სეზონის ბოლოა და საუკეთესო სპორტსმენებს არა მარტო ცალკეულ ქვეყნებში ითვლიან, არამედ - საერთაშორისო ფედერაციებშიც
სეზონის ბოლოა და საუკეთესო სპორტსმენებს არა მარტო ცალკეულ ქვეყნებში ითვლიან, არამედ - საერთაშორისო ფედერაციებშიც.

გასაგებ მიზეზთა გამო ამ ნიხრით წლეულს დასათვლელი ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძიუდო წონის ყველაფერს.

აქ ნომინანტთა გამოსავლენად ფრიად მარტივი სისტემა აქვთ - რეიტინგი, რომელშიც ყველაფერი სრულად აისახება. თუმცა, ბევრი საერთაშორისო ფედერაციისგან განსხვავებით, ძიუდოში ამასაც ფინანსური მოტივიც დაერთო - ლიდერები 10 000 დოლარს იღებენ, ოღონდ ეს არაა ყველაფერი.

წლევანდელ სეზონს თავისი წონის ლიდერად ორი ჩვენებური რომ ამთავრებს, უკვე გაცნობეთ - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ვალერი ლიპარტელიანი (90). ამისთვის მათ 10-ათასიანი ჯილდო განაღდებული აქვთ, თუმცა ჭრიკიშვილი ამას არ დააჯერეს და 50 000 დოლარს აძლევენ.

საქმე ისაა, რომ მისი მაჩვენებელი საუკეთესოა ვაჟთა შორის - 3610 ქულა აქვს, როცა 3000-იან მიჯნას ვერავინ უახლოვდება. ეგ კი არა, 2 000 ქულასაც მხოლოდ ოთხი გადასცდა - მონღოლი ბოლდბაატარ განბატი (60; 2676 ქ), ლიპარტელიანი - 2 470, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი (100; 2 588) და ფრანგი ტედი რინერი (+100; 2 500).

ქალებში ჭრიკიშვილის მსგავსი წარმატება კოსოვოელ ოლიმპიურ პრიზიორს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონ მაილინდა კელმენდის (52) აქვს, მაგრამ მისი შედეგი კიდევ უფრო თვალშეუდგამია - 4 230!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, მსოფლიოში ძიუდოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის 40 000 დოლარით აჯილდოებს რინერის, ვინც ოლიმპიური, ევროპის - 3 და მსოფლიოს 7-გზის გამარჯვებულია და ბერძენთა ქართველ ევროპის, ოლიმპიურსა და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონ ილიას ილიადისს (90).

ამდენად, რაც დრო გადის, რეიტინგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - გარდა იმისა, რომ ის ძალზე მნიშვნელოვანია განთესვისთვის და ტურნირზე დასაწყისში ძლიერების ერთმანეთთან დაპირისპირებას გამორიცხავს (რითაც შეჯიბრებაც იგებს და პროცესიც უფრო მეტად ჯდება ლოგიკის ჩარჩოში), ამას ახლა ფინანსური საკითხიც დაემატა.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ ჭრიკიშვილმა შარშანაც მიიღო 10-ათასიანი პრემია, როგორც თავისი წონის საუკეთესომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

judo
ასეა უცხოელები აფასებენ ჩვენ პრემიებს ვუნახევრებთ
ana
თითქმის ყველაფერი კი არა ყველაფერი მოიგო წელს მარტო ძიგარო კანოზე აიღო მესამე ადგილი ესეც მსაჯის არასწორი გადაწყვეტილების გამო .დანარჩენი სულ ოქრო იყო :3 ძიუდო ერთადერთი სპორტია სადაც წარმატება გვაქვს და ასეთი მაგარი სპორტსმენები გვყავს და ეს უნდა დააფასონ ბევრმა არ იცის საერთოდ რა არის ძიუდო :/ ფეხბურთელებისთვის ფულის ყრას ჯობია იმ სპორტის სახეობებს მიხედონ სადაც წარმატებები გვაქვს
ana
თითქმის ყველაფერი კი არა ყველაფერი მოიგო წელს :3 მარტო ძიგარო კანოზე აიღო მესამე ადგილი
ზაზა
ძიუდო ერთადერთი სპორტია სადაც ქართველებს ჩვენი სიტყვა გვეთქმის.წელს ჭრიკიშვილმა თითქმის ყველაფერი მოიგო და ღირსეულად იკავებს რეიტინგში ლიდერის პოზიციას.ვულოცავ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.
giorgi
არენაზე გამოჩენის დღიდან ვაკვირდები ავთანდილს და დიდი ხანია დავრწმუნდი: ლამაზ ოჯახშია გაზრდილი-სიყვარულითა და მზვრუნველობით.ქართველი ახალგაზრდისათვის აუცილებელი ყველა საუკეთესო თვისება მასშია თავმოყრილი;ამიტომაა სწორედ,რომ ის ძიუ-დოს კი არა-ქართულ ჭიდაობას აჩვევს მსოფლიოს.მისი სპორტისადმი პატიოსანი დამოკიდებულება მაფიქრებინებს,რომ ჩვენ ავთანდილით კიდევ დიდხანს ვიამაყებთ. გმადლობ ავთანდილ ! ევროპაში დიდ პატივს გცემენ.( რა თქმა უნდა მსოფლიოშიც,მაგრამ მე ევროპაში ვხედავ და იმიტომ ავღნიშნე უპირველესად. ).
givi
კარგია ვულოცავ ავთოს, მაგრამ უაზრო კანონის გამო მთავრობა წილში ჩაუჯდება, მომავალ წელს ქონებრივ დეკლარაციის ჩაბარებასაც მოთხოვენ, უაზრობაა და სისულელე ეს ყველაფერი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..