის ინტერესების გათვალისწინებით და სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით.

ერთად გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა სპეციალური კომისია, მოგვესმინა მხარეების არგუმენტები, გაგვერკვია წამოყენებული პრეტენზიების მართლზომიერება, პრობლემები კი მოგვეგვარებინა შიდა დისკუსიების მეშვეობით. მაგრამ ეს გზა მიუღებელი აღმოჩნდა რადიკალურად განწყობილი პროტესტანტებისთვის, რომლებიც არც კომისიის შექმნამდე და არც შემდგომ არ მორიდებიან პოპულისტურ განცხადებებს, პიროვნების შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, ისეთ ქმედებებს, რაც არ ჯდება ელემენტარული ეთიკური ნორმების ფარგლებში.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ამ პროცესში ჩართულნი აღმოჩნდნენ მოქმედი სპორტსმენები, ქვეყნის ნაკრები გუნდების წევრები და კანდიდატები, რომელთა უმთავრესი მოვალეობაა თავდაუზოგავი ვარჯიში და ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე და, არავითარ შემთხვევაში - იმის გადაწყვეტა, ვინ უნდა იდგეს ფედერაციის სათავეში.

ნაცვლად იმისა, რომ გამოგვეჩინა კეთილგონიერება, ეს ახალგაზრდები სპორტულ დარბაზებში დაგვებრუნებინა და ნაკრების მწვრთნელებისთვის მუშაობის საშუალება მიგვეცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ერთგვარი წამქეზებლის როლში მოგვევლინა და საწადელის მიღწევას ცდილობდა სწორედ მოქმედი მოჭიდავეების პროვოცირებით, სანაკრებო-საწვრთნელი პროცესის ჩაშლით, შანტაჟის გზით, ანუ ყოვლად უკადრისი მეთოდებით.

ეს არის ძალზე სახიფათო პრეცედენტი, როცა გამოუცდელ ახალგაზრდებს იყენებენ პირადი ანგარიშსწორებისთვის და ამას აკეთებენ სამართლიანობის სახელით, ვითომდა, პრობლემების მოგვარების სურვილით.

ჭიდაობის ფედერაციაში მართლაც იყო და არის პრობლემები და ამას არავინ უარყოფს. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა და იმ ხალხმა, ვინც პრაქტიკულად წარმართავდა ფედერაციის მუშაობას, ალღო ვერ აუღეს შექმნილ ვითარებას და მიიღეს არაერთი ნაჩქარევი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რამაც კიდევ უფრო დაძაბა მდგომარეობა. მაგრამ ეს არ ამსუბუქებს იმათ პასუხისმგებლობას, ვინც ცეცხლზე ნავთის დასხმა მოინდომა, ლანძღვა-გინებასა და ლაყე კვერცხების სროლაზე გადავიდა და ამით ხაზი გადაუსვა ყველაფერ იმას, რითაც მოჭიდავეებს ყოველთვის მოჰქონდათ თავი.

ძალიან მძიმე სანახავია, როცა მთელი საზოგადოების თვალწინ ერთმანეთს ასე ექცევიან ჩვენი ტიტულიანი ფალავნები, როცა ლაფში ამოსასვრელად ასე იოლად იმეტებენ საკუთარ თუ სხვის სახელს და ღირსებას.

სეოკ-ი სრულად აცნობიერებს ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილ საგანგებო ვითარებას, აღიარებს თავის წილ პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ქართული სპორტის მმართველმა ორგანოებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, ვერ გამოიჩინეს სათანადო სიმტკიცე და პრინციპულობა, რათა არ დაეშვათ კონფლიქტის ესკალაცია, მასში ნაკრები გუნდების წევრების ჩართვა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესის შეფერხება.

სეოკ-ი ადასტურებს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელთა მუშაობაში არსებულ ხარვეზებს და გარკვეულ გადაცდომებს; ამავე დროს, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს გარეშე პირების წაქეზებით, მოქმედი სპორტსმენების პროვოცირებით და გამოყენებით პროცესში უხეში ჩარევის ყოველგვარ მცდელობას.

სეოკ-ი მოუწოდებს ჭიდაობის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის მომზადებაში ჩართულ უფლებამოსილ პირებს, პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს, პატივი სცენ დადგენილ სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს, იხელმძღვანელონ მოქმედი წესდების მოთხოვნებით, რათა არჩევნები ჩატარდეს პატიოსნად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ.

სეოკ-ი მოუწოდებს სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციებს, მწვრთნელებს, სპორტსმენებს, მთელი ძალისხმევა მოახმარონ მომავალი წლის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებებისთვის, მათ შორის - სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას, რათა ყველანი ერთად ღირსეულად წარვდგეთ ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე - ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია
სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს
სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით შეჩერებული იყო
ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო
თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს
სეოკ-ის პრეზიდენტი მომდევნო ოთხი წელი ლერი ხაბელოვი იქნება