სტანდარტულები "არსენალის" ტკივილია
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აღიარებს, რომ "ლივერპულთან" მატჩში მის გუნდს მოგება არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც გული სწყდება ბოლო წამებზე გაშვებული ბურთის გამო. განსაკუთრებით კი, იმაზე სწუხს, რომ "მეთოფეებმა" მატჩის მთავარი მოქმედი პირისგან, მარტინ შკრტელისგან გოლი სტანდარტულის შემდეგ გაუშვეს.

შეიძლება ითქვას, რომ სტანდარტული მდგომარეობები "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელის "ტკივილია", ლონდონელები ძალიან იშვიათად იყენებენ სტანდარტულებს და ასეთ დროს გოლების გატანა უჭირთ, რაზეც ფრანგი სპეციალისტი მუდამ წუწუნებს. მეორე მხრივ, ბოლო დროს "არსენალმა" სტანდარტული მდგომარეობების დროს გოლების გაშვებას უხშირა და ვენგერს ესეც ძალიან არ მოსწონს.

უახლოესი მატჩი დედაქალაქელებს "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" აქვთ საკუთარ "ემირეიტსზე", ხოლო შემდეგ ლონდონური დერბი ელით "ბოლეინ გრაუნდზე" "ვესტ ჰემთან" და ამას 1-ელ იანვარს ასევე რთული საგარეო მატჩი მოსდევს რონალდ კუმანის "საუთჰემპტონთან", რომელმაც, როგორც იქნა, მოგების გემო გაიხსენა და თითქოს, კრიზისის დაძლევისკენ გადადგა ნაბიჯი. მუსიე არსენი უახლოეს მატჩზე ნერვიულობს და ქპრ-ის მთავარ მეგოლეს, ჩარლი ოსტინს უფრთხის.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ ინგლისელი ფორვარდი ასე შედეგიანად და კარგად თამაშობს. ჩარლი არც ისე დიდი ხნის წინ ქვედა ლიგებში თამაშობდა, ხოლო ახლა პრემიერლიგაში ბრწყინავს. ეს მის ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე, ნიჭსა და შეუპოვრობაზე მეტყველებს. ეს უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია" - ამბობს ვენგერი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც "არსენალის" თავკაცი უახლოეს მომავალში ელოდება, ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებაა. აარონ რემზი, თეო უოლკოტი და ლორან კოშელნი, წესით, უახლოეს დღეებში უნდა დაუბრუნდნენ მინდორს, ხოლო ორი ასევე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის, მესუთ იოზილისა და მიკელ არტეტას ათამაშებას იგი იანვრის პირველ ნახევარში ელოდება.

"უახლოეს მომავალში რთული კალენდარი გვაქვს, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და მზად შევხვდეთ. 2015 წელს კი, მჯერა, რომ ბევრად უფრო წარმატებულად და სტაბილურად თამაში შეგვიძლია, თუ მოვახერხებთ და ტრავმების ეპიდემიას თავს ავარიდებთ", - განაცხადა ვენგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ჩარლი ოსტინი სამი მატჩით დასაჯეს
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ფეხბურთელები, რომლებიც მალე ინგლისის ნაკრებში გამოჩნდებიან
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ინგლისის ასოციაციის თასი. 1/4-ფინალის წინ: კარგი ჯახი გველოდება
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
აუტსაიდერული ისტორია: ყოფნა-არყოფნა? პასუხი ბენტეკეზეა
ტრანსფერი: ოსტინი პრემიერლიგას დაუბრუნდა