ჩემპიონთა რბოლა შოტლანდიელმა პილოტმა მოიგო
ბარბადოსში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა "ჩემპიონთა რბოლა" - შოუ, რომელშიც ნებისმიერი საავტომობილო სერიის წარმომადგენლები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ტრადიციულად, პირველ დღეს გუნდურ პირველობაში ეროვნებათა თასი გათამაშდა.

ტურნირში რვა ნაკრები მონაწილეობდა, მათ შორის, ადგილობრივი გუნდი. იმის მიუხედავად, რომ ბარბადოსის ნაკრებში ცნობილი პილოტები არ იყვნენ, მასპინძელმა ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც დამატებით რბოლაში წააგო შოტლანდიის გუნდთან, რომლის ღირსებას დევიდ კულტჰარდი და სიუზი ვოლფი იცავდნენ.

მეორე ნახევარფინალში ჩრდილოური ქვეყნების ნაკრები, ტომ კრისტენსენისა (დანია) და პეტერ სოლბერგის (ნორვეგია) შემადგენლობით, საფრანგეთის ნაკრებს გაუსწორდა, რომელიც რომენ გროსჟანითა და ესტებან ოკონით იყო დაკომპლექტებული.

ფინალში ჩრდილოელებს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ, რადგან პილოტები მათთვის უფრო ნაცნობი მანქანის საჭესთან ისხდნენ. შედეგად, "ლე მანის 24 საათის" მრავალგზის გამარჯვებულმა კრისტენსენმა იოლად აჯობა სიუზი ვოლფს, კულტჰარდმა კი რალიში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი პეტერ სოლბერგი დაამარცხა იმის მიუხედავად, რომ მათი დუელი რალი-კროსის მანქანით (Volkswagen Polo RX) მიმდინარეობდა.

ეროვნებათა თასის ბედი ფინალურ რბოლაში გაირკვა, რომელშიც კრისტენსენი და კულტჰარდი სტარტზე Ariel Atom-ის მანქანებით გავიდნენ. ბოლო მოსახვევამდე პილოტები ერთად მოძრაობდნენ, მაგრამ საფინალო ვირაჟზე კულტჰარდის შეცდომა შოტლანდიის ნაკრებს წაგებად დაუჯდა. შედეგად, ეროვნებათა თასი ჩრდილოეთის ქვეყნების ნაკრებმა მოიპოვა.

მეორე დღეს ინდივიდუალური პირველობა გაიმართა და დევიდ კულტჰარდი უკონკურენციო იყო. ფინალში შოტლანდიელმა ორ რბოლაში დაამარცხა "მერსედესის" ტესტპილოტი და DTM-ის სერიის მრბოლელი პასკალ ვერლიაინი.

კულტჰარდმა ყველა დუელის მოგება შეძლო: ჯერ ჯგუფში სამიდან სამი გამარჯვება გაიფორმა, შემდეგ პლეი ოფში აჯობა პეტერ სოლბერგსა და ჯეიმი უინკაპს. ფინალში, სადაც ორ მოგებამდე იყო ბრძოლა, მან ასევე შანსი არ დაუტოვა ვერლიაინს. ასე რომ, ორი დღის განმავლობაში კულტჰარდმა მხოლოდ ერთხელ წააგო - ფინალური რბოლა ეროვნებათა თასზე ტომ კრისტენსენთან.

2014 წლის "ჩემპიონთა რბოლის" მთავარი მოულოდნელობა გახდა ნახევარფინალში ორი ახალგაზრდა დებიუტანტის - ესტებან ოკონისა და პასკალ ვერლიაინის გასვლა. მეოთხედფინალში მათ ამერიკელებს - რაიან ჰანტერ-რეისა და რობი გორდონს აჯობეს. მეორე სიურპრიზი გახდა ჯგუფურ ეტაპზე კრისტენსენის სამიდან სამი წაგება, აგრეთვე, წინა "ჩემპიონთა რბოლის" გამარჯვებულის, რომენ გროსჟანის ჯგუფში ჩარჩენა.

აღვნიშნავთ, რომ დევიდ კულტჰარდისთვის ეს იყო კარიერაში პირველი გამარჯვება "ჩემპიონთა რბოლაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
[VIDEO] კეინმა დუბლით ინგლისი 1/8-ფინალში გაიყვანა
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა