ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩემპიონი ფავორიტი აღარ არის?

ჩემპიონი ფავორიტი აღარ არის?

NBA: "მილუოკისთან" და "მაიამისთან" ორი წაგების შემდეგ, მოქმედ ჩემპიონ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" მორიგი გამოცდა ჰქონდა

"მილუოკისთან" და "მაიამისთან" ორი წაგების შემდეგ, კალენდარმა მოქმედ ჩემპიონ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" მორიგი გამოცდა მოუმზადა - კალიფორნიელები ტეხასში გაემგზავრნენ და დღეისთვის ლიგის საუკეთესო გუნდს "სან ანტონიო სპურსს" შეხვდნენ. გრეგ პოპოვიჩის შეგირდების დამარცხება კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება იქნებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის "ლეიკერსი" და მისი ლიდერები ისეთ ფორმაში არიან, რომ დღის ცენტრალურ შეხვედრაში უდავო ფავორიტად სწორედ "სპურსი" მიიჩნეოდა და კალიფორნიელების წარმატების ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა.

ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფილ ჯექსონის გუნდში ბევრი რამ არ არის წესრიგში. სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს "სპურსის" დაცვას და გასაკვირი არ არის, რომ "სან ანტონიომ" ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხა ჩემპიონი, არადა, მისმა ორმა ლიდერმა - ტიმ დანკანმა და მანუ ჯინობილიმ შეტევაში საშინლად ითამაშა. ამ დუეტმა თამაშიდან ჯამში 19 სროლა შეასრულა და მხოლოდ ოთხჯერ ჩააგდო. მაგრამ კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა "ლეიკერსის" ვარსკვლავური წყვილი - კობი ბრაიანტი და პაუ გასოლი. "შავ მამბას" ტყორცნების რეალიზაციის საშინელი პროცენტი ჰქონდა - 27-დან 8, ესპანელმა ცენტრმა კი სეზონში მეორედ ვერ შეძლო ათქულიანი ზღვარის გადალახვა.

"ლეიკერსმა" მეტ-ნაკლებად ნორმალური თამაში მხოლოდ მეორე მეოთხედში აჩვენა, რომელიც 11-ქულიანი სხვაობით მოიგო. მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა: "სან ანტონიოს" ბრწყინვალე დაცვამ ჩიხში მოაქცია სტუმარი კალათბურთელები. მატჩის ბოლო ნაწილს მასპინძლები დანკანისა და ჯინობილის გარეშე ატარებდნენ, თუმცა ეს არ ყოფილა პოპოვიჩის მხრიდან ცუდი თამაშისთვის სამაგიეროს გადახდა, უბრალოდ, "სპურსს" არ დასჭირდა მათი დახმარება და ისედაც იოლად გაუსწორდა დასავლეთში თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს. კობიმ კი ბოლო მატჩებში ჩამოყალიბებულ ტრადიციას არ უღალატა და დიდი დრო მსაჯებთან კამათში გაატარა. ბრაიანტის ნერვიულობა გასაგებია - ერთ მონაკვეთში კობიმ ზედიზედ 13 (!) ტყორცნა ააცილა.

დღის სენსაცია შემოგვთაზა "ტორონტომ". კანადელებმა სტუმრად თვით "დალას მავერიქსი" დაამარცხეს. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: "კოვბოებს" წინა დღეს "ოკლაჰომასთან" დაშავებული დირკ ნოვიცკი აკლდა, გარდა ამისა, გუნდს აუთსაიდერთან სათამაშოდ საკმარისი მოტივაცია არ აღმოაჩნდა.

ნოვიცკის როლი "დალასში" ამ მატჩმაც დაადასტურა. გერმანელის გარეშე მასპინძლები დაბნეულები ჩანდნენ და სამქულიანების მხოლოდ 22.7 პროცენტი (22-დან 5) გამოიყენეს. ასეა თუ ისე, რვაკაციანმა "ტორონტომ" (ამ გუნდს ტრავმების გამო აკლდნენ კალდერონი, ბარნიანი, სტოიაკოვიჩი და უიმსი) ჩემპიონატის ფავორიტს მხოლოდ 76 ქულა დააგროვებინა, თავად კი 84 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, მატჩის მსვლელობისას სტუმრებმა კიდევ ერთი კალათბურთელი დაკარგეს - ჯარედ ბეილესი, ხოლო ფორვარდი ამირ ჯონსონი ზურგის ტრავმით თამაშობდა.

ლებრონ ჯეიმსის ჩრდილში ყოფნა მობეზრა დუეინ უეიდს, რომელმაც "მაიამისა" და "ნიუ იორკის" შეხვედრაში თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღო თამაში და ძალიან ბევრი ესროლა, თანაც არც ისე მაღალი პროცენტით (თამაშიდან - 13/18, სამქულიანი - 1/7), თუმცა უეიდმა მატჩის ბოლოსთვის შესანიშნავი სტატისტიკა შეაგროვა: 38 წუთში 40 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა. ეს დუეინისთვის სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო.

კლივლენდი-ორლანდო 95:110

33:30, 24:30, 17:15, 21:35

კ: ჯეიმისონი (21), გიბსონი (15+6 მოხსნა), ვარეაო (15+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), უილიამსი (14+8 პასი), სეშენსი (12+6 პასი).

ო: არენასი (22+11 პასი+6 მოხსნა), რიჩარდსონი (20+5 მოხსნა), რედიკი (14), ნელსონი (13+6 პასი+5 მოხსნა), ჰოვარდი (12+6 მოხსნა), კლარკი (12).

ინდიანა-ბოსტონი 83:95

26:19, 21:26, 20:21, 16:29

ი: რაში (17+7 მოხსნა), გრეინჯერი (15), კოლისონი (10).

ბ: პირსი (21+7 პასი+5 მოხსნა), ალენი (17), დევისი (14), დენიელსი (12+5 მოხსნა), გარნეტი (11+13 მოხსნა).

მაიამი-ნიუ იორკი 106:98

34:18, 19:22, 27:25, 26:33

მ: უეიდი (40+9 მოხსნა), ჯეიმსი (18+10 მოხსნა+8 პასი), ბოში (18+10 მოხსნა), ილგაუსკასი (14+10 მოხსნა).

ნ-ი: სტაუდმაიერი (30+7 მოხსნა), ჩენდლერი (21+6 მოხსნა), ფელტონი (15+5 პასი), გალინარი (13), დუგლასი (11).

ჩიკაგო-მილუოკი 90:77

27:15, 17:30, 23:17, 23:15

ჩ: ბუზერი (24+9 მოხსნა), დენგი (24+5 მოხსნა), როუზი (18+12 პასი+6 მოხსნა).

მ: სალმონსი (18), მაგეტი (15), მბა ა მუტე (12+10 მოხსნა), დულინგი (11+6 პასი), ილიასოვა (10+7 მოხსნა), ბოგუტი (4+16 მოხსნა).

დალასი-ტორონტო 76:84

13:23, 27:23, 19:18, 17:20

დ: ტერი (18+6 პასი), ბატლერი (15), მერიონი (12+5 მოხსნა).

ტ: დევისი (17+12 მოხსნა), დეროზანი (16), კლეიზა (16), ჯონსონი (10+6 მოხსნა), ბარბოზა (12).

სან ანტონიო-ლეიკერსი 97:82

27:18, 15:26, 29:18, 26:20

ს-ა: პარკერი (23), ბლეირი (17+15 მოხსნა), ჯეფერსონი (15+7 მოხსნა), ჰილი (10+9 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (21+5 მოხსნა), ბინუმი (10+7 მოხსნა), არტესტი (10), ბრაუნი (5+11 მოხსნა).

დენვერი-პორტლენდი 95:77

25:21, 23:20, 30:17, 17:19

დ: ბილაპსი (18+9 პასი), ნენე (17+7 მოხსნა), სმიტი (17), აფლალო (17), მარტინი (10).

პ: ოლდრიჯი (18+13 მოხსნა+7 დაფარება), ბატუმი (14+5 მოხსნა), ფერნანდესი (11).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა