ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სალომე მელია: ვეცდებით, არც მომავალში დავთმოთ პოზიციები

სალომე მელია: ვეცდებით, არც მომავალში დავთმოთ პოზიციები

საქართველოს ნაკრების მოჭადრაკე 2014 წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
წლეულს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირებში ქართველმა დიდოსტატებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი.

მათ შორის საგულისხმო შედეგებით გამოირჩა სალომე მელია, კონტინენტის პირადი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი, ბათუმის საჭადრაკო კლუბ "ნონას" შემადგენლობაში ევროპის და საქართველოს საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებული, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალთა სამეულში დაასახელა.

- შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე, ამიტომ ვეცადე, წლევანდელ შეჯიბრებაში შედეგი გამეუმჯობესებინა. - გვითხრა სალომემ. - ჩემპიონატის ფინიშისკენ ოქროს მოპოვების შანსიც გამიჩნდა. საამისოდ ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ვალენტინა გუნინას დამარცხება იყო საჭირო. მასთან პაექრობისას იყო ხელსაყრელი მომენტებიც, მაგრამ მეტოქის შეცდომების გამოყენება ვერ შევძელი და საბოლოოდ ყაიმს დავჯერდი. ასეთ სიტუაციაში ბრინჯაოს მედალი, ალბათ, ლოგიკურიც იყო და მონაგრით უკმაყოფილო არ ვარ.

- და მაინც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ალბათ, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა იყო.

- გეთანხმებით. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოლიმპიადაზე ქალთა გუნდისგან ქომაგები მედალს ელოდნენ. საქართველოს ტრომსოში სამ ფრონტზე მოუწია ბრძოლამ. ჩვენი ნაკრები რეიტინგით მე-4 იყო. მედალი კარგი შედეგი იქნებოდა, მე-4 ადგილს ქვემოთ დაშვება კი - ცუდი. ალბათ, იღბალიცაა საჭირო, თორემ რუსეთის ნაკრებთან როგორ უნდა წაგვეგო ჩვენი პარტიებიდან გამომდინარე.

უბრალოდ, იმ დღეს ფორტუნა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მხარეს იყო. არადა, გული დაგვწყდა, რომ ტრომსოში ჩვენი ქვეყნის ორი დიდი გამარჯვება მედლით არ დავაგვირგვინეთ. მოგეხსენებათ, ოლიმპიადის პარალელურად ნორვეგიაში ფიდეს გენერალური ასამბლეა და არჩევნები გაიმართა: ბატონი ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი გახდა, ხოლო ბათუმმა სამხრეთ აფრიკასთან პაექრობაში 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

- ამგვარმა წარმატებამ ნაკრების განწყობაზე ვერ იმოქმედა?

- ყველაფერი ინდივიდუალურია. ემოციები უფრო პირადი შეჯიბრებებისას იძლევა ეფექტს, გუნდური ასპარეზობა მაინც განსხვავებულია. შეუძლებელია ერთსა და იმავე ფაქტზე ყველას ერთნაირი რეაქცია ჰქონდეს. თუმცა, ტრომსოში ის შემთხვევა იყო ბატონი ზურაბისა და ბათუმის გამარჯვება ყველას გაგვიხარდა, მათ შორის უცხოელებსაც. გვილოცავდნენ კიდეც. განსაკუთრებით უკრაინელი ნატალია ჟუკოვა გამოირჩეოდა. მან ხომ 2000 წელს აჭარის დედაქალაქში მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა. მაშინ იგი ბათუმის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, ნაკვეთიც აჩუქეს, მერე ჩამოართვეს. ამის მიუხედავად, მაინც უსაზღვროდ უყვარს საქართველო.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს გახშირდა საერთაშორისო ტურნირები. 2015-2018 წლებში კი მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. თუნდაც ის რად ღირს, რომ გაისად თბილისი ფიდეს ვაჟთა გრან პრის მესამე ეტაპს უმასპინძლებს, საქართველოში გაიმართება ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებაც, სხვა მნიშვნელოვანი ტურნირებიც.

- ტრომსოდან კიდევ რა დაგამახსოვრდა?

- ისე ვიყავით დატვირთული, დამატებითი ემოციებისთვის არც გვეცალა. ერთ რამეზე კი დამწყდა გული: ორი საათის სავალზე დიდი ზოოპარკი ჰქონიათ, სადაც ცხოველები თურმე ლაღად დასეირნობენ ბუნების წიაღში. ასე გვითხრეს, უსაფრთხო მანქანებით შეგიყვანთო ზოოპარკში...

- შენმა სიტყვებმა ქართველი პოეტის - იოსებ ნონეშვილის მონათხრობი ერთი საინტერესო ეპიზოდი გამახსენა: "საბჭოთა მწერლებთან ერთად აფრიკას ვეწვიე. მასპინძლებმა ჯუნგლებში გასეირნება შემოგვთავაზეს. სახეზე შიშმა რომ გადაგვირბინა, გაეღიმათ - მანქანის ძარაზე რკინის გალიებში ჩაგსვამთ, ხელში სიმბოლურად თოფებსაც დაგაჭერინებთო. მართლაც, ასე წაგვიყვანეს ჯუნგლებში და მანქანა მოშიშვლებულ ადგილას გააჩერეს. ერთი ბუჩქიდან ლომი გამოძვრა, მეორიდან - ვეფხვი, იქ ტურებმა და მელიებმაც გამოყვეს თავი. ამ დროს ლომმა ვეფხვს წასტორა - გამაგებინე, ჩემს სამფლობელოში გალიით ეს რა ჯიშის ცხოველები მოუყვანიათო."..

- (ეცინება). მეც მაინტერესებდა, რა გრძნობა დამეუფლებოდა მტაცებელ ცხოველებთან ასე მიახლოებისას, მაგრამ საექსკურსიოდ სად გვეცალა - მეორე დღეს მორიგი ტურის შეხვედრები გვქონდა და მისთვის ვემზადებოდით.

- "ნონას" დუბლზე რას იტყვი?

- ბათუმის საჭადრაკო კლუბი შარშან შეიქმნა. ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ასეთ წარმატებას არავინ ელოდა - შვიდივე გუნდი დავამარცხეთ. პირველ ტურში მსგავსი ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულ "მონტე კარლოს" ვძლიეთ, რომლის ღირსებასაც ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი იცავს.

ეს იყო ის ტურნირი, რომელშიც ძლიერებთანაც გავიმარჯვეთ და სუსტებთანაც მოგების შანსი არ გავუშვით ხელიდან. "ნონას" ევროპის ჩემპიონობით საკუთარ თავსაც დავუმტკიცეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი დონის შეჯიბრებაზე შეუძლია წარმატების მიღწევა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს რუსეთის გუნდს ვეთამაშებოდით. ჩემპიონობა უკვე განაღდებული გვქონდა. ამის მიუხედავად, ბოლომდე ბრძოლა გადავწყვიტეთ. არასდროს დამავიწყდება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის თვალები - არნახული მოტივაცია იგრძნობოდა მის გამოხედვაში. თავად ხომ მობილიზებული იყო და თანაგუნდელებსაც საბრძოლველად განაწყობდა.

წარმატების შემთხვევაში ბრინჯაოს გაინაღდებდნენ. არც ჩვენ ვაპირებდით დათმობას. შუა თამაშისას ალექსანდრამ რომ დაინახა, მე გირიას ვუგებდი, ნანა ძაგნიძე - ვალენტინა გუნინას, თავად კი ბელა ხოტენაშვილთან საყაიმო პოზიცია ჰქონდა, თავი ხელებში ჩარგო და დიდხანს გაუნძრევლად იჯდა.

- ეს საკლუბო ჩემპიონატი ბასკეთში გაიმართა. იქაურ ქართველებს ხომ არ შეხვედრიხარ?

- მეც ამის იმედი მქონდა, აქაოდა, ბასკები ქართველების ნათესავები არიანო. ისე, სასტუმრო "მელიას" კი ჩავუარე ერთი-ორჯერ. იქ რუსი მოჭადრაკეები ცხოვრობდნენ. პირველ ტურში კატერინა ლაგნოს რომ მოვუგე, მწარედ იხუმრა: სასტუმრო - "მელია", ჭადრაკის დაფასთან - მელია, ერთი სიტყვით, მელიების გარემოცვაში ვარ და წარმატებას როგორ მივაღწევო. ისე, იმ სასტუმროს სახელწოდებას დამფუძნებელთან და ადამიანის გვართან არავითარი კავშირი არ აქვს. უბრალოდ, იმ ქალაქში სასტუმროების ქსელია, რომლებიც მცენარეების სახელს ატარებს. ერთ-ერთი "მელიაცაა".

- ნიშანდობლივია, რომ "ნონა" ურეკშიც უკონკურენციო იყო.

- კარგია, რომ საქართველოში საკლუბო ჩემპიონატი აღდგა. იქაც იოლად დავიკავეთ პირველი ადგილი. ვეცდებით, არც მომავალში დავთმოთ პოზიციები.

- საგაისოდ რას აპირებ?

- ახლა საახალწლო სამზადისით ვარ გართული. ქალიშვილებთან - ქეთევანსა და მარიამთან ერთად ნაძვის ხე მოვრთე, ახალ წელს ტრადიციულად შინ შევხვდები, თბილისში. ჩემი მშობლებიც ჩამოვლენ ბათუმიდან და ყველანი ერთად ვიქნებით. მართალია, სამზარეულოში ტრიალიც მიყვარს, მაგრამ ამჯერად ჩემს საქმესაც ოჯახის წევრები აკეთებენ, რომ დრო გამომითავისუფლონ ჭადრაკში სამეცადინოდ - 10 იანვარს ხომ საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი იწყება.

მერე გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირზე ვიასპარეზებ. ფიდემ წლეულს ვერ ჩაატარა და საგაისოდ გადაიტანა ქალთა ინდივიდუალური მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩინეთი გუნდურ მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს. იქ განახლებული ნაკრებით გავემგზავრებით, რადგან ნანა ძაგნიძე ობიექტური მიზეზებით ვერ ახერხებს წამოსვლას. სხვა ცვლილებებიც იგეგმება. ძალიან მინდა, პეკინიდან მედლებით დავბრუნდეთ.

ასე რომ, 2015 წელს მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის და ვეცდებით, ქომაგები არ გავაწბილოთ.

ახალ წელს ვულოცავ სრულიად საქართველოს. გამარჯვებები დაგვბედებოდეს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა

ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ

ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე