მარსელ ჰირშერი ლიდერობს
სრული სვლით მიმდინარეობს მსოფლიო თასის გათამაშება სამთო თხილამურებში. იტალიის ალტა ბადიასა და საფრანგეთის ვალ დ'იზერში სამ-სამდღიანი ეტაპები გაიმართა.

ქალები საფრანგეთში იყვნენ შეკრებილნი. ბოლო დისციპლინა, რომელშიც მათ ურთიერთობა გაარკვიეს - სუპერგიგანტი იყო. და კარიერაში მეშვიდედ, სეზონში კი პირველად, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ავსტრიელი ელიზაბეტ გიორგლი.

ტექნიკურ და გაყინულ ტრასაზე, რომელიც ძალიან კარგად ერგებოდა მის უნივერსალურ სტილს, გიორგლი თავდაპირველად აგებდა თავის თანამემამულე ანა ფენინგერთან, მაგრამ უკეთ გაიარა ტრასის ბოლო ნაწილი, სადაც მაქსიმალურ სიჩქარეს (საათში 106 კილომეტრი) მიაღწია და გაუსწრო მთავარ კონკურენტს ხუთი მეასედი წამით.

მსოფლიო თასის მოქმედი მფლობელი და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ფენინგერი ამ სეზონში ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს. მიუხედავად ამისა, საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზეა და 249 ქულას აგებს სლოვენიელ ტინა მაზესთან. ეს უკანასკნელი სუპერგიგანტში მესამე ადგილზე გავიდა - გიორგლთან მხოლოდ 13 მეასედი წამი წააგო.

რაც შეეხება ლინდსი ვონს, რომელმაც შაბათს სწრაფდაშვება მოიგო, მან დისტანციის დასრულება ვერ შეძლო, თუმცა ტრავმებს გადაურჩა. ამერიკელმა დაკარგა შანსი, მოგებების რაოდენობით დასწეოდა ლეგენდარულ ანემარი მოზერ-პრიოდლს.

მამაკაცებს შორის მსოფლიოს თასის დაწყებიდან უკვე 12 სტარტი ჩატარდა: ექვს ჩქაროსნულ დისციპლინაში ექვსი პოდიუმია ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდის ანგარიშზე, ექვს ტექნიკურ სახეობაში კი ამდენივე პოდიუმი აქვს ავსტრიელ მარსელ ჰირშერს. სწორედ მან მოიგო ალტა ბადიაში გიგანტური სლალომი.

ჰირშერი და იანსრუდი - ორი აშკარა ლიდერია წლევანდელი სეზონის პირველ ნაწილში. ნორვეგიელმა ულაპარაკოდ დაიპყრო სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი, ჰორშერს კი ბადალი არ ჰყავს სლალომსა და გიგანტურ სლალომში. იტალიაში ავსტრიელისთვის ხელის შეშლა თვით გიგანტური სლალომის მეფემ, ამერიკელმა ტედ ლიგეტიმაც ვერ შეძლო.

ჰირშერი პირველი ცდის შემდეგ ლიდერობდა, ორი ცდის ჯამში კი მეორე ადგილზე გასულ ლიგეტის წამითა და 45 მეასედით გაუსწრო. ამერიკელი დააღალატა ცუდმა პირველმა ცდამ, სადაც მან მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა.

იანსრუდმა გიგანტური სლალომი მე-14 ადგილზე დაასრულა და წააგო ჰირშერთან მორიგი რაუნდი, მაგრამ გენერალურ კლასიფიკაციაში წინ არის ქულების მიხედვით: 610 ქულა 540-ის წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
ტორესი პედრის პსჟ-ში გადასვლაზე დაჟინებით არწმუნებს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მერკვილაძის 6 სამქულიანი და 22 ქულა ჩრდილოეთის ლიგაში
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
[VIDEO] იწუწუნეს, იწუწუნეს და უნგრეთს სძლიეს - უკრაინამ თბილისში ჩამოსვლამდე სამი ქულა მოიპოვა
სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?
ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: ხვიჩას სივრცე არ მივეცით - გამარჯვებას ვიმსახურებდით!
[VIDEO] სანიოლის გაუმართლებელი არჩევანი, კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხით დაიწყო
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა