დღეს, 11 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" სუპერთასის მატჩი დაიწყება
დღეს, 11 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" სუპერთასის მატჩი დაიწყება. მაყურებელს ბილეთის საფასურის გადახდა არ მოუწევს - შესვლა უფასოა. თანხას სუპერთასის გამარჯვებულიც ვერ მიიღებს: ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ფინანსურად რომ დაეხმარა, სუპერთასისთვის სახსრები აღარ დარჩენილა...

საქართველოს სუპერთასის მატჩამდე "დინამო არენაზე", თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელებმა - კახი გოგიჩაიშვილმა და სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართეს. მას თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი ჩისკოც ესწრებოდა, რომელმაც, შესაძლოა, კარიერა სამოყვარულო დონეზე გააგრძელოს.

პრესკონფერენციის შემდეგ მეტოქე მწვრთნელებმა ესპანელს მადლობა გადაუხადეს და გულშემატკივრებს მოუწოდეს, მივიდნენ სტადიონზე.

კახი გოგიჩაიშვილი (დინამო): "ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრი სუპერთასზე პირველად თამაშობს და მნიშვნელოვანია, თავს როგორ წარმოაჩენენ. შეხვედრა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩისკო "დინამოში" ბოლოჯერ ითამაშებს და გვინდა, კარგად გავაცილოთ.

სამწუხაროდ, სამი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს. ვერ დაგვეხმარებიან სანაკრებო პაუზამდე დაშავებული ძარია და საბანაძე. პრობლემები ჰქონდა ცინცაძესაც, თუმცა მისი საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გველის და შევეცდებით, მაყურებელი კმაყოფილი დარჩეს.

რაც შეეხება შესაძლო ცვლილებებს, სეზონის დაწყებამდე გუნდში ძირეული ცვლილებები ისედაც მოხდა. განახლებული გუნდით საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 2-3 ფეხბურთელის დამატება მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად სასურველი იქნება.

ვეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ სუპერთასის მატჩი დეკემბერში არ უნდა ტარდებოდეს, ამისთვის იდეალურად მიმაჩნია აგვისტო. ყველგან ჩემპიონატის დაწყებამდე ატარებენ და მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ფაზას ემთხვევა. კარგი იქნება, ამ ფაქტს საქართველოშიც თუ გავითვალისწინებთ".

გოგიჩაიშვილს ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზეც მოუხდა კომენტარის გაკეთება - თითქოს, ის გუნდიდან წასვლას აპირებდა. პლუს ამას, გოგიჩაიშვილმა "დინამო 2"-ის დაშლის ფაქტიც შეაფასა:

"ჩემ წასვლაზე გავრცელებული ხმები სიცრუეა. სამომავლო გეგმებს მხოლოდ "დინამოს" ვუკავშირებ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

რაც შეეხება "დინამო 2"-ის დაშლას, კლუბმა გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და ამიტომ "დინამო 2" ზედმეტი შუა რგოლი იყო. ვისაც საჭიროდ ჩავთვლით, მთავარ გუნდში დავაწინაურებთ.

ბოლოს, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩისკოს იმისთვის, რაც ჩვენი გუნდისთვის გაუკეთებია. ის პროფესიონალი და ახალგაზრდებისთვის მაგალითია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

salo
დინამო ორ თამაშს ზედიზედ არ უნდა აგებდეს, ეს არ არ გამოსავალი ახალგაზრდები არიანო.
oto
ეს არ არის ის დონე რომ დინამო გაქაჩოს, წავა აბ რას იზამს.
Tbilisi
დინამო 2 მართლა ზედმეტი ხარჯი იყო. ხომ ყავს დუბლები არ მესმის კიდევ 1 გუნდი რა საჭირო იყო, ჯობია ეგ ფული ისევ 1 გუნდს მოხმარდეს....
kai raa
ანუ დინამო 2 16 გუნდიანს შეეწირა.
Tbilisi
ნამდვილად არსად არ უნდა წავიდეს, ფაქტია რომ წელს კარგ ფეხბურთს თამაშობდა და ბავშვებით 1 ზე გავიდა, ეხლა ჩისკო წავიდა და 2 -3 ფეხბურთელი ნამდვილად უნდა დაიმატონ.... თან მოსამზადებელ ციკლს გაივლის სრულად ასე მგონია შემდეგ წელს უკეთესი გუნდი იქნება
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა