25-26 დეკემბერს ახმეტაში, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლაში საშობაო-საახალწლო ტურნირი ჩატარდა
25-26 დეკემბერს ახმეტაში, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლაში საშობაო-საახალწლო ტურნირი ჩატარდა. ის საქართველოს მასშტაბით გაიმართა და მასში თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები გამოდიონენ. შეჯიბრება, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ზვიადაურის აღმზრდელი გუგული აბრამიშვილი იყო, ჭაბუკთა ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა - 1995-97 წლებში დაბადებულებსა და 1993-94 წლიანებს შორის.

ჭაბუკებში ყველაზე მეტად საგარეჯოელებმა იყოჩაღეს, რომლებმაც ოქროს ოთხი მედალი მოიპოვეს - ირაკლი კუპატაძემ (42), კობა მჭედლიშვილმა (50), სოლომონ თედიაშვილმა (54) და თამაზ კირაკოზაშვილმა (60). მასპინძლებს მხოლოდ ერთი ოქრო ერგოთ, რომელიც დავით ქასაევმა (46) მოიპოვა. ასევე თითო-თითო ჩემპიონი გაუხდათ მესტიელებს (ბექა ფალიანი (66)) და დედოფლისწყაროელებს (გურამ ჩიბუხაშვილი (+66)).

ახალგაზრდებში ოქროს მედლები შედარებით თანაბრად გადანაწილდა - ორ-ორი ჩემპიონი გაუხდათ ახმეტას, მესტიას და საგარეჯოს, ერთი ოქრო კი თბილისმა ირგუნა. ახმეტელთაგან ჩემპიონობა გრიშა გუმაშვილმა (66) და სოსო უძილაურმა (73) მოიპოვეს, მესტიელთაგან - ოთარ თამლიანმა (50) და ბექა ჩართოლანმა (60), საგარეჯოელთაგან - ამირან გიგაურმა (55) და ზაურ მამარდაშვილმა (81). თბილისელებმა ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონაში იმარჯვეს, რაც გიორგი ქავთარაძემ (+81) შეძლო.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა