"სამტრედია" სეზონის განახლებისთვის ჯერ თბილისში მოემზადება, შემდეგ კი თურქეთში
"სამტრედიამ" საშემოდგომო ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა. გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს და, ცხადია, კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს.

თუმცა, ჯერაც უცნობია, რა მასშტაბის ცვლილებები იგეგმება იმერულ გუნდში. "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ამბობს, რომ მალე ბევრი რამ გაირკვევა.

"ჯერ დიდი საკადრო ცვლილებები არ მომხდარა და არც იგეგმება, თუმცა, ცხადია, ცვლილებები იქნება.

ახლა კი სიახლე ისაა, რომ კონტრაქტი 4 ფეხბურთელს დაუმთავრდა - ქებაძეს, გედენიძეს, ჯანელიძესა და პავლიაშვილს. მათ მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ. სხვა არავინ გაგვიშვია და არც არავინ დაგვიმატებია.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელს მართლაც დაველაპარაკეთ, ჯერ ვინმეს აყვანაზე ლაპარაკს მოვერიდები. რეალური სურათი 8 იანვრისთვის გამოჩნდება", - ამბობს ზამთარაძე.

ამ დროისთვის კი "სამტრედია" შეკრებასა და საგაზაფხულო ეტაპისთვის მომზადების დაწყებას გეგმავს:

"გუნდი 25-29 დეკემბერს თბილისში შეიკრიბება, მაგრამ ამას მომზადების სახე არ ექნება. ფეხბურთელებს იმიტომ დავიტოვებთ, ტონუსი რომ შეინარჩუნონ და ახალი წლის შემდეგ მოსამზადებელ ეტაპს კარგ მდგომარეობაში შეხვდნენ.

8 იანვარს კი შეკრების პირველ ეტაპს თბილისში დავიწყებთ. 27 იანვრიდან 10 ან 11 თებერვლამდე კი, სავარაუდოდ, შეკრების მეორე ეტაპს თურქეთში გავივლით".

"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ გუნდმა "ზესტაფონის" ვიცე-კაპიტანი ლევან შარიქაძე დაიმატა:

"შარიქაძე კარგი ფეხბურთელია და მასზე უარს არც ერთი ქართული გუნდი არ იტყვის, მაგრამ ხმები "სამტრედიაში" მისი გადმოსვლის თაობაზე, ტყუილია. შარიქაძესთან არც მე მილაპარაკია და არც კლუბის სპორტულ დირექტორ დავით მუჯირს.

სხვა "სამტრედია" კი არ არსებობს და ვერ გამიგია, ჩვენთან როგორ გადმოდის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgi
გეგუჩაძემ ზესტაფონი ხო ააყვავა რა ))))
ხუჭუ
მოიყვანეთ გეგუშაძე მწვრთნელად სამტრედიაში თუ ჩემპიონობა გინდათ
პაატა
თუ სამტრედიას ჩემპიონობა უნდა აუცილებლად უნდა დაიმატოს მეკარე ორი მცველი და სულ მცირე ერთი ცენტრალური თავდამხსმელი მაინც
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
რევაზ ჩელებაძე: "შუქურას" დატოვება კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მოუწევს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
მერაბ ჟორდანია: ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, "გურია" - მშობლიური გუნდი
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ქობულეთის "შუქურა": გელა სანაიას შრომა კონტრაქტით დაუფასეს
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ჩიხურა-სამტრედია 2:1 - ნერვიული და დაძაბული
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გორის "დილა": ახალი ფეხბურთელები და მარცხი "გაბალასთან" [VIDEO]
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ევგენი ზუბეიკოს შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა