მურად ანჯაფარიძე: "ნამდვილად არ გვსურს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები იზოლაციაში იყვნენ, მაგრამ..."
თემა, რომელიც ჩვენთვის არანაკლებ მტკივნეულია: უკრაინის აღმოსავლეთში დატრიალებული მოვლენების შემდეგ, ყირიმის საფეხბურთო კლუბებმა, სიმფეროპოლის "ტავრიამ" (ამჟამად - ტცკ), "სევასტოპოლმა" (ამჟამად - სკცფ) და იალტის "ჟემჩუჟინამ" რუსეთის მეორე ლიგაში თამაშის სურვილი გამოთქვეს. რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა, რაც უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასა და უეფაში გაასაჩივრა...
როგორც ყოველთვის, ფიფამ ხელები დაიბანა და საკითხის განხილვა უეფას გადააბარა. ევროპული ფეხბურთის მმართველებმა მხარეებს მორიგება შესთავაზეს. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა - რუსები უტიფრად იქცეოდნენ.
უეფას ბოლო აღმასკომის შემდეგ, ორგანიზაციის გადაწყვეტილება გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ გაამხილა: 2015 წლის 1 იანვრიდან ყირიმის კლუბებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ.
"ამასთან, ყირიმი გამოვაცხადეთ განსაკუთრებულ ტერიტორიად, სადაც ფეხბურთის განვითარებისთვის ჩვენი ორგანიზაცია იზრუნებს. ყირიმში მალე ჩავა უეფას სპეციალური წარმომადგენელი და ადგილზე შეისწავლის იქაურ პრობლემატიკას, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ დავეხმაროთ ყირიმში ბავშვთა ფეხბურთს", - დაამატა ინფანტინომ და რუსეთის მიერ ფიფასა და უეფას წესდების დემონსტრაციული დარღვევის მიუხედავად, მის მიმართ სანქციების მიღების შესაძლებლობა გამორიცხა.
სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილების მიზეზი საგანგებო განცხადებაში დააკონკრეტა: უეფასა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის თანხმობის გარეშე, რუსეთის საფეხბურთო კავშირს ყირიმის ტერიტორიაზე რაიმე სახის ტურნირის ან საფეხბურთო მატჩის გამართვის უფლება არ აქვს.
ოფიციალური კიევი კი ყირიმის საფეხბურთო კლუბებს კვლავ უკრაინის იურისდიქციის ქვეშ თამაშს სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით ემუქრება.
რუსები მაინც თავისას "ერეკებიან" - ყირიმის გუნდებს არ მივატოვებთ და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ისინი რუსეთის ჩემპიონატში ვათამაშოთო.
ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რუსული ფეხბურთის ექსმმართველმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გაიკვირვა, ყირიმში სპეციალურ ზონას თუ ქმნიან, აფხაზეთმა რა დააშავაო? საბოლოოდ, რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკიტა სიმონიანი იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ უეფას გადაწყვეტილებას დამორჩილებოდნენ.
მსგავსი ვითარებაა რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის კლუბების შემთხვევაშიც, რომლებიც ასევე რუსეთში თამაშზე ოცნებობენ, თან ჩრდილოეთიდანაც ყველანაირად აქეზებენ.
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ უეფას გადაწყვეტილება სეპარატისტებისა და მათი მფარველებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერ გახდება:
ნამდვილად არ გვსურს, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები იზოლაციაში იყვნენ. მაგრამ მათ გააკეთეს არჩევანი, რომელიც საერთაშორისო კავშირებს გამორიცხავს.
მაქსიმუმ, ერთმანეთში ამხანაგურად თუ ითამაშებენ და ასეც აკეთებენ. მაგრამ ეს ხომ ნამდვილი ფეხბურთი არ არის?! არადა, იქ ბევრი ნიჭიერი ბავშვი იკარგება.
ჩვენი დიდი სურვილია, მაგალითად, ტირასპოლის "შერიფის" პრეცედენტი გამოიყენონ, რომელიც ასევე კონფლიქტური დნესტრისპირეთის რეგიონს წარმოადგენს, მაგრამ მოლდოვის ჩემპიონატში მაინც თამაშობს და ამით არაფერს აგებს".
ანჯაფარიძის თქმით, ფიფამ და უეფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ საქართველოს რეგიონების გუნდების ინტეგრაციაზე არც იფიქრონ:
"სხვათა შორის, ოკუპირებული ყირიმის გუნდებმა რუსეთის ჩემპიონატში გამოსვლის არათუ სურვილი გამოხატეს, მე-2 ლიგაში სამმა მათგანმა უკვე ითამაშა კიდეც.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან გამაკვირვა, რადგან ამ ფაქტზე რეაგირებას არ ჩქარობდნენ. ეს მხოლოდ ბოლოს გააკეთეს და ფიფასა და უეფაში საკითხი დააყენეს. უეფაც იძულებული გახდა, გადაწყვეტილება მიეღო.
საქართველოში ასე არ მომხდარა. თავის დროზე ჩვენმა ფედერაციამ ამ ორგანიზაციებს მიმართა, რომ რუსებს ასეთი მცდელობა ჰქონდათ. მათ ჩვენი მხარე დაიკავეს. საკითხი შემდეგაც რამდენჯერმე დავაყენეთ და ვიცით, რომ ფიფა-უეფას მყარი პოზიცია აქვს - ისინი საქართველოს კლუბების სხვა ქვეყნის ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობას არ დაუშვებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ციხიდან პირდაპირ... ფეხბურთში! "ცხუმმა" ყოფილ პატიმარს კონტრაქტი გაუფორმა
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ᓓᓐᓞᓘᓠᓔᓑᓘᓡ ᓨᓔᓓᓔᓒᓘ: ᓔᓡᓔᓪ ᓐᓮᓐლᓘ ᓒᓣᓜᓓᓔᓑᓘ...
გამოხმაურება: როგორ და რატომ ვკლავთ ინდივიდუალიზმს?
პარადოქსი - ახალი სეზონისთვის საქართველოში 22 ახალი გუნდი დაფუძნდა!
"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."