ფიასკო მუნდიალზე, ახალი იდეები და სკანდალები
როგორი იყო იტალიური ფეხბურთისთვის 2014 წელი? - როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, მთლიანობაში წარუმატებელი. რატომ? - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "სკუადრა აძურამ" მსოფლიოს ჩემპ;იონატზე სრული ფიასკო განიცადა და ჯგუფში ჩარჩა. მოდი, გადავავლოთ თვალი მოვლენებს და გამოვარჩიოთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ასპექტები.

მუნდიალი

ბრაზილიურ მუნდიალზე იტალია ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით გაემგზავრა, რადგან ჩეზარე პრანდელის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი იყო და მთლიანობაში, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა, მუნდიალზე მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა - იტალიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და თანაც ისეთ ნაკრებთან დამარცხდა, როგორიც კოსტა რიკაა.

მართალია, ჩრდილოამერიკელებმა შემდეგ კიდევ არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზეს, მაგრამ იტალიელთა გასამართლებლად ეს არგუმენტი არ გამოგვადგება. "სკუადრა აძურა" იმ ურუგვაისთანაც შერცხვა, რომელმაც მთლიანობაშიც მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და მერვედფინალში, კოლუმბიასთან უშანსოდ დამარცხდა.

მუნდიალი იტალიური ფეხბურთის წლის მთავარი იმედგაცრუებაა, რასაც ჩეზარე პრანდელის გადადგომა მოჰყვა. მწვრთნელი, რომელიც კალჩოს მთავარი იმედი იყო და სრულიად საფეხბურთო იტალიის მხარდაჭერით სარგებლობდა, თურქეთში გადაბარგდა და "გალათასარაის" ჩაუდგა სათავეში.

მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა - მაისის ბოლოს, სენიორ ჩეზარემ ფედერკალჩოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ბრიფინგზე შორსმიმავალი, გრანდიოზული გეგმების შესახებ ისაუბრა, ივლისში კი უკვე სტამბოლში იყო და იქ ატარებდა პრესკონფერენციებს.

"აძურა" მიჯრით მეორედ ჩარჩა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში, რაც იტალიელთათვის დღემდე მოუნელებელი იარაა - როგორც ფედერკალჩოს ახალი პრეზიდენტი კარლო ტავეკიო აცხადებს, ეს ტვირთი მხოლოდ 2018 წელს მოიხსნება, როდესაც იტალიის ნაკრები რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნავსს გატეხს, ჯგუფიდან გავა და შემდეგ, დიდ წარმატებას მიაღწევს.

ახალი პრეზიდენტი

სიტყვამ მოიტანა და 2014 წლის კიდევ ერთ მთავარ მოვლენაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მუნდიალზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, პოსტი არა მარტო მთავარმა მწვრთნელმა, ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემაც დატოვა, არჩევნების შემდეგ კი მისი ადგილი კარლო ტავეკიომ დაიკავა.

ახალი პრეზიდენტი ახალი იდეებით მოვიდა, ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი სერია A-ს და B-ში გუნდების რაოდენობის შემცირებაა. გადაწყვეტილი ამბავია, რომ სერია A-ს 2016-2017 წლების გათამაშება 18-გუნდიანი იქნება, სერია B კი 20-გუნდიანი. აღნიშნულ თემაზე გუშინ გამართულ საგანგებო სხდომაზეც იმსჯელეს და გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონის საბოლოო ფორმატი მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში ელიტარულ ლიგას ბოლო ხუთი გუნდი დატოვებს, ქვედა ლიგიდან კი სამი აღზევდება. შედეგად, მივიღებთ 18-გუნდიან სერია A-ს, როგორც ეს ადრე იყო, ძველ, კარგ დროს.

ტავეკიოს კიდევ არაერთი გეგმა აქვს, მათ შორის იტალიის უმაღლეს ლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესება. ჯერჯერობით, ეს საკითხი არაა გადაწყვეტილი, მაგრამ პრეზიდენტი შეეცდება, რომ თავისი 2015 წელს გაიტანოს - მისი გეგმის თანახმად, სერია A-ს გუნდს ძირითად შემადგენლობაში მინიმუმ 4 იტალიელი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს, სამომავლოდ კი ეს რიცხვი 6-მდე გაიზრდება. მოკლედ, 2014 წელს იტალიურ ფეხბურთში ახალ იდეებს ჩაეყარა საფუძველი, სიტყვას კი საქმე 2015-ში უნდა მოჰყვეს.

სამწვრთნელო კარუსელი

2014-2015 წლების სეზონის დაწყებამდე დიდი სამწვრთნელო გადაადგილებები მოხდა, ანტონიო კონტემ "იუვენტუსი" დატოვა და იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, ტურინული გრანდი კი "მილანის" ყოფილმა დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბარა.

კონტე "სკუადრა აძურას" ახალი მწვრთნელია და მასზე გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებენ. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, კონტეს ტურინიდან აბარგებამ "აძურას" სულზე მიუსწრო, რადგან პრანდელის სხვა შესაძლო მემკვიდრეები ტიფოზებში სრულ უიმედობას იწვევდნენ - არც ფრანჩესკო გვიდოლინი, არც ალბერტო ძაკერონი, არც რობერტყო მანჩინი, არც ლუჩანო სპალეტი და არც მასიმილიანო ალეგრი გულშემატკივართა მხარდაჭერით არ სარგებლობდნენ.

კონტე სხვა საქმეა, "იუვეში" ძალიან წარმატებულად იმუშავა და წესით, იტალიის ნაკრებს საკუთარი თავის რწმენა უნდა დაუბრუნოს. ახალ მწვრთნელ;ს კარგი სტარტი გამოუვიდა, "სკუადრა აძურამ" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მშვენივრად დაიწყო და არც ამხანაგურ შეხვედრებში შეირცხვინა თავი.

ახალი სტადიონები

კარგი ამბავია ის, რომ იტალიური ფეხბურთის ორმა გრანდმა ახალი სტადიონის აშენების გადაწყვეტილება მიიღო და საქმესაც შეუდგა. გამოყოფილია ადგილები, გამონახულია სახსრები და სულ მალე, საფუძველიც ჩაიყრება. "მილანს" ახალი არენა უახლოეს 4 წელიწადში ექნება, "რომა" კი საქმის მომთავრებას 3 წელიწადში აპირებს.

ინფრასტრუქტურა იტალიური ფეხბურთის მთავარი პრობლემაა, მოძველებული სტადიონები და ბაზები კალჩოს რეგრესის მთავარი მიზეზია და ამიტომ, ეს ძვრები ძალიან დროული და აუცილებელია.

როგორც "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ბარბარა ბერლუსკონი ამბობს, ახალი სტადიონი "ფლაი ემირატის" თანხით აშენდება და საერთაშორისო შეხვედრებზე არენას სწორედ აღნიშნული კომპანიის სახელი ერქმევა. სტადიონის მაკეტი ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა წინასწარი ვერსიით, 42 000 გულშემატკივარს დაიტევს. ქომაგებმა აღნიშნული ფაქტი უკვე გააპროტესტეს და კლუბის მესვეურებს სკამების რაოდენობის მინიმუმ 10 000-ით გაზრდა მოსთხოვეს.

"რომას" მერსვეურებს კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ, "სტადიონის" გარშემო გასართობი კომპლექსი, პატარა ქალაქი გაშენდება, რომელიც კვირაში 7 დღის განმავლობაში იმუშავებს და რომელზეც 1.2 მილიარდი ევრო დაიხარჯება. პროექტი დამტკიცებულია და წყალი არ გაუვა, რომ "ჯალოროსის" თავისი არენა ექნება.

ესეც 2014 წლის პოზიტიური სიახლეებია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად, იტალიურ ფეხბურთში ინფრასტრუქტურის მხრივ მძიმე მდგომარეობაა.

გუნდების უმეტესობა ქალაქების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სტადიონებზე ასპარეზობს, რომლებიც მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მაგალითად, "სასუოლოს" საშინაო არენა ვერავითარ კრიტიკას ვერ გაუძლო და სერია A-ში "რეჯინას" სტადიონზე ასპარეზობს. საგულისხმოა, რომ სერია B-ს მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილი ლიდერი "კარპია",

რომლის სტადიონიც ასევე ვერ აკმაყოფილებს ელიტარული ლიგის სტანდარტებს და თუ აღზევდა, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, ასევე "რეჯინას" სტადიონზე ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ სასუოლოს მსგავსად, ეს ქალაქიც რეჯიო ემილიას რეგიონშია. მოკლედ, ორი ახალი სტადიონის დაანონსება კარგია, მაგრამ ჯერჯერობით, ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა.

ევროარენაზე

კრიზისი გრძელდება და იტალიური გუნდები ევროარენაზე ვერ ბრწყინავენ. ამ მხრივ, გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა, მიმდინარე სეზონს კი ჯერ უნდა მივადევნოთ თვალი.

ცუდია ის, რომ "ნაპოლი" ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან, "რომამ" კი ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. თუმცა, კარგია ის, რომ იტალია ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც ევროტურნირებზე გუნდი არ დაუკარგავს - ანუ, "ნაპოლი" და ‘რომა" ევროპალიგაზე გადავიდნენ და იტალიელთა დესანტი რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე გაიზარდა.

იტალიურ კლუბებს აქვთ შანსი, რომ ამ სეზონში მაინც გაიბრწყინონ საერთაშორისო ასპარეზზე - ამისთვის "იუვენტუსის" წარმარტებაა საჭირო, ევროპალიგაზე კი ერთბაშად რამდენიმე გუნდს შეუძლია ფინალამდე მისვლა. იტალიური საფეხბურთო სამყარო თანდხმდება, რომ კალჩოს ისე სჭირდება საერთაშორისო წარმატება საკლუბო დონეზე, როგორც არასდროს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

სკანდალები

იტალიური ფეხბურთი სკანდალების გარეშე წარმოუდგენელია და გამონაკლისი არც 2014 წელი იყო. ყველაზე ხმაურიანი ამბავი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეეზიდენტს უკავშირდება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას რასისტულ სკანდალში გაეხვა.… კარლო ტავეკიომ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან საუბარში განაცხადა, რომ კალჩოს საერთო დონე ძალიან დაეცა და ეს არასწორი პოლიტიკის ბრალია - ერთ დროს, ჩვენთან ვარსკვლავები თამაშობდნენ, დღეს კი "ლაციომ" ფეხბურთელი დაიმატა, რომლის წინაპრები კაციჭამიები იყვნენო.

აი, დაახლოებით ასეთი განცხადება გააკეთა ტავეკიომ და რა გასაკვირია, რომ დიდი სკანდალი აგორდა - ამ ფაქტმა მისი კონკურენტის, დეემეტრიო ალბერტინის შანსი გაზარდა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება მაინც ტავეკიოს დარჩა. რბილად რომ ვთქვათ, უტაქტო გამონათქვამის გამო, ტავეკიოს ბოდიშის მოხდა მიუწია.

წლის ქარიზმად "სამპდორიას" ახალი მფლობელი და პრეზიდენტი მასიმო ფერერო უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც მთელ საფეხბურთო იტალიას ექსტრავაგანტული ქმედებებით გააცნო თავი. თავისი გუნდის თამაშებზე ხან ცეკვავს, ხან მღერის, ხან ჩხუბობს და თანაც, ამ ყველაფერს საოცარი ტემპერამენტით აკეთებს - ამასთან, ორიგინალური ჩაცმულობით გამოირჩევა და ხშირად, შუბლზე "სამპდორიას" შარფი აქვს წაკრული.

მასიმო ფერერო სკანდალშიც გაეხვა, როდესაც "ინტერის" ინდონეზიელ პრეზიდენტ ერიკ ტოჰირს ფილიპინელი ლილიპუტი უწოდა. ბუნებრივია, იტალიურ სპორტულ მედიაში ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა, ფერერო კი რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. სენიორ მასიმომ თავიც უხეიროდ იმართლა: რა მნიშვნელობა აქვს ფილიპინელია თუ ინდონეზიელი, ჩემთვის ეგ ორივე ერთიაო.

მოკლედ, ფერერო დასაჯეს და სამი თვით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს, ერიკ ტოჰირი კი ბოდიშს დღემდე ამაოდ ელოდება. ცნობისთვის, ფერერო და ტოჰირი დაახლოებით ერთი სიმაღლის არიან, მაგრამ როგორც ჩანს, "სამპას" პრეზიდენტისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

დანარჩენზე 2015-ში ვისაუბროთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

DEL PIERO 10
:))) ყველას გილოცავთ დამდეგ 2015 წელს!
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
ფრანკ დე ბურის "ინტერში" რთული დროება უდგას
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
კარლო ტავეკიო: კონტე არ უნდა გაგვეშვა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
იტალიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
კარლო ტავეკიომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დატოვა
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა
პიერლუიჯი კოლინა შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
კარლო ტავეკიოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
"ღამურების" ბუდეში - რატომ წავიდა პრანდელი სინამდვილეში "ვალენსიიდან"
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"ინტერის" პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას უარყოფს
აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს პრეზიდენტი
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა იუარა
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს