ნაახალწლევს ქუთაისში სინჯებზე სერბ მეკარე საშა მიშიჩს ელიან
ცნობილია, რომ დეკემბერში ქუთაისის "ტორპედო" კომპანია "ვისოლმა" დატოვა და კლუბი მერიის მფლობელობაში გადავიდა. როგორც ტორპედოელთა ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ განაცხადა, "ვისოლმა" კლუბის დატოვებამდე ანგარიშზე 500 ათასი დოლარი დატოვა.

ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ განმარტა, თუ რა თანხაა ეს და რატომ მაინცდამაინც 500 ათასი: "ვისოლს" 500 ათასი ჯარიმის სახით აქვს გადასახდელი, რასაც მას ადრინდელი ხელშეკრულება ავალდებულებს".

ქუთაისური კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე კი შემდეგი შინაარსის წერილი გამოქვეყნდა:

"სასიხარულოა, რომ ქუთაისის მერი შოთა მურღულია გულშემატკივრების აზრს ითვალისწინებს და ისიც ფიქრობს, რომ კომპანია "ვისოლი" უნდა წასულიყო. მაგრამ აქ ჩნდება ერთი კითხვა: ყველა სპონსორი სპონსორია? ნორმალურია, რომ თავის დროზე ამხელა კლუბი "ვისოლს" 1 ლარად გადასცეს? სტადიონი კი, რომელიც 20 000-ზე მეტ მაყურებელს იტევდა, დააპატარავეს. ქომაგთა კლუბ "ჯუნგლებს" ძალის გამოყენებით დევნიდნენ და არაერთხელ მოგვატყუეს?!"

ახლა კი გუნდის ამბებზე. ცნობილია, რომ "ტორპედომ" უკვე დაიმატა ირაკლი კლიმიაშვილი, ზაზა ჭელიძე და ნიკა საბანაძე, მაგრამ გუნდის ქომაგები იმედოვნებენ, რომ ახალწვეულების გარდა, "ტორპედოში" მყოფი ფეხბურთელებიც გამოიჩენენ თავს.

გულშემატკივარი მართალია: "ტორპედოს" გაძლიერების ერთ-ერთი რესურსი ნიკა ახვლედიანის მოედანზე დაბრუნებაშიც უნდა ვეძებოთ. ის ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. იყო 19-წლამდელთა გუნდის წევრიც, მაგრამ შემტევი ნახევარმცველი სწორედ იმ პერიოდში დაშავდა და დიდი დრო გაუცდა. არადა, ის ბოლო წლებში დაწინაურებულ ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია.

შევიტყვეთ, რომ ქუთაისში კიდევ 3 ფეხბურთელი მიიწვიეს, რომელთა საკითხი მალე გაირკვევა. "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თქმით, ის რომან კანკიასა და ლაშა ქებაძის აყვანაზე ფიქრობს:

"კანკია "ზუგდიდის" ფეხბურთელია. ის მარჯვენა მცველია. მიმდინარე სეზონში მას არ უთამაშია, რადგან დაშავებული იყო, მაგრამ ნიჭიერი, ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. მიმაჩნია, რომ ის "დინამოში" წასული ტაბატაძის შემცვლელად გამოდგება. საამისოდ კი კარგად უნდა მოემზადოს.

ასევე ვფიქრობ ლაშა ქებაძეზეც, რომელიც ბოლოს "სამტრედიაში" თამაშობდა. ის გამოცდილი და კარგი საყრდენი ნახევარმცველია. მასაც შეუძლია "ტორპედოს" გაძლიერება.

კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით ვარ დაინტერესებული, მაგრამ ისინი ახლა თავიანთ საკითხებს არკვევენ, მეც ახალი წლის შემდეგ ჩამოვყალიბდები და მეცოდინება, მეორე წრეში რა კონტინგენტს დავეყრდნობი".

თუმცა ეს არ არის ქუთაისური ტრანსფერების სრული სია: 3 იანვარს, "ტორპედო" შეკრებას რომ დაიწყებს, ქუთაისში საშა მიშიჩს ელიან.

სერბი მეკარე ბოსნიის ჩემპიონატის აუტსაიდერ ველიკა ობრასკას "მლადოსტის" წევრია. მიმდინარე სეზონში მან 15 ტურიდან 14-ში ითამაშა და აუტსაიდერი გუნდის კარის დარაჯის კვალობაზე, არც ისე ბევრი გაუშვა - 21 გოლი.

თუმცა, დარასელიას თქმით, მისი საკითხი გადაწყვეტილი არ არის. "ტორპედოში" მიშიჩის დარჩენა-არდარჩენის საკითხი სინჯების შემდეგ გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ZVELI
ესწეც ჩვენებურად უბერავს, არა და თითქოს მოწესრიგებულ ქვეყანაში მიიღო სამწვრთნელო განათლება. მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს ......
sxvagza
აგია ფული არ გვაქვენო?
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ვერავის დავიმატებთ, ფული არ გვაქვს - ქუთაისის "ტორპედო" 11-მა ფეხბურთელმა დატოვა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები
სოსო ფრუიძე: 10-გუნდიან ჩემპიონატს დიდი სათადარიგოთა სკამი სჭირდება
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ფანების ფავორიტია
ზაზა ჭელიძე: ძნელია ხანმოკლე სეზონში ამდენი გადაწყობა-გადმოწყობა...
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ტორპედო-ჩიხურა 0:2 - მეტი იღბალი და კონტრშეტევის ძალა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
დიდი ცვლილებები ქუთაისში - "ტორპედო" ირაკლი კლიმიაშვილმაც დატოვა
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
დავით ფრუიძე: სახელმწიფომ პიროვნული მომენტი უნდა გამორიცხოს...
საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ
ახალი ფეხბურთელები და 800 000 ლარი ქუთაისის "ტორპედოსთვის" [PHOTO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"ტორპედოს" გენერალური დირექტორი ავტობუსის თემაზე: რა მოხდა მერე?!