გერმანელებს ბარაგანი აინტერესებთ
იტალიური და გერმანული პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი ლიდერი "ნაპოლი" დაინტერესებულია "ლევერკუზენის" მარჯვენა მცველის, ჯულიო დონატის შეძენით. ნეაპოლელები მზად არიან, 24 წლის იტალიელის სანაცვლოდ "ფარმაცევტებს" ნახევარმცველი გიოქჰან ინლერი დაუთმონ.

ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ "ლევერკუზენის" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა "ვალენსიას" მცველი ანტონიო ბარაგანი. ამასთან, "ბაიერი" არ აპირებს უახლოეს ხანში ამ ფეხბურთელის შეძენას - გერმანული მხარე ზაფხულამდე მოიცდის და უფასოდ აიყვანს ესპანელს.

საქმე ისაა, რომ ვალენსიელები არ აპირებენ ბარაგანთან მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას, რომელიც 2015 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. შესაბამისად, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

მიმდინარე სეზონში ბარაგანმა პრიმერაში 16 მატჩი ჩაატარა.

ასევე ირკვევა, რომ "ბაიერი" ვერ ახერხებს "რომასთან" მოლაპარაკებას ხორვატი მცველის, ტინ იედვაის კონტრაქტის გამოსყიდვის თაობაზე. ეს ფეხბურთელი რომაულ კლუბს ეკუთვნის, მაგრამ ამ სეზონში, იჯარის წესით, "ლევერკუზენის" რიგებში თამაშობს.

გერმანელებს მოსწონთ 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურთ, მაგრამ "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა აღნიშნა, რომ "რომა" არარეალურ თანხას ითხოვს ხორვატის სანაცვლოდ.

"მათ მიერ დასახელებული 10 მილიონი ევრო არარეალურია, - ამბობს "ბილდთან" კომენტარში ფიოლერი. - ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს "რომასთან". მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ იედვაისთან დაკავშირებით კარგი ინფორმაცია არ მაქვს. გონივრული გამოსავალი უნდა ვიპოვოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები