კობი ბრაიანტი NBA-ს ყველა დროის სნაიპერთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა
ამ მოვლენას ჯერ კიდევ "სან ანტონიოსთან" შაბათის მატჩში ელოდნენ, მაგრამ გუშინ, "მინესოტასთან" შეხვედრაში მოხდა. მეორე მეოთხედში კობი ბრაიანტმა ორი საჯარიმო მოათავსა კალათში და NBA-ში თავისი მონაგარი 32 293 ქულამდე აიყვანა - ერთით მეტი, ვიდრე ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს აქვს, რომელიც ასოციაციის სნაიპერების ისტორიულ რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფებოდა.

თამაში ცოტა ხნით გაჩერდა, რათა "შავ მამბას" მომენტით ტკბობის საშუალება ჰქონოდა. კობი მილოცვებს იღებდა, ბოლოს კი "მინესოტას" მფლობელმა გლენ ტეილორმა ის ბურთი აჩუქა, რომლითაც ბრაიანტმა ეს ზღვარი გადალახა.

შეხვედრა "ლეიკერსმა" მოიგო, მატჩის შემდეგ კი NBA-ს მრავალრიცხოვანი ლეგენდები ქათინაურებს არ იშურებდნენ კობის მისამართით. კომენტარი გააკეთა მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითებულმა ჯორდანმაც: "ვულოცავ კობის ამ მიღწევას. ეჭვგარეშეა, რომ ის დიადი მოთამაშეა, რომელსაც უდიდესი შრომისმოყვარეობა გააჩნია. კალათბურთისადმი სიყვარული ისეთივე აქვს, როგორიც მე მქონდა. სიამოვნებას ვიღებდი იმის ყურებით, როგორ პროგრესირებდა ის კარიერის განმავლობაში. საინტერესოა, კიდევ რომელ მწვერვალებს დაიპყრობს მომავალში".

"ლეიკერსის" ერთ-ერთმა მთავარმა ლეგენდამ მეჯიქ ჯონსონმა გვერდი ვერ აუარა ბრაიანტისა და ჯორდანის შედარებას: "არასოდეს გვინახავს მოთამაშე, რომელიც ჯორდანს გაუტოლდებოდა და ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ვერასოდეს ვიხილავთ კობის მსგავს მოთამაშეს. ეჭვი არ მეპარება, რომ კობი ყველა დროის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორის შედის".

ახლა ბრაიანტზე ზემოდ მხოლოდ კარლ მელოუნი (36 928) და ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387) არიან. მელოუნამდე 4000 ქულაზე მეტი რჩება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ თამაშობს 36 წლის ბრაიანტი (წელს მისი საშუალო შედეგიანობა 25.4 ქულაა), ეს მანძილი მიუღწეველი სულაც არ ჩანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

del piero 10
ნამდვილი ლეგენდა!
del piero 10
კობიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შაკილ ო'ნილმა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო ხუთეული დაასახელა
ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა! - "ლეიკერსმა" "ატლანტას" შედეგიან კალათბურთში აჯობა [VIDEO]
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
ამერიკის ფოსტალიონი: კარლ მელოუნს 50 წელი შეუსრულდა
NBA-ის სამუდამო რეკორდები
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
მესი მაიკლ ჯორდანს დაეხმარა
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
სულელი სუპერმენი დუაიტ ჰოვარდი
შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
რა არის სტრიტბოლი: ციხე, ქუჩური ჩვევები და ვარსკვლავები
ისტორიები NBA-ს "ოლ სტარზე"
ქარიმ აბდულ ჯაბარმა 4 საჩემპიონო ბეჭედი გაყიდა და თანხა ახალგაზრდების განათლებას მოახმარა
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი
კარლ მელოუნმა ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მაიკლ ჯორდანი არ შეიყვანა!
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა