ვინ რამდენ ლარს მიიღებს - პრემიები და სტიმული სპორტსმენებისთვის
საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 6 იანვრის ნომერ 39-ე დადგენილება "საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" შესახებ გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

ის ქართველ სპორტსმენებს დიდ სიკეთეს ჰპირდება. განსაკუთრებით - მომავალი წლიდან, როცა სალიცენზიო შეჯიბრებები გახურდება, ფედერაციები კი აქამდე უპრეცედენტო მატერიალურ წახალისებას მიიღებენ - 85 ათას ლარს ყოველ მოპოვებულ ლიცენზიაზე.

ადრე მსგავსი რამ საერთოდ არ ხდებოდა ქართულ სპორტში, თუმცა უცხოეთში აპრობირებული და მიღებული პროექტია. უდავოა - ეს დიდი სტიმული იქნება ჩვენი ფედერაციებისთვის.

ახალი დადგენილებით მკაფიოდ განისაზღვრა საპრემიო თანხა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, ოლიმპიადაზე მოპოვებული წარმატებისთვის, აგრეთვე - გუნდურ სახეობებში მიღწეულისთვის.

ეს აქამდეც ხდებოდა და ამაში ნოვაცია არაფერია, თუ ზოგ შემთხვევაში საპრემიო თანხის გაზრდილ ოდენობას არ მივიჩნევთ, მაგრამ ის კი სიახლეა, რომ საპრემიო სიაში შევიდა მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც. სამწუხაროდ, ჩამონათვალში არაა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები.

ახალი დადგენილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ჯილდოდ 170 000 ლარს მიიღებს, ვერცხლისმედალოსანი - 102 000-ს, ბრინჯაოსპრიზიორს კი 68 000 ლარი ერგება.

ამასთან, ოლიმპიადაზე დაჯილდოვდებიან კიდევ სამ მომდევნო საფეხურზე გასული სპორტსმენები, რაც ადრეც ხდებოდა და ამაში სიახლე არაა. თუმცა ხაზგასმით შევნიშნავთ, რომ ეს ეხება მხოლოდ ოლიმპიადას და არ ვრცელდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

ოლიმპიურ თამაშებზე IV ადგილის სარგო 20 400 ლარია, V-სი - 13 600, VI ადგილისა კი - 6 800 ლარი.

გუნდურ სახეობაში ოლიმპიადაზე გამარჯვება 340 ათას ლარადაა შეფასებული, მეორეზე გასვლა - 204 ათასად, მესამეზე - 136 ათასად, დანარჩენი სამი ადგილი კი ასეა შეფასებული: შესაბამისად, 40 800, 27 200 და 13 600 ლარი.

მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებისთვის ათლეტი ჯილდოდ 85 000 ლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 68 000-ს, მესამე პრიზიორი - 51 000-ს, თუმცა ამ ყველაფერს ქვემოთ მოცემულ ცხრილში დეტალურად იხილავთ და აქ დაწვრილებით არ შევჩერდებით, მხოლოდ რამდენიმე საყურადღებო დეტალზე ვისაუბრებთ.

როგორც გითხარით, ამიერიდან საპრემიო ანაზღაურებას მიიღებენ მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადების მედალოსნებიც. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ განკარგულებით, სროლის სახეობებში (ტყვიისა და სასტენდო სროლა) და "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში მსოფლიოს თასი გაიგივებულია მსოფლიოს ჩემპიონატთან, ანუ მისი გამარჯვებულებიც ზუსტად იმავე ნიხრით დაჯილდოვდებიან, თუმცა დოკუმენტში ეს შეჯიბრებები ცოტა გაურკვევლად წერია.

იქ წერია, რომ "მე-2 მუხლით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება სროლის სახეობებში მსოფლიოს თასის ფინალურ გათამაშებასა და ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს თასზე მიღწეულ ანალოგიურ შედეგებზე".

ბუნდოვანი სწორედ ესაა - რა იგულისხმება სროლის სახეობებში მსოფლიოს თასის ფინალურ გათამაშებაში ან - ჭიდაობების მსოფლიოს თასზე? სავარაუდოდ, ტყვიის სროლაში იგულისხმება მსოფლიოს სუპერთასი და არა მსოფლიოს თასის ცალკეული ეტაპები, რაც წელიწადში ოთხჯერ ტარდება...

ჭიდაობებში "მსოფლიოს თასი" ამ სახელწოდებით საერთოდ არაა. იქაა "ოქროს დიდი პრიზი", რაც სეზონში ორჯერ იმართება და ამას მოსდევს "ოქროს დიდი პრიზის ფინალური ეტაპი". ნუთუ, ეს შეჯიბრება იგულისხმება? სამაგიეროდ, ჭიდაობებში ევროპის თასი გათანაბრებულია ევროპის ჩემპიონატთან.

ასევე გაურკვეველია, ანაზღაურდება თუ არა მშვილდოსნობაში მსოფლიოს თასის ეტაპები? არადა, ზემოთ ციტირებული მუხლი ეხება ამ ბუნდოვან ტურნირებში არა მარტო პირად, არამედ გუნდურ პირველობებში მოპოვებულ შედეგებსაც.

ამასთან, ჩოგბურთში გუნდური შეჯიბრებები - დევისის თასი ვაჟებში და ფედერაციის თასი ქალებში, ანუ აქაც მოპოვებული წარმატებები ზუსტად იმავე ოდენობის პრემიას ითვალისწინებს, რასაც - მსოფლიოზე გუნდურში მოპოვებული წარმატება.

სპორტსმენთა გარდა, პრემიებს მიიღებენ პირადი თუ ნაკრების ექიმები, ფედერაციების ადმინისტრაციული პერსონალი, სამედიცინო ჯგუფი, ხოლო ჩვეულებრივ თუ ახალგაზრდულ ოლიმპიადებზე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაც... მწვრთნელები შეგირდთა საპრემიო თანხის ზუსტად ნახევარ-ნახევარს მიიღებენ - პირადებიც და ნაკრებებისაც.

ოღონდ ერთი განმარტება აქაც - პირადი პირველობის შემთხვევაში ეს 50 პროცენტი კი არ ნაწილდება მწვრთნელებს შორის, არამედ პირადი მწვრთნელიც შეგირდის საპრემიო თანხის ნახევარს მიიღებს და - ნაკრებისაც.

სამედიცინო პერსონალს გუნდის მიერ მოპოვებული ჯამური საპრემიო თანხის 30 პროცენტი გადაეცემა, ფედერაციის ადმინისტრაციულ ჯგუფს - ასევე ჯამური თანხის 10 პროცენტი, ხოლო ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციას - ჯამური თანხის 20 პროცენტი.

აქვე შევნიშნავთ, რომ ყველა ეს წესი ვრცელდება ზამთრის ოლიმპიადებზეც და პარალიმპურ შეჯიბრებებზეც, ოღონდ ამათთან - მხოლოდ უფროსებში: პარალიმპურ ოლიმპიადებზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მსოფლიოს თასებზე...

როგორც გითხარით, ახალი დოკუმენტის მთავარი სიახლე ის პუნქტია, რომლის მიხედვითაც ყველა ფედერაცია ზაფხულისა თუ ზამთრის ოლიმპიადებისთვის მოპოვებულ თითოეულ ლიცენზიაზე მიიღებს 85 000 ლარს, ხოლო მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშებისთვის - 17 000-ს, რაც ნამდვილად არაა მცირე თანხა. თუმცა ეს ჯილდო არ გავრცელდება ეგრეთ წოდებულ ველურ ბარათებზე, მხოლოდ თავისით მოპოვებულ საგზურებზე იმოქმედებს.

ოლიმპიური სახეობების გარდა, სახელმწიფო საპრემიო ანაზღაურებას აწესებს ოთხ არაოლიმპიურ სახეობაზეც: სამბო, მკლავჭიდი, ჭადრაკი და რაგბი - 15-კაცაც და 7-კაცაც. თანაც, ეს ეხება არა მარტო ეროვნულ, არამედ ასაკობრივ ნაკრებებსაც, თუმცა, ბუნებრივია, მათი ანაზღაურება უფრო ნაკლებია ოლიმპიურებისაზე. თუმცა ჭაბუკებში პრემიას მიიღებენ მხოლოდ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სხვა მედალოსნები - არა.

ამასთან, მწვრთნელები და სამედიცინო პერსონალი იმავე ნიხრით დაჯილდოვდებიან.

საინტერესოა გუნდურ სახეობებში დაწესებული პრემიებიც... ფეხბურთში ეს დიდი ხანია არ "გვემუქრება", მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის 1 360 000 ლარს მიიღებს, იქ ყოველ მოგებულ თამაშზე - კიდევ დამატებით 340 000-ს, ხოლო საპრიზო ადგილზე გასვლისთვის ამ ყველაფერს კიდევ დაემატება ჯილდოები: ჩემპიონობისთვის - 3 400 000, მეორეზე გასვლისთვის - 2 550 000, ხოლო მესამე ადგილისთვის - 1 700 000 ლარი.

წახალისება იქნება ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზეც, ოღონდ იქ ნიხრები შედარებით დაბალია, თუმცა საერთოა ის პრინციპი, რომ პრემიას მიიღებენ ფინალურ ეტაპზე მოხვედრის, იქ მოპოვებული თითოეული გამარჯვებისა და საპრიზო ადგილზე გასვლისთვის. თან ეს ეხებათ ასაკობრივ ნაკრებებსაც - ახალგაზრდებს, 20, 19 და 17-წლამდელებს.

აი, უფრო რეალურია კალათბურთელებზე ლაპარაკი, რომლებმაც უკვე გაინაღდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, რისთვისაც ჯილდოდ 255 000 ლარს მიიღებენ. იქ პირველ ეტაპზე ქვეჯგუფში მოპოვებული ყოველი მოგებისთვის დამატებით კიდევ 85 ათასით დაჯილდოვდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ მეორე ეტაპზე გავლენ, ანუ 12 საუკეთესოს შორის, ჯილდოდ კვლავ 255 ათასს მიიღებენ, ხოლო იქ მოპოვებული თითოეული წარმატება უკვე 170 ათასად შეფასდება.

ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლები ხელისუფლებამ ასე შეაფასა (ადგილების თანმიმდევრობის მიხედვით): I - 850 000, II - 680 000 და III - 510 000 ლარი.

მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპზე გასვლა ასევე 510 000 ლარი "ღირს", იქ პირველ ეტაპზე მოპოვებული ყოველი წარმატება 170 000-დაა შეფასებული, მეორე ეტაპზე გასვლა - ისევ 510 000-ად, ხოლო იქ თითო გამარჯვება 340 ათასად. საპრიზო ადგილები ასეა შეფასებული: I - 1 700 000 ლარი, II - 1 360 000, III - 1 020 000 ლარი. რატომღაც დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ოლიმპიადაზე და ასაკობრივ ნაკრებებზე, ეს პრემიები მხოლოდ ეროვნულს ეხება.

სხვა სახეობებში დაწესებულ ჯილდოებს ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილავთ, ჩვენ კი ერთ გაურკვევლობაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას: როგორც ვხედავთ, ჩამონათვალში ყველგან ლაპარაკია ეროვნულ ვალუტაზე - ლარზე, მსგავსი დოკუმენტისთვის ტრადიციული ფრაზა - "დოლარი" (შესაბამისი კურსით - ლარში) კი არსად ჩანს.

არადა, ცხრილში მოყვანილ თანხებს კარგად დაკვირვებაც არ უნდა იმის დასაანგარიშებლად, რა კურსითაა გამოყვანილი ეს თანხები. ამ ნიხრების მიხედვით, დოლარი ლართან ნაანგარიშებია, როგორც 1,7. თუ ეს ასე არაა, მაშინ საიდანაა აღებული, მაგალითად, ოლიმპიურ ჩემპიონობაზე 170 000 ლარი და არა, ვთქვათ, 150 000 ან 200 000? საინტერესოა, რა კურსით გადაუხდიან სპორტსმენებს პრემიას ახლა, როცა ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია?

ისე, ამბობენ, რომ განკარგულების თავდაპირველ ვარიანტში მართლაც იყო ზემოხსენებული ჩანაწერი: დოლარი, შესაბამისი კურსით ლარში, მაგრამ მოგვიანებით "მოტეხესო"...

სპორტის ინდივიდუალური სახეობები

1. ოლიმპიური თამაშები

I ადგილი - 170 000 ლარი, გუნდური პირველობა - 340 000

II ადგილი - 102 000 ლარი, გუნდური - 204 000

III ადგილი - 68 000 ლარი, გუნდური - 136 000

IV ადგილი - 20 400 ლარი, გუნდური - 40 800

V ადგილი - 13 600 ლარი, გუნდური - 27 200

VI ადგილი - 6 800 ლარი, გუნდური - 13 600

2. მსოფლიოს ჩემპიონატი. უფროსები

I. 85 000, გუნდური - 170 000

II. 68 000, გუნდური - 136 000

III. 51 000, გუნდური - 102 000

ევროპის ჩემპიონატი

I. 51 000, გუნდური - 102 000

II. 34 000, გუნდური - 68 000

III. 25 500, გუნდური - 51 000

ახალგაზრდები, მსოფლიოს ჩემპიონატი

I. 34 000, გუნდური - 68 000

II. 25 500, გუნდური - 51 000

III. 17 000, გუნდური - 34 000

ევროპის ჩემპიონატი

I. 25 500, გუნდური - 51 000

II. 17 000, გუნდური - 34 000

III. 8 500, გუნდური - 17 000

ჭაბუკები. მსოფლიოს ჩემპიონატი

I. 17 000, გუნდური - 34 000

II. 10 200, გუნდური - 20 400

III. 6 800, გუნდური - 13 600

ევროპის ჩემპიონატი

I. 8 500, გუნდური - 17 000

II. 5 100, გუნდური - 10 200

III. 3 400, გუნდური - 6 800

მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები

I. 42 500

II. 25 500

III. 17 000

სამბო

უფროსები. მსოფლიოს ჩემპიონატი

I. 17 000

II. 8 500

III. 5 100

ევროპის ჩემპიონატი

I. 8 500

II. 5 100

II. 1 700

ახალგაზრდები. მსოფლიოს პირველობა

I. 5 100

II. 3 400

III. 1 700

ევროპის ჩემპიონატი

I. 3 400

II. 1 700

III. 850

ჭაბუკები. მსოფლიოს ჩემპიონატი

I. 3 400

ევროპის ჩემპიონატი

I. 1 700

მკლავჭიდი

მსოფლიოს ჩემპიონატი, უფროსები

I. 17 000

II. 8 500

III. 5 100

ევროპის ჩემპიონატი

I. 8 500

II. 5 100

III. 1 700

ახალგაზრდები. მსოფლიოს ჩემპიონატი

I. 5 100

II. 3 400

III. 1 700

ევროპის ჩემპიონატი

I. 3 400

II. 1 700

III. 850

ჭაბუკები. მსოფლიო

I. 3 400;

ევროპა

I. 1 700.

ჭადრაკი

ეროვნული ნაკრები. ოლიმპიადა

I. 170 000

II. 119 000

III. 85 000

IV. 51 000

V. 34 000

VI. 17 000

მსოფლიოს ჩემპიონატი

I. პირადი - 17 000, გუნდური - 34 000

II. პირადი - 11 900, გუნდური - 25 500

ევროპის ჩემპიონატი

I. პირადი - 11 900, გუნდური - 25 500

II. პირადი - 8 500, გუნდური - 17 000

III. პირადი - 5 100, გუნდური - 10 200

20-წლამდელები, მსოფლიო

1. 8 500

II. 5 100

III. 3 400

16 და 18-წლიანები. მსოფლიო

I. 5 100

II. 3 400

III. 1 700

ევროპა

I. 3 400

II. 1700

III. 850

ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები. მსოფლიოს ჩემპიონატი

ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის - 1 360 000

იქ მოპოვებული თითოეული გამარჯვებისთვის - 340 000

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილზე გასვლისთვის:

I. 3 400 000

II. 2 550 000

III. 1 700 000

ევროპის ჩემპიონატი

ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის - 850 000

იქ მოპოვებული თითოეული მოგებისთვის - 170 000

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საპრიზო ადგილზე გასვლისთვის:

I. 1 700 000

II. 1 360 000

III. 1 020 000

ახალგაზრდული ნაკრები

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისთვის - 340000

იქ მოპოვებული თითოეული წარმატებისთვის - 85 000

საპრიზო ადგილზე გასვლისთვის:

I. 680 000

II. 510 000

III. 340 000

ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვება - 510 000

ოლიმპიური ნაკრები

ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება - 170000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 1 700 000

II. 1 360 000

III. 1 020 000

20-წლამდელთა ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატი

ფინალურ ეტაპზე გასვლა - 255 000

იქ მოპოვებული თითოეული გამარჯვება - 85 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 1 020 000

II. 680 000

III. 510 000

19-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატი

ფინალურ ტურნირში გასვლა - 170 000

იქ მოპოვებული თითოეული გამარჯვება - 51 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 510 000

II. 340 000

III. 255 000

17-წლამდელთა ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატი

ფინალურ ტურნირში გასვლა - 170 000

იქ მოპოვებული თითოეული გამარჯვება - 51 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 510 000

II. 340 000

III. 170 000

ევროპის ჩემპიონატი

ფინალურ ტურნირში გასვლა - 85 000

იქ მოპოვებული თითოეული გამარჯვება - 34 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 255 000

II. 170 000

III. 85 000

კალათბურთი

ეროვნული ნაკრები. ევროპის ჩემპიონატი

ფინალურ ტურნირში გასვლა - 255 000

იქ პირველ ეტაპზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება - 85 000

ფინალური ტურნირის პირველი ეტაპიდან გასვლა - 255 000

მეორე ეტაპზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება - 170 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 850 000

II. 680 000

III. 510 000

მსოფლიოს ჩემპიონატი

ფინალურ ტურნირში გასვლა - 510 000

იქ პირველ ეტაპზე მოპოვებული თითოეული მოგება - 170 000

მეორე ეტაპზე გასვლა - 510 000

მეორე ეტაპზე მოპოვებული თითოეული მოგება - 340 000

საპრიზო ადგილზე გასვლა -

I. 1 700 000

II. 1 360 000

III. 1 020 000

რაგბი

7-კაცა რაგბიში ვაჟთა და ქალთა ეროვნული გუნდები

ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება - 255 000

მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება - 170 000

მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე მოპოვებული თითოეული მოგება - 42 500

ფირა-ირბ-ის ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ-სარეიტინგო შეხვედრებში მოგება - 5 100

ირბ-ის მსოფლიოს სერიის შესარჩევ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვება - 34 000

ირბ-ის მსოფლიოს სერიის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვება - 51 000

ირბ-ის ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ სარეიტინგო შეხვედრებში გამარჯვება - 7 650

15-კაცა რაგბი, ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე გასვლა - 680 000

იქ მოპოვებული თითოეული გამარჯვება - 170 000

ერთა თასის მოპოვებისთვის - 170 000

ფირა-ირბ-ის ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ სარეიტინგო შეხვედრებში გამარჯვება - 59 500

ხელბურთი, წყალბურთი, ფრენბურთი

ეროვნული ნაკრები

ოლიმპიადაზე გასვლა - 340 000

იქ მოპოვებული თითოეული მოგება - 85 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 850 000

II. 510 000

III. 340 000

მსოფლიოს ჩემპიონატი

ფინალურ ტურნირში გასვლა - 255 000

იქ მოპოვებული თითოეული მოგება - 85 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 680 000

II. 340 000

III. 255 000

ევროპის ჩემპიონატი

ფინალურ ტურნირში გასვლა - 170 000

იქ მოპოვებული თითოეული მოგება - 51 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 425 000

II. 255 000

III. 170 000

ახალგაზრდული ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატი

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლა - 136 000

იქ მოპოვებული თითოეული მოგება - 25 500

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 170 000

II. 119 000

III.85 000

ევროპის ჩემპიონატი

ფინალურ ტურნირში გასვლა - 85 000

იქ მოპოვებული თითოეული მოგება - 17 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 119 000

II. 85 000

III. 51 000

ჭაბუკთა ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატი

ფინალურ ეტაპზე გასვლა - 102 000

იქ მოპოვებული თითოეული მოგება - 17 000

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 85 000

II. 51 000

III. 34 000

ევროპის ჩემპიონატი

ფინალურ ეტაპზე გასვლა - 68 000

იქ მოპოვებული თითოეული მოგება - 8 500

საპრიზო ადგილზე გასვლა:

I. 68 000

II. 34 000

III. 25 500

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლი თავაძე
რაგბის ქომაგი თელავიდან: წესით, უნდა მიიღოს, რადგან დადგენილებაში წერია, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეო, დადგენილება კი ამა წლის 6 იანვარსაა მიღებული. 15–კაცა რაგბისთვის პრემიები ასეთია: მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე გასვლა – 680 000 ლარი იქ მოპოვებულ თითოეულ გამარჯვებაზე – 170 000 ლარი ერთა თასის მოპოვება – 170 000 ლარი პ.ს. დადგენილებაში არაფერი წერია მსოფლიოს თასის მოპოვებაზე. გასაგებია, რომ დღეს ამას ნაკლებად ველოდებით, მაგრამ ფეხბურთსა და კალათბურთში ყოველი საპრიზო ადგილი გარკვეულ საპრემიო თანხადაა შეფასებული.
ბერჯავახი
დააზესოსო რამდენიმე ტრილიონი დოლარი მთავრობამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჩემპიონობაზე და იყოს მშვიდათ :) რას დაკარგავს რო ?

რატო არ მიქვეყნებთ კომენტარს?
რაგბის ქომაგი თელავიდან
რაგბის ნაკრები მიიღებს ამ სარგოს უკვე მოპოვებული 2015წლის ჩემპიონატის საგზურისთვის??
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა