ლუი ვან გაალის მატარებელი გაჩერდა
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

* "სანდერლენდმა" "ნიუკასლს" ზედიზედ მე-4 დერბი მოუგო.

ტურის მთავარი მატჩი კვირას ჩატარდა და მან ნამდვილად გაამართლა. "ენფილდზე" "არსენალმა" მეტოქის კარში ზუსტად სულ 3-ჯერ დაარტყა, მაგრამ ბოლო წამებამდე 2:1-ს იგებდა. თუმცა ათკაციანმა "ლივერპულმა" ამ დაძაბულ და დაახლოებით 100 წუთის განმავლობაში გაგრძელებულ თრილერში გათანაბრება შეძლო.

მსაჯმა ამდენი იმიტომ დაამატა, რომ მარტინ შკრტელი სტუმართაგან საუკეთესოს, ოლივიე ჟირუს შეეჯახა და "ლივერპულის" მცველს სანამ თავი შეუხვიეს... სწორედ მან გადაარჩინა ქულა, როდესაც შეხვეული თავით 97-ე წუთზე დაცვაში დაშვებული შეცდომები გამოასწორა და გატანა მოახერხა.

იქამდე კი მერსისაიდელებს ფაბიო ბორინი გაუძევეს, ვინც 2 წუთში 2 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო, თანაც ისედაც შეცვლაზე გვიან შესულმა. ისე კი, მატჩის მიმდინარეობისა და მომენტების მხრივ, არ იქნებოდა სამართლიანი, "ლივერპულს" რომ წაეგო. ყურადღება მივაქციოთ "არსენალის" ბურთის ფლობის პროცენტსაც - 36... ასეთი დაბალი მაჩვენებელი "მეთოფეებს" ამ სეზონში ჯერ არ ჰქონიათ.

ბრენდან როჯერს კი ტრიბუნაზე სერიოზული პირადი გულშემატკივარი ჰყავდა - იესო ქრისტეს იერსახის ადამიანს ტრანსფარანტი ეჭირა წარწერით: "ბრენდან, მე შენ ზურგს გიმაგრებ". ასე რომ, ლივერპულელთა თავკაცს "ზეციური" მხარდაჭერაც დაეხმარა.

იხილეთ ვიდეო

დერბი ისევ "კატებმა" მოიგეს

პაოლო დი კანიომ ტაინ-უირის დერბი რომ მოიგო, როგორ ემოციურად აღნიშნა ეს გამარჯვება და როგორ გასრიალდა "სენტ ჯეიმს პარკის" საფარზე, ალბათ, გახსოვთ. თუმცა არანაკლებ ემოციური გახლდათ მის ნაცვლად "სანდერლენდის" მთავარ მწვრთნელად მისული გუსტავო პოიეტი, როდესაც ადამ ჯონსონმა ბოლო წამებზე გამარჯვების გოლი გაიტანა "კაჭკაჭების" კარში.

ურუგვაელმა აღიარა, რომ ჯონსონის შეცვლას აპირებდა, მაგრამ უცბად გადაიფიქრა და ამან გაამართლა. პოიეტმა ისიც თქვა, შედარებით უკეთესი შანსები გვქონდა, ვიდრე მეტოქეს და ვფიქრობ, დავიმსახურეთ მოგებაო. ალან პარდიუმ კი, პირიქით, აღნიშნა, მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით და თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს ჩვენ ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლაო.

ამას ისიც დაამატა, "სანდერლენდთან" წაგება განსაკუთრებულად მტკივნეულიაო. ეს გრძნობა პარდიუსთვის უცხო არ არის, რადგან "ტაინ უირის" დერბიში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს - 4 წაგება, 3 ფრე და მხოლოდ 1 მოგება. "შავმა კატებმა" "ნიუკასლს" ზედიზედ მეოთხედ მოუგეს და 6 დერბია არ წაუგიათ.

ბრუტალური ტრავმა ამ შეხვედრაშიც იყო, ამ კუთხით უიღბლო სტივენ ტეილორს სახე დაუსისხლიანდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ გუნდებს ერთმანეთი ძალიან არ უყვართ, მაგრამ სასიამოვნო იყო ის, რომ "სანდერლენდის" არაერთ ფანს, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ თვითმფრინავში დაღუპული "ნიუკასლის" ორი ქომაგის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილი მაისურა ეცვა.

უფორვარდოდ

"მანჩესტერ სიტიმ" ფორვარდის გარეშე მოუგო "კრისტალ პალასს" - 3:0. მატჩის გმირი დავიდ სილვა გახდა, რომელმაც დუბლი გაახერხა. ჩემპიონატში მას 25 ოქტომბრის მერე არ გაეტანა. ახლად დაბრუნებული ესპანელი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გახურებული და ამიტომ მას მერე, რაც სილვამ თამაში "გააკეთა", მანუელ პელეგრინიმ იგი შეცვალა. მესამე გოლი კი იაია ტურემ შეაგდო. სხვათა შორის, 2:0-ზე "არწივებს" თამაშგარეს მიზეზით გატანილი გოლი სულ ტყუილად გაუუქმეს, რაზეც ნილ უორნოკმა მატჩის მერე წაიწუწუნა კიდეც.

"გუნდი ნელ-ნელა უმატებს და როგორც იქნა, ფორმაში შევდივართ. მიუხედავად დანაკლისისა, კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ" - თქვა მანუელ პელეგრინიმ.

იხილეთ ვიდეო

სერია შეწყდა

მეორე მანჩესტერულმა გუნდმა "იუნაიტედმა" ზედიზედ მე-7 მოგება ვეღარ იზეიმა. მართალია, კრისტიან ბენტეკეს საუცხოო სილამაზის გოლს რადამელ ფალკაომ კი უპასუხა, მაგრამ მეტი "წითელმა ეშმაკებმა" ვერც მას მერე შეძლეს, რაც "ასტონ ვილას" გაბრიელ აგბონლაჰორი გაუძევეს.

პირიქით, მატჩის მიწურულს კაცნაკლული "ვილა" უკეთ გამოიყურებოდა და ცდილობდა, 1995 წლის მერე პირველად დაემარცხებინა საკუთარ კედლებში "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები. ლუი ვან გაალმა კი მატჩის მსვლელობისას იმდენჯერ გადააწყო ტაქტიკა, რომ ბოლოსკენ, მგონი, თავადაც ჩაიხლართა.

მის გუნდში ყოფილი ასტონვილელი ეშლი იანგი გახლდათ ძალზედ მოწადინებული, მან საგოლე პასი მიითვალა და აგბონლაჰორიც გააძევებინა. არადა, ბირმინგემელი ფანების ობსტრუქცია იქამდეც არ აკლდა და ამ ყველაფრის მერე მით უმეტეს ერჩოდნენ.

"კარგი მატჩი ჩავატარეთ და სამწუხაროა, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა. აგბონლაჰორს წითელი ბარათი არ ეკუთვნოდა. მატჩის მერე იანგმა ბრედ გუზანს უთხრა, რომ წესს აქეთ მე თუ ვარღვევდიო, ისედაც ყველამ დავინახეთ, რომ გაბრიელი გასაძევებელი არ გახლდათ. არ გვყავდა კლევერლი, არ გვყავდა ჰატონი... და კიდევ 5 მოთამაშე, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და ქულა ავიღეთ, ეს ფანტასტიკურია" - განაცხადა "ასტონ ვილას" თავკაცმა პოლ ლამბერტმა.

იხილეთ ვიდეო

სხვა თამაშები

"სენტ მერიზე" რომელუ ლუკაკუმ ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბელგიელმა თავდამსხმელმა "ევერტონი" კი არა, "საუთჰემპტონი" დააწინაურა.

"წმინდანებმა" ძალიან ცუდი სერია შეწყვიტეს, მათ ზედიზედ 5 მარცხი ჰქონდათ და 6 მატჩი არ მოეგოთ. საინტერესოა, რომ რონალდ კუმანმა გუნდის ცნობილი იარაღი, ახალგაზრდული აკადემია გამოიყენა და შემადგენლობაში 5 21-წლამდელთა გუნდის წევრი ჰყავდა.

ჰოლანდიელმა განსაკუთრებით ენერგიული ჰარისონ რიდი შეაქო და მისი გუნდის თამაშს "შეუდარებელი" უწოდა. პირიქით, რადიკალურად უკმაყოფილო გახლდათ რობერტო მარტინესი, რომელმაც თქვა, ასე თამაში არ შეიძლებაო. "კრისტალ პალასისა" არ იყოს, წააგეს "ბარნლიმ", "ჰალმა" და "ლესტერმაც".

პრემიერლიგა. XVII ტური

20 დეკემბერი

სიტი-კრ პალასი 3:0

გოლები: 1:0 სილვა (49), 2:0 სილვა (61), 3:0 იაია ტურე (81)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - იაია ტურე, ფერნანდინიო - ნასრი (89. ს. სინკლერი), ნავასი, სილვა (69. ლამპარდი) - მილნერი (82. ფერნანდო)

კრ. პალასი (4-1-4-1): სპერონი - კელი, დანი, ჰანგელანდი, უარდი - იედინაკი - ლედლი (90. ბენანი), ბოლაზი, მაკარტური, პანჩონი (84. ტომასი) - ფ. კემპბელი (67. ზაჰა)

გაფრთხილება: კოლაროვი, მილნერი - პანჩონი

კუთხური: 8-6 ჯარიმა: 17-5 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 12(3)-9(1) ბურთის ფლობა: 73%-27%

მაყურებელი: 45 302

საუთჰემპტონი-ევერტონი 3:0

გოლები: 1:0 ლუკაკუ (38-ს.კ.), 2:0 პელე (65), 3:0 იოშიდა (82)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი - ალდერვეირელდი, დევისი - უორდ-პრაუსი (80. ტარგეტი), ლონგი (89. გეიპი), რიდი - პელე

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, ჯაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ბეშიჩი, ბერი - ნეისმიტი, ეტო’ო, ბარკლი - ლუკაკუ

გაფრთხილება: ფონტე - ბეშიჩი

კუთხური: 4-6 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 11(3)-13(4) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 31 475

ვესტ ჰემი-ლესტერი 2:0

გოლები: 1:0 კეროლი (24), 2:0 დაუნინგი (56)

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი (69. კოლინსი), რიდი, კრისუელი - კუიატე, სონგი, ნოლანი (87. ამალფიტანო) - დაუნინგი - დ. სახო (79. ე. ვალენსია), კეროლი

ლესტერი (4-2-3-1): ჰამერი - სიმპსონი, ვასილევსკი, მორგანი, კონჩესკი (62. ნოკერტი) - კინგი, დრინკვოტერი - მაჰრეზი, კამბიასო (61. ულოა), შლუპი - ვარდი (62. ნიუჯენტი)

გაფრთხილება: - კინგი, ვარდი, ულოა

კუთხური: 9-4 ჯარიმა: 8-17 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 10(2)-10(4) ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 34 977

ქპრ-ვესტ ბრომვიჩი 3:2

გოლები: 0:1 ლესკოტი (10), 0:2 ვარელა (20), 1:2 ოსტინი (24-პენ.), 2:2 ოსტინი (48), 3:2 ოსტინი (86)

ქპრ (4-4-2): გრინი - ონუოჰა, კოლკერი, დანი, იუნი (30. ჰილი) - ვარგასი (67. ჰოილეტი), ბარტონი, ჰენრი, ფერი - ზამორა (80. კრანჩარი), ოსტინი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი - უიზდომი, მაკოლი, ლესკოტი, პოკონიოლი (90+1. გამბოა) - დორანსი, მორისონი - ვარელა, სესენიონი, გარდნერი - იდეიე ბრაუნი (69. ბერაჰინო)

გაფრთხილება: დანი -

კუთხური: 5-11 ჯარიმა: 16-8 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 17(7)-16(6) ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 17 560

ტოტენჰემი-ბარნლი 2:1

გოლები: 1:0 კეინი (21), 1:1 ბარნსი (27), 2:1 ლამელა (35)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ფასიო, ვერტონგენი, დევისი - მეისონი (44. სტამბული), ბენთალები - ლამელა, ჩადლი, ერიკსენი (90+3. როუზი) - კეინი (84. სოლდადო)

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი (79. კაითლი), მარნი, ჯონსი, არფილდი (79. უოლასი) - ინგსი, ბარნსი (89. იუტკევიჩი)

გაფრთხილება: დევისი -

კუთხური: 9-6 ჯარიმა: 9-8 თამაშგარე: 2-6 კარში დარტყმა: 23(6)-19(5) ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 35 681

ჰალი-სუონსი 0:1

გოლი: 0:1 კი (15)

ჰალი (4-1-3-2): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, ჩესტერი, დეივისი (77. მაგირე), რობერტსონი - ბრიუსი (59. ალუკო) - ლივერმორი, რამირესი, მეილერი - იელავიჩი (81. საგბო), ა. ერნანდესი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რიჩარდსი (81. რანხელი), ფ. ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, კეროლი (57. ემნესი) - რუტლეჯი, შელვი, დაიერი - გომისი (76. გომისი)

გაფრთხილება: ლივერმორი, ალიკო - ა. რიჩარდსი, ტეილორი

კუთხური: 4-5 ჯარიმა: 14-16 თამაშგარე: 3-4 კარში დარტყმა: 11(3)-13(3) ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 21 913

ასტონ ვილა-მანჩესტერი 1:1

გოლები: 1:0 ბენტეკე (18), 1:1 ფალკაო (53)

ასტონ ვილა (4-1-3-2): გუზანი - ლოუტონი, ოკორე, კლარკი, სისოხო (80. ბაკუნა) - ვლაარი - კ. სანჩესი, დელფი, ვაიმანი (80. ნ’ზოგბია) - აგბონლაჰორი, ბენტეკე

მანჩესტერი (3-4-1-2): დე ხეა - ჯონსი, კერიკი, ევანსი - ვალენსია (74. ჯ. უილსონი), დ. ფლეტჩერი (46. ბლეკეტი), იანგი, რუნი - მატა - ვან პერსი (61. დი მარია), ფალკაო

გაფრთხილება: გუზანი - ბლეკეტი

გაძევება: აგბონლაჰორი (65)

კუთხური: 3-9 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 10(4)-16(9) ბურთის ფლობა: 35%-65%

მაყურებელი: 41 273

21 დეკემბერი

ნიუკასლი-სანდერლენდი 0:1

გოლი: 0:1 ა. ჯონსონი (90)

ნიუკასლი (4-2-3-1): ალნვიკი - იანმაატი, ტეილორი, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე (75. სისე), კოლბეკი - სისოკო, ამეობი (89. კაბელია), გუფრანი (59. არმსტრონგი) - ა. პერესი

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ვერხინი, ო’ში, ბრაუნი, კოატესი - კატერმოლი (70. ბრიდკეტი) - ჯონსონი, ლარსონი (90+4. როდუელი), ხ. გომესი, ვიქჰემი (81. ბაკლი) - ს. ფლეტჩერი

გაფრთხილება: კოლოჩინი, ტიოტე, კოლბეკი, დამეტი - კოატესი, ვიქჰემი, კატერმოლი, ო’ში

კუთხური: 7-1 ჯარიმა: 15-15 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 15(7)-16(3) ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 52 315

ლივერპული-არსენალი 2:2

გოლები: 1:0 კოუტინიო (45), 1:1 დებიუში (45+2), 1:2 ჟირუ (64), 2:2 შკრტელი (90+7)

ლივერპული (3-4-3): ბ. ჯონსი - კ. ტურე (81. ლამბერტი), შკრტელი, მ. სახო - ჰენდერსონი, ჯერარდი, ლუკასი, ლ. მარკოვიჩი (74. ბორინი) - ლალანა, სტერლინგი, კოუტინიო

არსენალი (4-3-3): შჩესნი - ჩემბერსი, დებიუში, მერტეზაკერი, გიბსი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (90. ხ. კემპბელი), ფლამინი, კასორლა - სანჩესი (90+4. ნაჩო მონრეალი), უელბეკი, ჟირუვ (82. კოკლენი)

გაფრთხილება: ბორინი, ბორინი - ფლამინი, დებიუში, კასორლა

გაძევება: ბორინი (90+2)

კუთხური: 10-6 ჯარიმა: 6-14 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 27(10)-7(3) ბურთის ფლობა: 64%-36%

მაყურებელი: 44 703

22 დეკემბერი

სტოკი-ჩელსი 00:00

ბომბარდირები: 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 12 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 11 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 9 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 8 - ვილფრიდ ბონი (სუონსი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი)

მომდევნო ტური

26 დეკემბერი:

ჩელსი-ვესტ ჰემი, ბარნლი-ლივერპული, კრ. პალასი-საუთჰემპტონი, ევერტონი-სტოკი, ლესტერი-ტოტენჰემი, მანჩესტერი-ნიუკასლი, სანდერლენდი-ჰალი, სუონსი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-სიტი, არსენალი-სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"ქუჩაში თუ დამინახავთ, მოდით და ჩამეხუტეთ" - გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ფანებს მიმართა
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
ინგლისში ყველაფერს აკვირდებიან - მამარდაშვილს "ლივერპულის" მწვრთნელად ირაოლას დანიშვნის ამბავი მოეწონა
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
[VIDEO] სუპერტალანტი, რომელსაც "კვარას" ადარებდნენ და კარიერა 1 ღამეში გაინადგურა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელებს არასდროს ვუმეგობრდები" - პეპ გვარდიოლა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას?" - გვარდიოლამ შეკითხვას უპასუხა