ახალი სეზონი ავსტრიაში გაიხსნა
სამთო თხილამურებში ახალი სეზონი, ტრადიციულად, ავსტრიის კურორტ ზოლდენში გაიხსნა, სადაც შაბათს და კვირას გიგანტურ სლალომში გაიმართა ეტაპები ქალებსა და მამაკაცებს შორის.

შაბათს ტრასა ქალებს დაეთმოთ და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სეზონის პირველი სტარტი სენსაციით დაასრულდა. გამარჯვებული გახდა 22 წლის შვეიცარიელი ლარა გუტი, რომელიც ერთ დროს სამთო თხილამურების ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.

2009 წელს, 17 წლის ასაკში ლარამ ორი მედალი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე, იმავე სეზონში კი მსოფლიოს თასზე სუპერ-გიგანტში ერთ-ერთ ეტაპზე გაიმარჯვა, რითაც ამ დისციპლინაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მაგრამ ამას მოჰყვა ტრავმა და გამოტოვებული 2009-10 წლების სეზონი და ვანკუვერის ოლიმპიადა. მომდევნო ორი სეზონი გუტმა ოპტიმალური ფორმის აღდგენას მოანდომა და ახლა ტრიუმფით დაიწყო ახალი სეზონი.

ზოლდენში, ამერიკელი ლინდსი ვონის გარდა, ყველა ვარსკვლავი იყო შეკრებილი. ასეთი შემადგენლობის მიუხედავად, გუტმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო. პირველივე ცდაზე მან 84 მეასედი წამი მოუგო უახლოეს მდევარს, ორი დაშვების ჯამში კი 84 მეასედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ კატრინ ცეტელს და წამზე მეტი ამ სახეობაში ვანკუვერის ოლიმპიადის ჩემპიონს, გერმანელ ვიქტორია რებენსბურგს.

გუტისთვის ეს იყო კარიერაში მეოთხე მოგება მსოფლიოს თასზე და პირველი გიგანტურ სლალომში. საერთოდ კი, მას სამ სხვადასხვა დისციპლინაში აქვს მოგებული ეტაპები.

მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე ხელი მოეცარათ შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორებს. მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, სლოვენიელმა ტინა მაზემ 3.05 წამი წააგო გუტთან და მე-18 ადგილზე გავიდა; მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი გიგანტურ სლალომში, ფრანგი ტესა ვორლი კი 3.31 წამით ჩამორჩა და მხოლოდ 21-ე იყო საბოლოო ოქმში.

გიგანტური სლალომი

1. ლარა გუტი (შვეიც) - 2:25.16 (1:09.26+1:15.90); 2. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 2:26.00 (1:10.33+1:15.67); 3. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2:26.44 (1:10.03+1:16.41); 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 2:26.57 (1:10.09+1:16.48); 5. ტინა ვაირატერი (ლიხ) - 2:26.74 (1:11.50+1:15.24); 6. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 2:26.78 (1:10.65+1:16.13)...

ქალებისგან განსხვავებით, კაცების გიგანტურ სლალომში სავსებით კანონზომიერი შედეგი მივიღეთ. ამერიკელმა ტედ ლიჯეტიმ შარშან რვიდან ექვსი დაშვება მოიგო ამ დისციპლინაში და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ყველას აჯობა, 27 ოქტომბერს კი გააგრძელა ეს შესანიშნავი სერია.

აქაც გამარჯვებულის უპირატესობა კონკურენტებზე ძალიან დიდი იყო. უკვე პირველი ცდის შემდეგ ამერიკელი 9 მეათედს უგებდა უახლოეს მდევარს, საბოლოოდ კი თითქმის წამით ჩამოიცილა ფრანგი ალექსის პინტურო და მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი.

ლიჯეტიმ კარიერაში მე-18 გამარჯვებას მიაღწია – ყველა ტრიუმფი გიგანტურ სლალომშია მოპოვებული.

გიგანტური სლალომი

1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 1:59.50 (1:00.44+59.06); 2. ალექსის პინტურო (საფ) - 2:00.29 (1:01.34+58.95); 3. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:00.52 (1:01.42+59.10); 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 2:01.23 (1:02.95+58.28); 4. სტივ მისილიე (საფ) - 2:01.23 (1:03.25+57.98); 6. მარკუს სანდელი (ფინ) - 2:01.32 (1:02.15+59.17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
[VIDEOS] ბათუმში "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ბეშიქთაშის" თვითმფრინავს, რომელიც ბათუმში მიფრინავდა, მეხი დაეცა
"4 წელია აქ თამაშობენ და ინგლისური არ იციან, იტალიაში კი..." - ოლივერ გლასნერმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
"მისი განცხადება კოლონიალისტურად ჟღერს" - ასუ-ეკოტომ მბაპე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
"ესპანეთი სპორტის ყველა სახეობაში ასეთი წარმატებული ამ მიზეზის გამოა" - პეპ გვარდიოლა
"ფრთხილად იყავით!" - ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
"კვარას" და დუეს არყოფნა უკვე დაეტყო? - პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა
[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: ვონი უკვე მეხუთეა
სამთო თხილამურები: კაცებში დიდი ბრძოლაა
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: 30 საფეხურით ზემოთ
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: სეზონი გიგანტით დაიწყო
სამთო თხილამურები: ჰირშერმა დუბლით დაასრულა
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: სვინდალმა ტრადიცია არ დაარღვია
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: რეპეტიცია იტალიაში
სამთო თხილამურები: ჩემპიონის მეექვსე მოგება
სამთო თხილამურები: ახალი ვარსკვლავის ჰეთ-თრიკი