ევროლიგაში TOP-16 დაიწყო
ევროლიგის გათამაშებაში მეორე ეტაპი - TOP-16 დაიწყო. გაიმართა პირველი ტური, რომლის საუკეთესო მოთამაშე გახდა რუსული "ნიჟნი ნოვგოროდის" ამერიკელი ლეგიონერი ტეილორ როჩესტი. აინარს ბაგატსკისის გუნდმა სტუმრად სენსაციურად დაამარცხა "მილანი" (79:59).

როჩესტი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და 23 წუთი მოედანზე ძალიან ნაყოფიერად გაატარა. ამ დროის განმავლობაში ჩერნოგორიული პასპორტის მქონე ამერიკელმა 19 ქულა (ორქულიანები - 2/3, სამქულიანები - 3/6, საჯარიმოები - 6/6), 4 მოხსნა, 8 შედეგიანი პასი და ერთი ჩაჭრა დააგროვა. როჩესტის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32 ქულა შეადგინა.

გასული კვირის საუკეთესო მომხსნელი გახდა როჩესტის თანაგუნდელი ტრეი ტომპკინსი, რომელმაც 15 მოხსნა მიითვალა. "ოლიმპიაკოსის" ვეტერანი ვასილის სპანულისი ლიდერი იყო შედეგიანი პასების რაოდენობით - 11 გადაცემა "უნიკახას" წინააღმდეგ. ტურის მთავარი ბომბარდირი კი მარსელინიო უერტასი გახდა, რომლის 23 ქულამ ვერ უშველა "ბარსელონას" გერმანიის "ალბასთან" მატჩში.

TOP-16. I ტური

E ჯგუფი

გალათასარაი-ჟალგირისი 78:69

პანათინაიკოსი-მაკაბი 83:76

ცრ. ზვეზდა-რეალი 72:79

ალბა-ბარსელონა 80:70

F ჯგუფი

ფენერბაჰჩე-ცსკა 81:84 (ო)

კახა ლაბორალი-ეფესი 67:72

მილანი-ნ. ნოვგოროდი 59:79

უნიკახა-ოლიმპიაკოსი 61:69

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა