გაახარა თუ არა ვალდანომ ჟოზე?

მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ იანვარში კლუბი ერთ ფეხბურთელსაც არ გაყიდის. არგენტინელმა ფუნქციონერმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება კაკას შესაძლო გასხვისებაზე და ამის პერსპექტივა გამორიცხა. იანვრის თვეში "რეალიდან" წასვლის კანდიდატები არიან: კაკა, სერხიო კანალესი, მაჰამადუ დიარა, ლასანა დიარა და ესეკიელ გარაი. ვალდანომ აღნიშნა, რომ ეს ხუთეული "რეალში" რჩება.

ვალდანომ ჟოზე მოურინიოს ცუდი ამბავიც ამცნო - "რეალი" არ გაყიდის, მაგრამ არც შეიძენს. ყოველ შემთხვევაში, ტრავმირებული გონსალო იგუაინის ნაცვლად ფორვარდის დამატებას არ აპირებენ. არადა, პორტუგალიელი უპირველესად ამას ითხოვდა ხელმძღვანელობისგან. "ყველაფერი ძველებურად დარჩება ამ სატრანსფერო სეზონის შემდეგაც "რეალში", მე ამის მჯერა. შეიძლება, რომელიმე ფეხბურთელი დაიმატოს "რეალმა", თუმცა საამისოდ სპეციალურად არ ვიღწვით, არავის ვეძებთ და არც ვაკვირდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როდის დაბრუნდება იგუაინი, გვჯერა, რომ მალე, ჩვენ არ ვაპირებთ მისი სრულფასოვანი შემცვლელის ყიდვას", - განაცხადა ვალდანომ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე.

ამით არგენტინელს სურდა ბოლო მოეღო იმ ჭორებისთვის, რაც ბოლო დროს ვრცელდება ესპანურ თუ იტალიურ მედიაში, რამდენად გამოუვიდა, უახლოესი დღეები გვიჩვენებს.

სხვათა შორის, ვალდანომ "ოქროს ბურთის" ყველაზე ღირსეულ ნომინანტად ბარსელონელი ჩავი დაასახელა და სურვილი გამოთქვა, ტიტული სწორედ ჩავიმ მოიგოს: "სამივე კანდიდატი ვირტუოზია, მაგრამ წლეულს ჩავიმ ყველაზე სტაბილურად ითამაშა და პრიზიც მას ეკუთვნის".

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა