თბილისის ჭადრაკის სასახლეში 12 იანვარს დაიწყება და 27-ში დამთავრდება საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი

თბილისის ჭადრაკის სასახლეში 12 იანვარს დაიწყება და 27-ში დამთავრდება საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი. შეჯიბრებაში 16 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაებმება ნოკაუტსისტემით - მედლებისთვის იბრძოლებენ: მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, თამაზ გელაშვილი, დავით არუთინიანი, ლევან ფანცულაია, კონსტანტინე შანავა, თორნიკე სანიკიძე, დავით ბენიძე, დავით ჯოჯუა, გიორგი მარგველაშვილი, მალხაზ სულაშვილი, ლუკა პაიჭაძე, შოთა აზალაძე, ბაჩანა მორჩიაშვილი, გიგა ყუფარაძე და დავით ზარქუა.

მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ისინი ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გამსვლელ მოჭადრაკეს ტაიბრეიკები (ჯერ 25-წუთიანი, შემდეგ - 5-წუთიანი და "არმაგედონი") გამოავლენს. ნახევარფინალში, ფინალსა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მეტოქეები ოთხ-ოთხჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წონასწორობის შემთხვევაში აქაც ტაიბრეიკების სისტემა იმუშავებს.

ტურნირის საპრიზო ფონდია 14 500 ლარი. ჩემპიონი 4000 ლარს მიიღებს, მეორე-მესამე პრიზიორები, შესაბამისად, 3500 და 3000 ლარით დაჯილდოვდებიან. მეოთხეადგილოსანს 2000 ლარი გადაეცემა, ხოლო მეხუთე-მერვე ადგილებზე გასულთ - 500-500 ლარი. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ეროვნულ ნაკრებში დაიბევებენ ადგილებს, ხოლო მედალოსნებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი ვაჟების პირველობამდე სამი დღით ადრე აიღებს სტარტს დაბა ანაკლიაში. სალომე მელია, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნაზი პაიკიძე, მარიამ დანელია, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, მაკა ფურცელაძე, მირანდა მიქაძე, სოფიკო ნიკოლაძე - 10 იანვრიდან წრიული სისტემით შეხვდებიან ერთმანეთს, 16 იანვარი დასვენების დღეა. პირველი-მეხუთეადგილოსნები, შესაბამისად, 4000, 3500, 3000, 2000 და 1000 ლარით დაჯილდოვდებიან. მედალოსნებს ფედერაცია ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე წასასვლელ ხარჯებს აუნაზღაურებს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა