ლეგენდარულმა ამერიკელმა მწვრთნელმა ნიკ ბოლეტიერიმ 2010 წლის საჩოგბურთო სეზონი შეაჯამა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მწვრთნელმა ნიკ ბოლეტიერიმ 2010 წლის სეზონი შეაჯამა: "გასულ წელს საჩოგბურთო სამყაროში არ ყოფილა ხმაურიანი დოპინგ-სკანდალები ან მთავარ ტურნირებზე ახალბედების სენსაციური გამარჯვებები, არ გაგვიგია სპორტსმენთა ბიოგრაფიებიდან სკანდალური ფაქტები. ასევე 2010 წელს არ ყოფილა ბევრი ცრემლი, ეპოქალური დაპირისპირებები და დრამატიზმი.

ჩოგბურთის მოყვარულებისთვის 2010 წელი გმირების წელი იყო. ყველაზე შთამბეჭდავი, რა თქმა უნდა, ესპანელი რაფაელ ნადალის გამოსვლა გახდა, რომელიც სეზონის ორი მესამედი ნაწილი უკონკურენციოდ იყო. მიუხედავად ამისა, წელს კიდევ იყო რამდენიმე მოვლენა, რომელმაც საყოველთაო ინტერესი გამოიწვია და 2011 წლისთვის არაერთი ინტრიგა შექმნა.

10. სათამაშო სეზონის შემოკლება

ATP-მ, როგორც იქნა, მიიღო სეზონის შემცირებისა და ზამთრის არდადეგების გაზრდის გადაწყვეტილება, რამაც ჩოგბურთელებს წლის ბოლოს დაგროვილ დაღლილობასთან ბრძოლის საშუალება უნდა მისცეს. 2012 წლიდან მოყოლებული, სპორტსმენებს შვიდკვირიანი დასვენება ექნებათ, როგორც ამას პრო-ტურის მონაწილეთა უმრავლესობა ითხოვდა. იმედია, ამის შემდეგ ნაკლები იქნება მოთამაშეთა ფიზიკური გამოფიტვით გამოწვეული ტრავმიანობა.

9. სერბეთის გამარჯვება დევისის თასზე

შესაძლოა, ამ გამარჯვების მნიშვნელობა ოდნავ გაუფასურებულია, რადგან ბევრი ტოპ-მოთამაშე ამბობს უარს ნაკრებში თამაშზე და პირად კარიერაზე კონცენტრაციას ამჯობინებს. მაგრამ სერბი გულშემატკივრები და ჩოგბურთელები ამ მოსაზრებას არ დაეთანხმებიან. ნოვაკ ჯოკოვიჩმა და სერბების გუნდის სხვა წევრებმა ამ ტრიუმფს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება უწოდეს.

8. ვოზნიაცკის საკამათო პირველობა

ჯერ კიდევ შარშან, როცა რუსი დინარა საფინა "დიდი სლემის" ტურნირის მოუგებლად ჩაუდგა სათავეში მსოფლიოს რეიტინგს, აქტიურად დაიწყო ლაპარაკი ქულათა დარიცხვის სისტემის უცნაურობაზე. ახლა დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის ლიდერობა გახდა განსჯის საბაბი. წლის განმავლობაში სტაბილურმა გამოსვლამ (WTA-ის 6 ტიტული) ოქტომბერში რეიტინგის პირველი ადგილი მოუტანა, თუმცა "დიდი სლემის" ჩემპიონატი ვერც მან მოიგო.

საერთო ჯამში, "კარომ" სტაბილურობა და უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინა და ქულათა დათვლის პრინციპის გადახედვამ ჩრდილი არ უნდა მიაყენოს მის ლიდერობას.

7. ძველი ახალი დედოფლის აღიარება

ამერიკის ღია პირველობაზე კიმ კლაისტერსის ტრიუმფი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ყოფილა ისეთი დრამატული, როგორც შარშან ამავე ტურნირზე იყო. დოჰაში წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში გამარჯვებამ კი დააგვირგვინა 27 წლის ჩოგბურთელისთვის 2010 წლის სეზონის ბრწყინვალე მეორე ნახევარი.

ვენუს უილიამსზე, ვერა ზვონარევასა და კაროლინ ვოზნიაცკიზე გამარჯვებებმა აჩვენეს, რომ ბელგიელი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მზად არის ქალთა ჩოგბურთში ლიდერობის დასაბრუნებლად. ამის შემდეგ WTA-მ მას "წლის საუკეთესო გამოსვლის" ნომინაციაში პირველობა მიანიჭა.

6. აგასისა და სამპრასის კონფლიქტი

აქტიური კარიერის დროსაც ეს ჩოგბურთელები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას არ გამოხატავდნენ, კარიერის დასრულების შემდეგ კი დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ამა წლის მარტში ინდიან უელსში გამართულ საჩვენებელ შეხვედრაში ჩოგბურთელები "მწარედ კბენდნენ" ერთმანეთს.

სამპრასმა აგასის სიარულის მანერას გაუკეთა პაროდია, რაზეც ანდრემ განაცხადა, რომ პიტი უნიჭო მსახიობია - ეს ყველაფერი ძალიან ულამაზოდ ჩანდა.

5. ფსონების სკანდალი

2010 წლის სეზონის ბოლოს საზოგადოებამ შეიტყო კომპანია IMG-ის პრეზიდენტისა და როჯერ ფედერერის ინტერესების დამცველის, ტედ ფორსტმანის საბუკმეიკერო კანტორაში თამაშის უცნაური ისტორია. ეჭვქვეშ დადგა ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის როლან გაროსის ორი ფინალზე გაკეთებული ფსონების "პატიოსნება". იტყობინებოდნენ, რომ ფორსტმანს უშუალოდ ფინალის წინ კონტაქტი ჰქონდა როჯერთან, რის შემდეგაც გააკეთა ფსონი. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ არანაირ მაქინაციებთან შეხება არ ჰქონია.

4. სერენა უილიამსის უცნაური ტრავმა

სერენამ დამაჯერებლად გაიმარჯვა 2010 წლის უიმბლდონზე - არც ერთი სეტი არ დაუთმო მეტოქეებს. ამის შემდეგ ფეხზე მიღებულმა ჭრილობამ (რესტონარში ჭიქის ნატეხზე გაიჭრა ტერფი) მას სეზონის ბოლომდე თამაშის საშუალება არ მისცა და ამერიკელი 2011 წლის იანვარსაც ვერ გავა კორტზე. სერენასა და მის გუნდს წესიერად არ აუხსნიათ ტრავმის ხასიათი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ უმცროსი უილიამსი ძალიან აკლია ქალთა ტურს.

3. ფედერერის კრახი უიმბლდონზე

უიმბლდონამდე უფრო ადრე - როლან გაროსზე როჯერმა შეწყვიტა "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალებში გასვლის სარეკორდო სერია, მაგრამ არავის ეგონა, რომ ის მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩამოშორდებოდა უიმბლდონს. ტომაშ ბერდიხმა კარიერაში საუკეთესო ჩოგბურთი აჩვენა, შვეიცარიელი ოთხ სეტში დაამარცხა და ის ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითა. ამით ყველაზე მეტად გულშემატკივრები დაზარალდნენ, რადგან ისევ ვერ იხილეს "საჩოგბურთო კლასიკა" ფედერერსა და ნადალს შორის. ეს ჩოგბურთელები წელს "დიდ სლემზე" ერთხელაც ვერ შეხვდნენ ერთმანეთს.

2. ორი მარათონელის მატჩი

არავინ არ აპირებდა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას უიმბლდონის პირველი წრის მატჩისთვის, რომელიც მე-18 კორტზე იმართებოდა, მაგრამ ამერიკელი ჯონ ისნერისა და ფრანგი ნიკოლა მაუს შეხვედრამ მთელი საჩოგბურთო სამყარო გაიტაცა. ის სამ დღეს გაიწელა და ყველანაირი რეკორდი მოხსნა.

საბოლოოდ, 11 საათი და 5 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში ამერიკელმა ასეთი ანგარიშით მოიგო - 6:4, 3:6, 6:7, 7:6, 70:68.

1. ნადალის კარიერული სლემი

რაფაელ ნადალი ბევრჯერ იყო ამერიკის ღია პირველობის სტუმარი და ვერ ამართლებდა საკუთარი გულშემატკივრის იმედებს. მაგრამ წელს ესპანელი ბრწყინვალედ გამოვიდა ნიუ იორკში და საბოლოოდ, შეუერთდა ფედერერსა და სხვა დიად ჩოგბურთელებს, რომლებსაც კარიერაში "დიდი სლემის" ყველა ტურნირი აქვთ მოგებული. მთელი დისტანციის განმავლობაში რაფამ მხოლოდ ერთი სეტი დათმო - ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. მანამდე სერბმა დრამატულ ნახევარფინალში ფედერერი გამოთიშა ბრძოლას.

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება