NBA: ზედიზედ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ ფილ ჯექსონმა სასტარტო ხუთეულში კორექტივები შეიტანა და გაუმართლდა

როგორც იქნა, სიცოცხლის ნიშნები გამოამჟღავნა "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა". ზედიზედ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ ფილ ჯექსონმა სასტარტო ხუთეულში კორექტივების შეტანა გადაწყვიტა და ამან "ნიუ ორლეანთან" გასვლით მატჩში შედეგი გამოიღო. პირველად ამ სეზონში ძირითადი ცენტრის ფუნქციები შეასრულა ენდრიუ ბინუმმა, ხოლო ლამარ ოდომმა სათადარიგოთა სკამზე დაიკავა ადგილი. საბოლოოდ, ეს ნაბიჯი ორივეს წაადგა, განსაკუთრებით კი ოდომს, რომელიც "მეექვსე მოთამაშის" სტატუსით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა.

რაც შეეხება თამაშს, მისი ბედი ფაქტობრივად დიდ შესვენებამდე გადაწყდა. "ჰორნეტსმა" იწვალა პირველ მეოთხედში, რის შემდეგაც "ლეიკერსმა" ზეწოლა გააძლიერა და მესამე მეოთხედში სხვაობამ 20 ქულას მიაღწია. ჯერ ნაადრევია კალიფორნიელთა კრიზისიდან გამოსვლაზე ლაპარაკი, მაგრამ წინსვლა აშკარაა.

საკმაოდ მოულოდნელად "ბოსტონზე" გამარჯვება მოიპოვა "დეტროიტმა". ამ მატჩს დამატებით ინტერესს ბოლო დროს კევინ გარნეტსა და ჩარლი ვილანუევას შორის დაძაბული ურთიერთობაც მატებდა. შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ქეიჯიმ "ხუმრობით" ჩარლის "ლიგის კიბო" უწოდა. გუშინ ვილანუევას მოედანზე სამაგიეროს გადახდის ნაკლები შანსი ჰქონდა, რადგან გარნეტს ფეხის ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და პირველივე ნახევარში დატოვა მოედანი.

მთელი მატჩის განმავლობაში "პისტონზი" დამაჯერებლად ინარჩუნებდა უპირატესობას. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო კალათბურთელი იყო ტრეისი მაკგრეიდი. ტი-მაკი ბოლო მატჩებში თითქმის ჩვეულ დონეზე ათამაშდა და "ბოსტონის" წინააღმდეგ წელს სარეკორდო 21 ქულა (თამაშიდან - 7/11) დააგროვა, რასაც 8 შედეგიანი პასიც დაუმატა. "ბოსტონის" ერთადერთი იმედი პოლ პირსი იყო, მაგრამ მას სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონია და თავისი 33 ქულით ვერ დაეხმარა თავის გუნდს.

მოსაწყენად არ ეცალათ ჰიუსტონში, სადაც "მაიამის" "დიდი ტრიო" სტუმრობდა. "როკეტსს" აღიარებული ავტორიტეტების მიმართ არანაირი რიდი არ აღმოაჩნდა და ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრა. ლუის სკოლა, კევინ მარტინი და ცოტა ხნის მწყობრში ჩამდგარი აარონ ბრუქსი სასწაულებს ახდენდნენ. რთულია გაიხსენო, როდის გაუშვა "მაიამიმ" ერთ მატჩში ამდენი ქულა.

მაგრამ მასპინძლები მაინც დამარცხდნენ და ამის მიზეზი დუეინ უეიდის ბენეფისი გახდა. "ფლეშის" 45-მა ქულამ დიდი გავლენა იქონია მატჩის შედეგზე, თანაც მცველს დროულად დაეხმარნენ მარიო ჩელმერსი და კრის ბოში და "ჰიუსტონმა" ზეწოლას ვეღარ გაუძლო.

სხვათა შორის, "მაიამის" ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - ერთი კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ მეცხრე გასვლითი შეხვედრა მოიგო. ასევე დამყარდა საკლუბო რეკორდი თვეში მოპოვებული მოგებების რაოდენობით - 15.

გიჟური ფინალის მოწმენი გახდნენ საკრამენტოს დარბაზში შეკრებილი გულშემატკივრები. "მეფეები" "მემფისს" მასპინძლობდნენ და ეს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მატჩი სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო დაპირისპირებად გადაიქცა. ბოლო წუთის განმავლობაში "საკრამენტო" სულ მდევრის როლში იყო, მაგრამ 16 წამით ადრე ტაირიკ ევანსმა ო ჯეი მაიოს აართვა ბურთი და სწრაფ გარღვევაში დააწინაურა თავისი გუნდი.

მაიომ გამოასწორა შეცდომა: წამნახევრით ადრე "დათვების" მცველმა საშუალო დისტანციიდან ურთულესი ბურთი ჩააგდო და თითქოს გაამარჯვებინა "მემფისს" - 97:98 სტუმრების სასარგებლოდ. "მეფეების" მწვრთნელ პოლ უესტფოლს ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა და მასპინძლებს თამაშის განახლება საკუთარი ფაქვეშიდან მოუწიათ. ევანსმა თავის სამწამიანში მიიღო ბურთი, ცენტრამდე მირბენა და სროლა მოასწრო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ბურთი დიდი ხანი მიფრინავდა "მემფისის" ფარისკენ და ბოლოს კალათში ჩაეშვა.

ატლანტა-გ. სტეიტი 103:93

29:27, 23:20, 26:22, 25:24

ა: სმიტი (22+10 მოხსნა+5 პასი), ჰორფორდი (21+15 მოხსნა), ჯონსონი (16+8 პასი), ბიბი (15), პაჩულია (11+7 მოხსნა).

გ-ს: რაიტი (32+11 მოხსნა), ლი (14+8 მოხსნა), ელისი (12), ამუნდსონი (10+7 მოხსნა), კარი (9+12 პასი+5 მოხსნა).

ვაშინგტონი-ინდიანა 104:90

19:19, 25:25, 28:23, 32:23

ვ: იანგი (25+9 მოხსნა), ბლეტჩი (22+11 მოხსნა), მაკგი (16+10 მოხსნა), მარტინი (11), უოლი (10+12 პასი+7 მოხსნა), ლუისი (10+6 მოხსნა).

ი: დანლივი (20+6 მოხსნა), გრეინჯერი (15+9 მოხსნა), მაკრობერტსი (13+8 მოხსნა).

შარლოტი-კლივლენდი 101:92

33:20, 24:24, 24:23, 20:25

შ: ჯექსონი (38+6 მოხსნა), ოგუსტინი (28+6 პასი).

კ: სეშენსი (22+5 მოხსნა), ჯეიმისონი (18), ჰიქსონი (12+6 მოხსნა), გიბსონი (11), ვარეჟაო (9+10 მოხსნა+5 დაფარება).

დეტროიტი-ბოსტონი 104:92

27:21, 18:16, 29:25, 30:30

დ: მაკგრეიდი (21+8 პასი), პრინსი (18), ვილანუევა (14+5 მოხსნა), გორდონი (12), დეი (12), უილკოქსი (10+8 მოხსნა).

ბ: პირსი (33+8 პასი+5 მოხსნა), ალენი (12+7 მოხსნა), დევისი (12).

ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 88:103

23:26, 18:33, 19:24, 28:20

ნ-ო: პოლი (20+7 პასი), ბელინელი (15), ჯეკი (12), ოკაფორი (10+7 მოხსნა).

ლ: ოდომი (24+5 მოხსნა), ბრაიანტი (20), ბინუმი (18+6 მოხსნა), პ. გასოლი (11+12 მოხსნა+5 პასი).

მინესოტა-დენვერი 113:119

30:23, 29:30, 24:29, 30:37

მ: ბიზლი (33+5 მოხსნა), ლავი (26+14 მოხსნა+5 პასი), რიდნური (20+8 პასი), უებსტერი (17), ჯონსონი (10+5 პასი).

დ: ბილაპსი (36+5 პასი), ლოუსონი (19+5 პასი+5 მოხსნა), აფლალო (17+6 მოხსნა), სმიტი (12+5 პასი), ანდერსენი (11+7 მოხსნა), ბოლკმენი (10).

ოკლაჰომა-ნიუ ჯერსი 114:93

24:24, 33:22, 31:24, 26:23

ო: დურანტი (27), უესტბრუკი (17+7 პასი), ჰარდენი (11), კოლისონი (10+7 მოხსნა), კრსტიჩი (10).

ნ-ჯ: ლოპესი (19+6 მოხსნა), ჰარისი (19), აუთლო (12), ვუიაჩიჩი (11).

ჰიუსტონი-მაიამი 119:125

28:35, 34:24, 22:29, 35:37

ჰ: სკოლა (22+5 მოხსნა), მარტინი (21), ბრუქსი (20+9 პასი), ჰეიესი (13+8 მოხსნა), ლოური (11+7 მოხსნა+7 პასი), ბადინგერი (11+5 მოხსნა).

მ: უეიდი (45+7 მოხსნა), ბოში (21), ჯეიმსი (20+9 პასი+6 მოხსნა), აროიო (11).

ფინიქსი-ფილადელფია 110:123

35:33, 30:33, 21:26, 24:31

ფინ: ნეში (23+15 პასი+5 მოხსნა), კატრეტი (18), ჰილი (17+5 მოხსნა+5 პასი), პიეტრუსი (15), გორტატი (13+6 მოხსნა).

ფილ: ჰოლიდეი (25+7 პასი), ტერნერი (23+5 მოხსნა), ნოჩიონი (22+12 მოხსნა), ბრენდი (16+7 მოხსნა), იანგი (15+8 მოხსნა), ჰაუსი (10+11 მოხსნა), უილიამსი (10).

საკრამენტო-მემფისი 100:98

24:27, 26:24, 20:23, 30:24

ს: უდრიხი (24+6 პასი), კაზინსი (21+16 მოხსნა), ევანსი (21).

მ: რენდოლფი (35+17 მოხსნა), გეი (16), მ. გასოლი (11+5 მოხსნა), მაიო (10+6 მოხსნა), ალენი (10).

კლიპერსი-იუტა 95:103

31:23, 26:28, 13:30, 25:22

კ: გრიფინი (30+12 მოხსნა), გორდონი (19+5 პასი), ჯორდანი (14+5 მოხსნა), ამინუ (13+8 მოხსნა).

ი: ჯეფერსონი (31+10 მოხსნა), ჰეივორდი (17+6 მოხსნა), უილიამსი (16+7 პასი+6 მოხსნა), ოქური (13).

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე