როდის გახდება სირიგუ "სკუადრა აძურას" ნომერი პირველი გოლკიპერი
სალვატორე სირიგუ ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც საფეხბურთო იტალიის ყურადღება მიიქცია და ის მყისვე შეადარეს ჯანლუიჯი ბუფონს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან როდესაც იტალიაში ნიჭიერი მეკარე გამოჩნდება, მას აუცილებლად ჯიჯის ადარებენ.

თვითონ ბუფონს, თავის დროზე, ახალ ძენგას ეძახდნენ, ძენგას კი ახალ დინო ძოფს - აპენინებზე მეკარეებში არასდროს უჭირდათ და ეს ტენდენცია გრძელდება. სირიგუ უკვე 27 წლისაა, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, პსჟ-ის ძირითადი მეკარეა და ბრწყინვალედ ასპარეზობს, მაგრამ ჯერ ვერ ეღირსა იტალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ფეხის მოკიდებას - მიზეზი გასაგებია, ბუფონი ისევ ბუფონია და სანამ ის კარში იდგება, მასთან კონკურენცია, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. სირიგუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს საინტერესო თემებზე ესაუბრა.

ბუფონი სხვა სიმაღლეა

როდესაც 18-19 წლის ვიყავი და ჯანლუიჯი ბუფონს მადარებდნენ, ბედნიერი ვიყავი. ჯიჯი ჩემი კუმირი იყო და ბევრ რამეში ვბაძავდი კიდეც. მას შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა და როდესაც დღესაც ბუფონს მადარებენ, ძალიან ვბრაზდები. აღარ ვარ იმ ასაკში, რომ სხვას შემადარონ, თუნდაც ისეთ ლეგენდარულ მეკარეს, როგორიც ბუფონია.

თანაც, მე კარგად ვიცი, ვინ არის ბუფონი და ვინ ვარ მე - კარგი მეკარე ვარ, ის კი ლეგენდაა, რომლის მსგავსი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ცოტა იყო. ამიტომ, სანამ ჯიჯი კარში დგას, ის უალტერნატივო იქნება.

ეროვნული ნაკრები

ისევ ბუფონზე მომიწევს ლაპარაკი, რადგან იტალიის ეროვნულ ნაკრებში მისი შემცვლელი ვარ. ჩემი ვალია, რომ იქ ვიყო, სადაც "აძურას" დავჭირდები და არ აქვს მნიშვნელობა, მომიწევს თუ არა თამაში. ალბათ, ძირითადში მოხვედრის შანსი მაშინ მომეცემა, როდესაც ჯიჯი კარიერას დაასრულებს. ვიცი, რომ ბუფონს 40 წლამდე სურს თამაში და მინდა მას დიდი წარმატებები ვუსურვო.

იტალიის ნაკრებში ბუფონის შემდეგაც მძაფრი კონკურენცია იქნება, რადგან ბევრი ძლიერი მეკარე გვყავს. მარტო მატია პერინი რად ღირს, რომელზეც უკვე ნადირობენ გრანდები. ხომ ხედავთ, როგორ ასპარეზობს "ჯენოა"? - დიდწილად, ეს პერინის დამსახურებაა.

პსჟ და სამომავლო გეგმები

პსჟ ევროპული ფეხბურთის გრანდია, აქ უამრავი ვარსკვლავი თამაშობს, მე კი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვარ. შესაბამისად, პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. კლუბის მესვეურების, მწვრთნელის და გულშემატკივრების მხრიდან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ და მეტი არც არაფერი მჭირდება. ამასთან, პარიზში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან აქ არავინ ზედმეტად არ შეგაწუხებს.

მთავარი განსხვავება პალერმოს და პარიზს შორის? - როდესაც "პალერმოში" ვთამაშობდი, სტადიონი იშვიათად ივსებოდა, მაგრამ ქუჩებში მშვიდად სეირნობა შეუძლებელი იყო - ტიფოზები მუდამ თავს დამტრიალებდნენ. რაც შეეხება პარიზს, ხანდახან მიკვირს, თუ საიდან მოდიან სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრები და ხომ არ ცხოვრობენ ისინი სხვა ქალაქში?! - პარიზში ჯერ არავის გავუჩერებივარ, ამ ქალაქში თითქოს ფეხბურთი არავის აინტერესებს, მაგრამ თამაშზე სტადიონი ყოველთვის ივსება.

საფრანგეთში თავს საუცხოოდ ვგრძნობ, რადგან სიმშვიდეს არაფერი მირჩევნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"სევილიამ" იჯარით სალვატორე სირიგუ აიყვანა
კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ვეტერანი იტალიელი მეკარე დაიმატა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ეს ბიჭი ნამდვილი მონსტრია, ერთხელ ვარჯიშზე..." - სირიგუმ "კვარაზე" საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ნაპოლი" და "ფიორენტინა" მეკარეებს ცვლიან
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
სირიგუ: პსჟ-ს ვერატი დატყვევებული ჰყავს
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კარის ხაზთან უფრო ეგოისტი უნდა გახდეს" - სირიგუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო