გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის თქმით, ჯერჯერობით, გუნდიდან, ოფიციალურად, არავინ წასულა და არც არავინ მოსულა
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის მთავარი აღმოჩენა გორის "დილაა". 25 წლის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მეთაურობით მოთამაშე გუნდი კინაღამ ზამთრის ჩემპიონი გახდა და ქართულ ოქროზე კვლავაც ფიქრობს.

გორელი გულშემატკივარი კი კლუბის ხელმძღვანელობისგან შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს. მათ დიდი სურვილი აქვთ, "დილას" მაისურა კვლავ მოირგოს გიორგი ილურიძემ, ვინც კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ "დილაში" გაატარა და ხმაურიან ევროკამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ამის თაობაზე "ლელო" გორელთა მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს გაესაუბრა. მას მხოლოდ "დილას" მომავალზე ველაპარაკეთ, რადგან სეზონის პირველი ნაწილის სოსიაშვილისეულ შეფასებას მკითხველი "ლელოს" ერთ-ერთ წინა ნომერში გაეცნო.

- ჯერჯერობით, გუნდიდან, ოფიციალურად, არავინ წასულა და არც არავინ მოსულა. თუ ვინმეს რამე აქვს გადაწყვეტილი, ეს მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, არ დამლაპარაკებია - არც მე და არც კლუბის ხელმძღვანელობას.

- ამბობენ, "დილას" რამდენიმე ფეხბურთელის დამატება ქუთაისის "ტორპედოს" სურსო. სახელდება კონკრეტული გვარებიც...

- ეს ამბავი ჭორის დონეზე მეც გავიგე, მეტი არაფერი ვიცი. ოფიციალურ დონეზე არანაირი კონტაქტი არ ყოფილა.

- გორის "დილას" გულშემატკივრები ითხოვენ გუნდში გიორგი ილურიძის დაბრუნებას. წესით, ტექნიკური სტილის გამოკვეთილი ინდივიდუალისტი თქვენს სამწვრთნელო გემოვნებაში უნდა ჯდებოდეს. რას იტყვით ამის თაობაზე?

- მხოლოდ ერთს: გიორგი ილურიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ჩვენ მას სიამოვნებით დავიმატებთ, თუ ერთ სეზონში მესამე გუნდში თამაშის უფლებას მისცემენ. თქვენც იცით, მან უკვე გამოიცვალა ორი კლუბი...

- საინტერესოა, სად გაივლის "დილა" შეკრებას სეზონის განახლებამდე?

- გეგმაში გვაქვს თურქული შეკრების მოწყობა, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ძალიან გვინდა, რომ უცხოური შეკრება მოხერხდეს. ეს აუცილებელია გუნდის სათანადოდ მომზადებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ილურიძე: ვერც წარმოვიდგენდი, თუ ახალ კლუბში გადასვლა მომიწევდა

giorgi
გეთანხმებით ბატონო გივი,ეს ბიჭები მართლაც რო ღირსეულად იცავენ გორის დილას ღირსებას,იმედია გუშემატკივრების მოთხოვნას გაითვალისწინებენ და გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ მეორე წრისთვის,ჩვენი დიდი სურვილია რომ ილურიძემ ისევ ჩაიცვას დილას მაისური, წარმატებები დილას, და მადლობა ბიჭებს და მათ დამრიგებელს, გაიხარეთ თქვენ.
გივი გაგნიძე
ჩვენ გორელები ძალიან ვაფასებთ დილას ფეხბურთელებს და იმედი გვაქვს,ისინი ბოლომდე მტკიცედ დადგებიაბ გუნდის გვერდჲთ. არ დაუშვებენ მის დაშლას და ერთად ვიზეიმებთ მომავალ წარმატებებს.
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა