ლაშა ჯაკობია ცნობილი ბელგიური კომპანია Vision Foot-ის წარმომადგენლად ოფიციალურად დაინიშნა
ფოტოზე: გიორგი ბერიძე

ლაშა ჯაკობიასა და ცნობილი ბელგიელი აგენტის, როჯერ ანგოტეს პარტნიორობაზე "ლელო" ადრეც წერდა: მათ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში წაიყვანეს. მაგრამ ახლა საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე ცნობილი ბელგიური კომპანიის, Vision Foot-ის წარმომადგენლად ოფიციალურად დაინიშნა.

როჟე ანგოტე მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ადასტურებს, რომ ლაშა ჯაკობია წარმოადგენს კომპანიას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში და ამიერიდან, მას შეუძლია, Vision Foot-ის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს.

"როჯერთან ახლო ურთიერთობა ბავშვობიდან მქონდა. ბელგიაში, "სტანდარდში", სწორედ მან წამიყვანა, კარიერის დასრულების შემდეგაც გვერდში დამიდგა და პარტნიორობა შემომთავაზა. მაგრამ ეს მაინც არაოფიციალური თანამშრომლობა იყო. ახლა კი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში თავისი კომპანიის წარმომადგენლად დამნიშნა, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

მის კომპანიასთან 48 ფეხბურთელი თანამშრომლობს, რომლებიც თამაშობენ ბელგიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში... მათ შორის, ბევრი ცნობილია - მორალესი, ლუკაკუ, კურტუა, მასაკო... ახლა სამუელ ბასტიენი "ჩელსიში" გადაჰყავთ.

მოკლედ, ცნობილი და გავლენიანი კომპანიაა", - ამბობს ჯაკობია და იქვე დასძენს, რომ მალე ბელგიაში რამდენიმე ქართველის წაყვანას აპირებს:

"ნიჭიერი ქართველი მოთამაშეების უმრავლესობა უცხოეთში თამაშობს. სამწუხაროდ, ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი საინტერესო ფეხბურთელი არც გვყავს, მაგრამ რამდენიმე მაინც არის და ახლა მათ ტრანსფერებზე ვმუშაობ.

ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ბელგიაში გორის "დილასა" და 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ბერიძეს წავიყვანთ.

მაისში გიორგი 18 წლის ხდება და მანამდე კონტრაქტის გაფორმების უფლება არ აქვს, მაგრამ თებერვლის ბოლოს წავა და თუნდაც დუბლებში რომ მოხვდეს და ივარჯიშოს, მისი პროგრესისთვის ესეც კარგი იქნება. ზაფხულში კი კონტრაქტს გავუფორმებთ.

არის ლაპარაკი "საბურთალოს" ფეხბურთელებზეც, სადაც ასაკობრივი ნაკრებების რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გუბაზ დოლიძემ დაიწყო, რომლის გაზრდილებიც არიან აბურჯანია, დვალი, კიკაბიძე, ბერიძე... ის ძლიერი სელექციის უნარით გამოირჩევა და ვფიქრობ, საინტერესო ბავშვებს კიდევ მოძებნის".

ჯაკობიამ არ დამალა, რომ ბერიძეს ბელგიაში მისი ყოფილი კლუბი, ლიეჟის "სტანდარდი" იწვევს, რომელიც იქაურ "პრო ლიგაში" თამაშობს და 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

"ანგოტე შემოდგომაზე თბილისში გამართულ 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის მატჩებს რომ დაესწრო, ბერიძე მოეწონა და გადაწყვიტა, რომ მისთვის კლუბი მოეძებნა. გიორგი ბელგიაში მალე გაემგზავრება და დიდი ალბათობით, ჩემს ყოფილ კლუბ ლიეჟის "სტანდარდში" ჩაირიცხება", - გვიმხელს ჯაკობია.

ბერიძის გარდა, ჯაკობიას სამენეჯერო ჯგუფი ახალ გუნდში მოწყობას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილ ცენტრალურ მცველ სანდრო გურეშიძესაც ჰპირდება.

გურეშიძე ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა. ზაფხულში ჯაკობიამ და ანგოტემ ის "გენკში" სინჯებზე წაიყვანეს, მაგრამ გურეშიძემ თავად თქვა, რომ ამ პერიოდში მოუმზადებელი იყო:

"სანდრო ნიჭიერი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მისი სახით კარგი მცველი გვეზრდება. ოღონდ შესაძლებლობები სრულად უნდა გამოავლინოს.

შანსი კიდევ მიეცემა - ზამთარში ისიც ევროპაში გაემგზავრება, კერძოდ, საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდში. ეს საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია და დარწმუნებული ვარ, იმ გუნდში ჩარიცხვა გურეშიძეს აუცილებლად წაადგება. გუნდის სახელს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ".

ზაფხულში ანგოტემ და ჯაკობიამ "ლოკომოტივისა" და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მარცხენაფლანგელი ლუკა კიკაბიძე საფრანგეთში, კერძოდ, ლიგა 1-ის "ბასტიაში" წაიყვანეს. მას შემდეგ ველოდით, რომ ლუკა "ბასტიაში" გამოჩნდებოდა, მაგრამ ჯერ არ უთამაშია:

"საფრანგეთში ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია და ცხადია, ლუკას მომზადება და ადაპტაცია სჭირდება. მეც მქონდა იმედი, რომ ათამაშებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ამზადებენ.

საჩქარო არაფერია, მთავარია, საქმისადმი მისი დამოკიდებულებითა და ზრდის ტემპით გუნდში ყველა კმაყოფილია და დარწმუნებული ვარ, კიკაბიძეს "ბასტიას" შემადგენლობაში მალე ვიხილავთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Unknown
რით არ დამთავრდა ქართულ ფეხბურთში ეს აფერისტობა? ასე მიყავთ ქართველი ბიჭები ვითომ აგენტებს, თან ამაში თვითონ ფეხბურთელებს თხოვენ ფულს და მერე ეს ბიჭები ანდერლეხტის და სტანდარტის მაგივრად ბევრად დაბალი დონის გუნდებში ხვდებიან ან ისევ საქართველოში ბრუნდებიან. ეს როჯერ ანგოტე კიდე ვინღაა. არა მგონია აგენტი იყოს. არც Vision Foot და არც ანგოტე transfermarkt.com ზე არ არის რეგისტრირებული. გარდა ამისა, ლუკაკუს აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომელიც ამავდროულად, იბრაჰიმოვიჩის და ბალოტელის აგენტიცაა. რაც შეეხება სამუელ ბასტიენს, მისი აგენტი ვერდან ბონტაა და რა ზღაპრებს უყვება ქართველ ფეხბურთელებს ეს ჯაკობია?
winston
ცაიყვანენ ევროპულ დონეზე გაწვრთნიან და მერე თუ გაამართლა კაი ფასში გაყიდიან, თუ ვერ გაამართლა რას კარგავს რო?!
zura
ვახ რა პიარისტები ხართ რა, გეყოთ რა ეს მაიმუნობა. ესე აფუჩებენ ბავშვებსეს ფულის მანიაკები. რა გუბაზა სირცხვილია რა.
ikaaa
dz kai ))) warmatebebi tan axalgazrdebi)) rac meti mit uketesi chveni nakrebistvis )
SHUKOVANI
ბრავო ბრავო! ბელგია კაი თემაა, შეუშვით მანდ ჩვენი ახალგაზრდები, და დაგლიჯავენ მალე!:)
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
ლაშა ჯაკობია "გენტის" ქართველებზე - ორწლიანი კონტრაქტი და დიდი პერსპექტივა
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ლოკომოტივი-დილა 4:2 - ზედიზედ მეოთხე და ორი ავტოგოლი [VIDEO]
"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა აგვისტოს გმირები გაიხსენეს...
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ტრავმების ეპიდემია თბილისის "დინამოში"
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
გიორგი აბურჯანია: როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა...
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
"ლილი" თუ "მონაკო"? - ქართველების ფრანგულ-ბელგიური შანსი
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივმა" "დილას" მოუგო
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სან მარინოში გაემგზავრა
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
სანდრო გურეშიძე: ფეხბურთს ძალიან დიდი მოტივაციით ვუბრუნდები
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ლადო ბურდული: შეიძლება ბოლნისის "სიონში" სპონსორი გამოჩნდეს