საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში" ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი კვლავაც მასშტაბურად ჩატარდა
თითქმის ერთი კვირის განმავლობაში საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" საფეხბურთო "ოაზისად" იყო ქცეული: ტრადიცია არც ახლა დაირღვა და აფხაზეთში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი კვლავაც მასშტაბურად ჩატარდა. ამჯერად, საიუბილეო, XX გათამაშება იყო და ისე როგორც წინა წლებში, "ბენდელას თასზე" ახლაც უამრავ საინტერესო პერსონას შეხვდებოდით: საქართველოს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წევრებს, ლეგიონერებს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების წამყვან მოთამაშეებს და ასე შემდეგ.

რაღა თქმა უნდა, უცვლელი დარჩნენ ტურნირის ორგანიზატორები - ძმების, ქართლოს და კახა ჭუმბურიძეების უდიდესი მონდომებით "ბენდელას თასი" უკვე ორი ათეული წელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გათამაშებაა. ვიდრე ტურნირის დასკვნით დღეზე და გამარჯვებულებზე ვისაუბრებდეთ, ის ორგანიზაციები თუ კომპანიები უნდა ვახსენოთ, ასევე წლების განმავლობაში "ბენდელას თასის" აქტიური მხარდამჭერები რომ იყვნენ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ჩვენც გვინდა გათამაშების ერთ-ერთ ორგანიზატორს ქართლოს ჭუმბურიძეს დავეთანხმოთ და ქვემოთ ჩამოთვლილ კომპანიებს, სპონსორების ნაცვლად ტურნირის მეგობრები უნდა ვუწოდოთ: "იბერია ბიზნეს ჯგუფს", საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თბილისის ფეხბურთის ფედერაციას, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, "ყავა პელეს", "მაკდონალდსს", "სარაჯიშვილს", "ქართულ ტრადიციულ ღვინოს", "კრომბახერს", "ყაზბეგს", "ჯეოსელს", "ოპენ ფან ფუტბოლს" "ოილლენდს", "ალგორითმს".

ტურნირის დასკვნით დღეს ჯერ ძირითადი ტურნირის მესამე ადგილისათვის მატჩი ჩატარდა, სადაც "ბენდელას თასის" ერთ-ერთმა ფავორიტმა "ოქროს თევზმა" გაიმარჯვა. ისე, ამ გუნდს ბევრი მართლაც საბოლოო წარმატებას უწინასწარმეტყველებად (დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით სირაძე, აკაკი კაკაშვილი), მაგრამ ნაადრევად მონათლულ ფინალში ასევე ერთ-ერთ ფავორიტ სეუ-სთან ნახევარფინალში დამარცხდა. დიდებს შორის ფინალამდე, პატარების გადამწყვეტი მატჩი ჩატარდა, სადაც გამარჯვება "შევარდენს" დარჩა. და აი, "ბენდელას თასის" გადამწყვეტი მატჩის დროც დადგა: სეუ და "საბურთალო" მართლაც ღირსეული ფინალისტები იყვნენ და ყოველივე ეს დაძაბულმა და საინტერესო შეხვედრამაც დაადასტურა. ფინალისტებმა მოედანზე შემდეგი შემადგენლობები გამოიყვანეს: რევაზ თევდორაძე, შოთა კუბლაშვილი, დავით ოდიკაძე, გურამ კაშია, გიორგი ჩივაძე, გოჩა ჭოველიძე, ამირან ცხომარია, ლაშა ნოზაძე, ბაჩანა ცხადაძე, გიორგი ნავალოვსკი (სეუ); დავით ლეგაშვილი, დავით სოლოღაშვილი, დავით ხოჭოლავა, ბესიკ ამაშუკელი, სანდრო რეხვიაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, გოგიტა გოგუა, კოტე გაბაშვილი, დავით გოგოლაძე ("საბურთალო").

პირველ ტაიმში შედარებით აქტიურად "საბურთალო" გამოიყურებოდა, რომლის ძირითად ბირთვს გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17 წლამდელთა ნაკრების წევრები წარმოადგენდნენ პლუს სამი გამოცდილი ფეხბურთელი (დავით სოლოღაშვილი, დავით გოგოლაძე, გოგიტა გოგუა); აი, სეუ კი ლეგიონერებისა და საქართველოს ჩემპიონატში მოსპარეზე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. თანაც, ისეთი შთაბეჭდილებაც რჩებოდა, რომ ამ ტიპის მოედნებისათვის "საჭირო" ფეხბურთს სეუ უფრო თამაშობდა, ვიდრე - "საბურთალო". ყოველ შემთხვევაში, იმავე პირველ ტაიმში "საბურთალოს" თუ უფრო მეტი სახიფათო მომენტი ჰქონდა, სამაგიეროდ სეუ უფრო ორგანიზებულად გამოიყურებოდა. შეხვედრის პირველ ნახევარში მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა სეუ-ს მეკარე რევაზ თევდორაძე გახლდათ - "გაგრას" ყოფილმა მეკარემ, სულ მცირე, სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, როცა გიორგი ჭანტურიას, ბესიკ ამაშუკელსა და გოგიტა გოგუას რთული ბურთები აუღო. თვითონ სეუ-ს კი მხოლოდ ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდა, როცა ჰოლანდიური "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია ეფექტური დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას.

დაძაბულობა არც მეორე ტაიმს აკლდა, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, როცა ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველმა დავით ოდიკაძემ შორეულ დარტყმით ბურთი დავით ლეგაშვილისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა. გაშვებული გოლის შემდეგ "საბურთალომ" ზედიზედ რამდენიმე შეტევა მიიტანა მეტოქის კართან, მაგრამ უშედეგოდ; თანაც, რევაზ თევდორაძეც კვლავაც უშეცდომოდ თამაშობდა და ამას გარდა, გიორგი ჭანტურიასა და დავით გოგოლაძის დარტყმების შემდეგ ბურთი ორჯერ მოხვდა სეუ-ს კარის ძელს. თავის მხრივ, სეუ კვლავაც გონივრულად აკონტროლებდა თამაშის რიტმს და მატჩის მეორე გოლიც, ალბათ, ლოგიკურიც იყო: გიორგი ჩივაძემ კუთხურიდან უზუსტესი პასით ბაჩანა ცხადაძე მოძებნა და ბაქოს "ინტერის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა თავის გუნდს ორბურთიანი უპრატესობა მოუპოვა. მატჩის ბოლომდე ორივე გუნდს ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ყველაზე რეალური შანსი მაინც ლაშა ნოზაძეს ჰქონდა, მაგრამ დავით ლეგაშვილმა კარი დროულად დატოვა. ამ ეპიზოდში ერთ რამედ ღირდა გიორგი ჩივაძის მართლაც ზღაპრული პასის ხილვა, - დიდი "დინამოს" ლეგედარული კაპიტნის ალექსანდრე ჩივაძის ვაჟმა მთელი ტურნირი ჩინებულად ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად გახდა კიდეც "ბენდელას თასის" ამ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი. აქვე, ტურნირის სხვა ნომინანტებსაც გაგაცნობთ: საუკეთესო მეკარე - რევაზ თევდორაძე, საუკეთესო არბიტრი-შოთა ქუხილავა, "ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი"-დავით დუიშვილი, საუკეთესო ბომბარდირი კი 7 გატანილი გოლით დავით მუჯირი გახდა; ისე, ვინ მოსთვლის, "მუმუს" რამდენი ინდივიდუალური პრიზი აქვს მოპოვებული "ბენდელას თასზე".

დაბოლოს, სპეციალურ პრიზებზეც, რომლებიც გადაეცათ დავით ოდიკაძესა და სეუ-ს რექტორს გია კავთელაშვილს; ამას გარდა "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" ასევე სპეციალური პრიზი დააწესა ქართული ფეხბურთის ამაგდარი პიროვნებისათვის, "ბენდელას თასის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მონაწილისა და ორგანიზატორისათივს, ბატონი თენგიზ კუბლაშვილისთვის. ეს პრიზი კი შვილიშვილმა, სეუ-ს შემადგენლობაში ტურნირის გამარჯვებულმა შოთა კუბლაშვილმა ჩაიბარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა